
| 
|
მეორე რჯული
თავი მერვე
ახალი ქართულით |
ძველი ქართულით |
1 |
იზრუნეთ ყველა იმ მცნების შესასრულებლად, რომდებიც დღეს გიანდერძეთ, რომ ცოცხლები
დარჩეთ, გამრავლდეთ, წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც თქვენს მამა-პაპას
აღვუთქვი.
|
1 |
ყოველთა ამათ მცნებათა, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე, დაიმარხნე იგინი და
ჰყო, რათა სცხონდეთ და განმართლდეთ, შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომელ
ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა.
|
2 |
გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი
წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ
სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს. |
2 |
მოიჴსენნე ყოველნი იგი გზანი შენნი, რომელსა მოგიყვანა
შენ უფალმან ღმერთმან, ესე მეორმეოცე წელი არს უდაბნოსა მას, ბოროტი ღათუ
გიყო შენ და გამოგცადა შენ, რათა გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ
და-რაჲძი-იტევნე მცნებანი მისნი, ანუ არა. |
3 |
გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ
იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ
პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით
ცოცხლობს კაცი. |
3 |
შე-ღათუ-გაურვა შენ სიყმილითა უდაბნოსა მას, მანანაჲ იგი
გაჭამა შენ, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, რათა გულისხმა-გიყო
შენ, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა,
რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა, ცხონდების კაცი. |
4 |
აგერ ორმოცი წელია, რაც შესამოსელი არ დაგძველებია ტანზე
და ფეხები არ დაგსივებია. |
4 |
სამოსელი შენი არა განგიკფდა, ფერჴი შენი არა გამოგტკუფა,
ესე მეორმეოცე წელი არს. |
5 |
შეიგნე, როგორც კაცი წვრთნის თავის შვილს, ასევე უფალი,
შენი ღმერთია შენი გამწვრთნელი. |
5 |
რაჲ გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ, რამეთუ ვითარცა
გასწავლის მამამან შვილი თჳსი, ეგრე განგსწავლა შენ უფალმან ღმერთმან
შენმან. |
6 |
შეასრულე უფლის, შენი ღმერთის მცნებები, იარე მის გზებზე
და მისი გეშინოდეს. |
6 |
და დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი და
ხვიდოდი გზათა მისთა და გეშინოდის შენ მისა, |
7 |
რადგან უფალს, შენს ღმერთს, მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში,
ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და
ბარად, |
7 |
რათა უფალმან ღმერთმან შენმან შეგიყვანოს შენ ქუეყანასა
მას დიდსა და კეთილსა, სადა-იგი მდინარენი წყალთანი და წყარონი უბსკრულთანი
დიან მთათა და ველთა, |
8 |
ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, და ბროწეულის
ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, |
8 |
ქუეყანასა მას საიფქლესა და საქრთილესა, ქუეყანასა მას
ვენაჴოვანსა და ლეღოვანსა და ბროწეულოვანსა, ქუეყანასა კეთილსა თაფლისასა, |
9 |
ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება, ქვეყანაში,
რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ. |
9 |
ქუეყანასა მას, რომელსა ზედა არა ცვინეულად შჭამდე პურსა
შენსა, არცა ნაკლულევან იყო მას ზედა, რომლისანი ქვანი მისნი არიან რკინა
და მამათა მისთა გამოეკუეთების სპილენძი. |
10 |
შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ
მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა. |
10 |
ჰჭამდე და განსძღებოდე და აკურთხევდე უფალსა ღმერთსა შენსა ქუეყანასა მას ზედა
კეთილსა, რომელი-იგი მოგცა შენ უფალმან ღმერთმან შენმან. |
11 |
ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, და მისი მცნებები, სამართალი
და წესი, რასაც მე გიანდერძებთ დღეს,
|
11 |
იგულე თავი შენი, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და არა დაიმარხნე მცნებანი
მისნი და წამებანი მისნი, და სამართალნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ.
|
12 |
რომ, როცა შეჭამ და გაძღები, კარგ სახლებს აიშენებ და
დაბინავდები, |
12 |
დღესდღე ნუუკუე შჭამდე და განსძღებოდე და ტაძრებსა
შუენიერებსა იშენებდე და დაემკჳდრებოდი მათ შინა. |
13 |
გაგიმრავლდვბა ცხვარ-ძროხა, უხვად გექნება ოქრო-ვერცხლი
და ყოველი საქონელი, |
13 |
და განმრავლებითა მით მროწეულისა და არვებისა შენისაჲთა,
ოქროჲსა და ვეცხლისა შენისაჲთა |
14 |
არ გამედიდურდე და არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი,
ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, შენი გამომყვანი, |
14 |
აღამაღლო გულითა შენითა და განჰლაღნე და დაივიწყო უფალი
ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა სახლისაგან
კირთებისა |
15 |
რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა,
ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი
კლდიდან გადმოადინა წყალი. |
15 |
და აღგიყვანა შენ უდაბნოსა მას დიდსა და საშინელსა,
სადა-იგი გველი და ღრიანკალი კბენდა და წყურილი იგი წყლისაჲ აჭირვებდა მათ,
სადა არა იყო წყალი, რომელმან გამოგიდინა შენ წყაროჲ კლდისა მისგან
უღაღისა. |
16 |
გკვებავდა უდაბნოში მანანით, რაც არ იცოდა თქვენმა
მამა-პაპამ, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე შენივე სიკეთისთვის
სამომავლოდ; |
16 |
რომელმან-იგი უდაბნოსა მას მანანაჲ იგი გაჭამა შენ,
რომელ-იგი არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, ბოროტიღა თუ გიყო და
გამოგცადა შენ, რათა უკუანაჲსკნელ კეთილი გეყოს და განგისუენოს შენ. |
17 |
რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და მკლავის ღონემ შემძინაო ეს დოვლათი. |
17 |
ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ ძლიერებითა ჩემითა და
სიმტკიცითა მკლავისა ჩემისაჲთა ვყავ ყოველი ესე ძალი. |
18 |
გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან ის გაძლევს
სიმდიდრის შეძენის ძალას, რომ დღევანდელივით შეასრულოს აღთქმა, რომელიც
ფიცით დაუდო შენს მამა-პაპას. |
18 |
არამედ მოიჴსენო შენ უფალი ღმერთი შენი, რამეთუ მან
მოგცეს შენ ძალი და ძლიერებაჲ, რათა აღესრულოს აღთქუმაჲ იგი, რომელ ეფუცა
უფალი მამათა მათ შენთა, ვითარცა დღესდღე. |
19 |
თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, თუ გაჰყვები უცხო
ღმერთვბს, თუ შეუდგები მათ სამსახურს და თაყვანისცემას, ცასა და მიწას
ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ არ აგცდებათ გადაშენება |
19 |
და იყოს, უკუეთუ დავიწყებით დაივიწყო უფალი ღმერთი შენი
და შეუდგე შენ ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურებდე მათ და თაყუანის-სცემდე მათ,
ვწამებ მე თქუენ წინაშე დღესდღე, რამეთუ მოსრვით მოისრნეთ, |
20 |
იმ ხალხებივით, რომლებიც გადააშენა უფალმა თქვენს
თვალწინ, თქვენც გადაშენდებით იმის გამო, რომ არ შეისმენთ უფლის, თქვენი
ღმერთის სიტყვას. |
20 |
ვითარცა სხუანი წარმართნი, რომელნი-იგი მოსრნა უფალმან
პირისაგან თქუენისა, ეგრე მოგსრნეს თქუენ უფალმან, რამეთუ არა ისმინე თქუენ
ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა. |
|
|

|
|