ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას წვერზე, იერიხონის გასწვრივ რომ არის, და დაანახა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე, |
1 |
და აღჴდა მოსე არაბოთდ მოაბით მთასა მას ზედა ფაჲგასა, რომელ არს პირისპირ იერიქოსა, და უჩუენა მას უფალმან ყოველი იგი ქუეყანაჲ გალადისაჲ ვიდრე დანადმდე, |
2 | მთელი ნაფთალი, ეფრემის ქვეყანა, მენაშე და იუდას მთელი ქვეყანა უკანა ზღვამდე, | 2 | და ყოველი იგი ქუეყანაჲ ლეფთალემისი და ყოველი ქუეყანაჲ ეფრემისი და მანასესი, და ყოველი იგი ქუეყანა იუდაჲსი ვიდრე დასასრულადმდე ზღჳსა. |
3 | ნეგები და იერიხონის ხეობის მიდამოები, ფინიკთა ქალაქი, ცოღარამდე. | 3 | და ყოველი იგი უდაბნოჲ და ყოველი გარემოჲს სოფლები, რომელ იყო ველთა მათ იერიქოსაჲთა, ქალაქები იგი დანაკისკუდოვანი ვიდრე სეგორდმდე. |
4 | უთხრა უფალმა: ეს არის ის ქვეყანა, რისთვისაც დავუფიცე აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი. საკუთარი თვალებით გახილვინე იგი, მაგრამ ვერ შეხვალ იქ. | 4 | და ჰრქუა უფალმან მოსეს: ესე არს ქუეყანა იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობსა და ვარქუ, ვითარმედ: ნათესავსა შენსა მივსცე ეგე. აწ, ეგერა, გიჩუენე შენ, თუალთა შენთა იხილეს, ხოლო შენ არა შეხჳდე მუნ. |
5 | მოკვდა მოსე, უფლის მორჩილი, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისაებრ. | 5 | და მოკუდა მოსე, მონა იგი ღმრთისაჲ, ქუეყანასა მას მოაბისასა სიტყჳთა უფლისაჲთა. |
6 | დამარხეს იგი ველზე მოაბის ქვეყანაში ბეთ-ფეღორის წინ და არავინ იცის მისი საფლავი დღევანდლამდე. | 6 | და დაჰფლეს იგი გეზს, მახლობელად სახლისა მას ფაგომისსა. და არა ვინ იცის საფლავი მისი მოდღენდელად დღედმდე. |
7 | ასოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა და არც თვალს აკლდა და არც სახე ჰქონია დანაოჭებული. | 7 | და იყო მოსე ვითარ ასოც წლის, ოდეს, რაჟამს მოკუდა, და არა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი და არცა იცვალა ქმნულებაჲ პირისა მისისაჲ. |
8 | იტირეს მოსე მოაბის ველზე ოცდაათ დღეს და მიიწურა მოსეს ტირილისა და გლოვის დღეები. | 8 | და დაიტირეს მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა არბოთს მოაბისასა, კიდესა მას იორდანისა მდინარისასა, პირისპირ იერიქოსა. და დაიტირეს იგი ოცდაათ დღე და აღესრულნეს დღენი იგი ტირილისანი და გლოვისანი მოსესნი. |
9 | იესო ნავეს ძე ავსილი იყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ, და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მოსემ. | 9 | და ისო, ძე იგი ნავესი, აღივსო სულითა სიბრძნისაჲთა, რამეთუ მოსე დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და ერჩდეს მას ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი და ყვეს, რაჲ-იგი უბრძანა უფალმან მოსეს. |
10 | აღარ გამოჩენილა ისრაელში, წინასწარმეტყველი, მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი, | 10 | და არღარა აღდგა წინასწარმეტყველი შორის ისრაჱლსა მსგავსად მოსესა, რომელ-იგი უფალსა შეესწავა პირისპირ, |
11 | ყველა იმ ნიშით და სასწაულით, რომელთა მოსახდენად მოავლინა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონისთვის, მის მორჩილთათვის და მთელი ქვეყნისათვის, | 11 | ყოვლითა მით სასწაულებითა და ნიშებითა, ვითარ-იგი მიავლინნა უფალმან ყოფად სასწაულთა მათ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა ფარაოჲს ზედა და ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ქუეყანასა მისსა საკჳრველებანი იგი დიდ-დიდნი, |
12 | იმ მაგარი ხელით და დიადი სასწაულებით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ. | 12 | ჴელი იგი მტკიცე და მკლავი მაღალი, რომელ ყო მოსე წინაშე ყოვლისა ერისა. |