1 |
ამას ამბობს უფალი: მე გამოვიყვანე ეს ხალხი მონობიდან ჩემი შვილების -
წინასწარმეტყველთა წყალობით, რომელთა მოსმენა არ მოისურვეს, ფუჭად აქციეს ჩემი
რჩევები. |
|
|
2 |
მშობელი დედა ეუბნება მათ: წადით შვილებო, რადგან ქვრივი
ვარ მე და მიტოვებული. |
|
|
3 |
სიხარულით აღგზარდეთ და გლოვითა და მწუხარებით გაგიშვით,
რადგან შესცოდეთ თქვენი უფალი ღმერთის წინაშე და უკეთურება ჩაიდინეთ მის
წინაშე. |
|
|
4 |
ახლა კი რა გიყოთ? ქვრივი ვარ მე და მიტოვებული. წადით,
შვილებო, და შესთხოვეთ ღმერთს მოწყალება. |
|
|
5 |
შენ კი, მამავ, იმ შვილთა დედის მოწმედ მოგიხმობ,
რომელთაც არ ისურვეს ჩემი აღთქმის სამსახური. |
|
|
6 |
დაატეხე მათ თავს სირცხვილი, განიძარცვოს მათი დედა, რათა
არ იარსებოს მათმა მოდგმამ. |
|
|
7 |
ხალხთა შორის განიფანტოს მათი სახელი, აღიგავონ მიწის
პირიდან, რადგან მოიძულეს ჩემი ფიცი. |
|
|
8 |
ვაი შენ, აშურო, რომ შეიფარე უსამართლონი. ბოროტო
მოდგმავ, გაიხსენე, რაც დავმართე სოდომსა და გომორას, |
|
|
9 |
რომელთა მიწაც მოფენილია კუპრის კოლბოხებით და ფერფლის
გროვებით! ასევე მოვექცევი მათ, ვინც არ ისმენს ჩემს სიტყვას, ამბობს
ყოვლისშვმძლვ უფალი. |
|
|
10 |
ამას ეუბნება უფალი ეზრას: აუწყე ჩემს ხალხს, რადგან მივცემ მათ სამეფოდ
იერუსალიმს, რომელიც ისრაელისთვისაა მიცემული; |
|
|
11 |
მოვიღებ მათ დიდებას და მივცემ სხვებს მარადიულ კარავს,
რომელიც მათთვის იყო გამზადებული. |
|
|
12 |
სიცოცხლის ხე ექნებათ მათ სურნელოვან ნელსაცხებლად, იქნებიან ისინი უშრომელნი და
არც დაღლა ეცოდინებათ. |
|
|
13 |
წადით და მიიღებთ, ითხოვეთ, რომ მცირე იყოს თქვენი დღეები, რომ შემოკლდნენ ისინი.
უკვე გამზადებულია თქვენთვის სამეფო. ფხიზლად იყავით. |
|
|
14 |
მოწმედ მოუხმე ცასა და მიწას, მე აღვგავე ბოროტება და
შევქმენი სიკეთე, რადგან ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი. |
|
|
15 |
დედა, გადაეხვიე შენს შვილებს, გამოზარდე ისინი
სიხარულით. დედამტრედის მსგავსად განუმტკიცე ფეხები: რადგან შენ აგირჩიე,
ამბობს უფალი. |
|
|
16 |
აღვადგენ მკვდართ მათი ადგილებიდან, გამოვიყვან მათი საფლავებიდან, რადგან ვცანი
ჩემი სახელი ისრაელში. |
|
|
17 |
ნუ გეშინია, შვილთა დედავ, რადგან შენ აგირჩიე, ამბობს
უფალი. |
|
|
18 |
მოგივლენ შემწეებად ჩემს მორჩილთ - ესაიას და იერემიას,
რომელთა რჩევით ვაკურთხე და გაგიმზადე თორმეტი ხე, მრავალგვარი ნაყოფით
დახუნძლული, |
|
|
19 |
და ამდენივე წყარო თაფლისა და რძისა, და შვიდი უზარმაზარი
მთა, მოფენილი ვარდითა და შროშანით, რომლებითაც გავახარებ შენს შვილებს. |
|
|
20 |
სამართალი გაუჩინე ქვრივს, გაიკითხე უპატრონო, შეეწიე
გაჭირვებულს, დაიცავი ობოლი, შემოსე შიშველი, |
|
|
21 |
იზრუნე ბეჩავზე და სუსტზე, ნუ დასცინებ კოჭლს, უმწეო
დაიცავი, იხილოს ბრმამ ჩემი დიდება. |
|
|
22 |
შეიფარე ბერი და ჭაბუკი შენს კედლებს შორის. |
|
|
23 |
სადაც კი მკვდარი ნახო, საფლავის ნიშანი აღუმართე და
ბირველ ადგილზე დაგსვამ ჩემი აღდგომის ჟამს. |
|
|
24 |
შეისვენე და დამშვიდდი, ჩემო ხალხო, რადგან მოვა შენი
განსვენება. |
|
|
25 |
კეთილო გამზრდელო, გაზარდე შენი შვილები, ფეხები გაუმტკიცე.
|
|
|
26 |
არავინ დაიღუპოს მსახურთაგან, მე რომ მოგეცი, რადგან შენი
რიცხვიდან მოვიკითხავ მათ. |
|
|
27 |
ნუ დაიქანცები, რადგან როცა მოვა ჭირისა და სივიწროვის
დღე, ზოგი ატირდება და მიეცემა მწუხარებას, შენ კი მოილხენ და სიუხვეში
იქნები. |
|
|
28 |
შეშურდებათ ხალხებს, მაგრამ ვერაფერს გახდებიან შენს
წინააღმდეგ, ამბობს უფალი. |
|
|
29 |
ჩემი ხელი დაგიფარავს შენ, რომ არ იხილონ ჰინომის ველი
შენმა შვილებმა. |
|
|
30 |
გაიხარე, დედაო, შვილებთან ერთად, რადგან მე გიხსნი შენ,
ამბობს უფალი. |
|
|
31 |
გახსოვდეს შენი მიძინებული შვილები, რადგან გამოვიყვან
მათ ქვეყნის კიდეებიდან და მოწყალებას მოვიღებ მათზე, რადგან მოწყალე ვარ,
ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. |
|
|
32 |
გულში გყავდეს ჩაკრული შენი შვილები, ვიდრე მოვალ და
მოვიღებ მათზე მოწყალებას, რადგან უხვია ჩემი წყაროები და დაუშრეტელია ჩემი
მადლი. |
|
|
33 |
მე, ეზრამ, მივიღე ღვთისგან ბრძანება ყორების მთაზე, რომ
წავსულიყავი ისრაელში; იქ რომ მივედი, გამკიცხეს და უარყვეს ღვთის მცნება. |
|
|
34 |
ამიტომ გეუბნებით, ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და
გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი;
რადგან ახლოა ის, ვინც მოსასვლელია წუთისოფლის დასასრულს. |
|
|
35 |
მზად იყავით სასუფევლის საზღაურისთვის, რადგან მარადიული
ნათელი გაგინათებთ საუკუნოდ. |
|
|
36 |
გაერიდეთ ამ წუთისოფლის ჩრდილს; მიიღეთ თქვენი დიდების
სიხარული, დაუფარავად მოვუხმობ მე ჩემს მაცხოვარს მოწმედ. |
|
|
37 |
მიიღეთ მადლი და სიხარულით ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ.
|
|
|
38 |
წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე
ბეჭედდასმულთა რიცხვი. |
|
|
39 |
ვინც წუთისოფლის ჩრდილს თავი დააღწიეს და უფლისგან
ბრწყინვალე სამოსელი მიიღეს. |
|
|
40 |
ჩაიბარე, სიონო, შენი რიცხვი და მიითვალე თეთრად მოსილნი,
ვინც უფლის რჯული აღასრულა. |
|
|
41 |
შესრულდა რიცხვი შენი სანატრელი შვილებისა. შესთხოვე
უფლის ძალას, რათა იკურთხოს შენი ხალხი, რომელსაც დასაბამითვე მოუწოდე. |
|
|
42 |
მე, ეზრამ, ვიხილე სიონის მთაზე დიდძალი სიმრავლე, რომლის
დათვლა ვერ შევძელი, და ყველანი საგალობლებით ადიდებდნენ უფალს. |
|
|
43 |
მათ შუაგულში იდგა ტანმაღალი ჭაბუკი, ყველასგან
გამორჩეული და ყოველ მათგანს თავზე ადგამდა გვირგვინს და კიდევ უფრო
მაღლდებოდა მათზე. მე კი გაოცებამ შემიპყრო. |
|
|
44 |
მაშინ ვკითხე ანგელოზს, ვუთხარი: ვინ არიან-მეთქი ესენი,
უფალო? |
|
|
45 |
მან მიპასუხა: ესენია, ვინც განიძარცვა მოკვდავთა
სამოსელი და უკვდავთა სამოსი შეიმოსა, და აღიარა ღვთის სახელი; ახლა კი
გვირგვინდებიან და პალმის რტოებს იღებენ. |
|
|
46 |
და ვუთხარი ანგელოზს: ვინ არის-მეთქი ეს ჭაბუკი, ვინც მათ
აგვირგვინებს და პალმის რტოებს აძლევს? |
|
|
47 |
მან მიპასუხა: ეს არის ძე ღვთისა, ვისაც აღიარებენ
წუთისოფელში და მეც განვადიდე ისინი, ვინც მტკიცედ იდგა უფლისათვის. |
|
|
48 |
მაშინ მითხრა მე ანგელოზმა: წადი, აუწყე ჩემს ხალხს, თუ
რაზომ დიდია და ბევრი უფალი ღმერთის საოცრებანი, შენ რომ იხილე. |
|
|