1 |
მითხრა: დედამიწის დასაბამიდან, ვიდრე აღიმართებოდა სამყაროს კარიბჭენი, ვიდრე
ერთიანად იქროლებდნენ ქარები, |
|
|
2 |
ვიდრე გაისმებოდა ქუხილის ხმები, ვიდრე აკაშკაშდებოდა
ელვა, ვიდრე გამყარდებოდა სამოთხის საფუძველნი, |
|
|
3 |
ვიდრე გამოჩნდებოდა ყვავილთა მშვენება, ვიდრე შეწყდებოდა
ძალთა ძვრანი, ვიდრე თავს მოიყრიდა ანგელოზთა უთვალავი ლაშქარი, |
|
|
4 |
ვიდრე აიზიდებოდა ჰაერის სიმაღლე, ვიდრე სახელი
დაერქმეოდა ცამყართა საზომებს, ვიდრე გაჩაღდებოდა სიონში კერები, |
|
|
5 |
ვიდრე აღირაცხებოდა არსებული წლები, ვიდრე გაუცხოვდებოდა
იმათი გამონაგონნი, ვინც ახლა სცოდავს, ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის
დამცველნი, |
|
|
6 |
მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ
და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ. |
|
|
7 |
ვიკითხე და ვთქვი: რა იქნება დროთა გამიჯვნა? ან როდის
დადგება წინანდელის ბოლო და მომდევნოს დასაწყისი? |
|
|
8 |
მითხრა: აბრაამიდან ისაკამდე, როცა იშვნენ მისგან იაკობი
და ესავი, დასაბამითვე იაკობის ხელს ეჭირა ესავის ქუსლი. |
|
|
9 |
ამიტომ ამ წუთისოფლის ბოლოა ესავი, ხოლო იაკობი -
მომდევნოს დასაბამი. |
|
|
10 |
რადგან ადამიანის დასაბამი მისი ხელია, ადამიანის ბოლო კი მისი ქუსლი. სხვას
ნურაფერს ეძიებ, ეზრა. |
|
|
11 |
ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე
შენს თვალში, |
|
|
12 |
გევედრები, უჩვენო შენს მორჩილს იმ შენი ნიშნების ბოლო, რომელთა ნაწილიც გუშინ
ღამით განმიცხადე. |
|
|
13 |
მიპასუხა და მითხრა: დადექი ფეხზე და ისმინე გრგვინვით
აღსავსე ხმა, |
|
|
14 |
და იქნება ძვრასავით, ჩემგან შეირყევა ადგილი, სადაც
დგახარ. |
|
|
15 |
ვიდრე ხმა ლაპარაკობს, ნუ გეშინია, რადგან დასასრულზეა
სიტყვა და მიწის საფუძველი იგულისხმება. |
|
|
16 |
რადგან ამათ შესახებ არის ლაპარაკი, მიწაც შეირყევა და შეიძვრის; რადგან იცის, რომ
უნდა შეიცვალოს მათი ბოლო. |
|
|
17 |
როცა ეს გავიგონე, ფეხზე დავდექი და მომესმა: ხმა
ლაპარაკობს და წყალდიდობასავით ისმის მისი ხმაური. |
|
|
18 |
თქვა: აჰა, მოდის დღეები და როცა დავიწყებ მოახლოებას,
რომ მოვიხილო მიწის მკვიდრნი, |
|
|
19 |
როცა მიავკითხავ მათ, ვისაც უსამართლობით ბოროტება
მოაქვს, როცა ზღვარს გადავა სიონის სიმდაბლე. |
|
|
20 |
როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი, განსვლად გამზადებული,
ამ ნიშნებს მოგივლენთ: გადაიშლება წიგნები ცამყარის წინაშე და ყველანი
ერთად იხილავენ ამას. |
|
|
21 |
ერთი წლის ჩვილები თავიანთი ხმით ამეტყველდებიან და
ფეხმძიმენი გააჩენენ უდღეურ შვილებს სამ და ოთხ თვეზე, ცოცხლები დარჩებიან
და გაიზრდებიან. |
|
|
22 |
დათესილი ადგილები უეცრად დაუთესავად გამოჩნდება და სავსე
საცავები უეცრად ცარიელები აღმოჩნდებიან. |
|
|
23 |
ხმამაღლა ახმიანდება საყვირი და, ვინც კი გაიგონებს,
ყველა შეძრწუნდება. |
|
|
24 |
ისე მოხდება იმხანად, რომ მტრებივით წაეკიდებიან
ერთმანეთს მეგობრები და შეძრწუნდება ამის გამო მიწა; და წყაროთა ნაკადულები
დადგება და სამ საათსაც არ იდენს წყალი. |
|
|
25 |
ყველა, ვინც გადაურჩება ამ ამბებს, რაც
გიწინასწარმეტყველე, თავად იხსნის თავს და იხილავს ხსნას ჩემგნით და თქვენი
წუთისოფლის აღსასრულს. |
|
|
26 |
იხილავენ გადარჩენილნი, რომელთაც შობითგან არ უგემიათ
სიკვდილი, შეიცვლება მიწის მკვიდრთა გული და გუნება მათი გარდაიქმნება. |
|
|
27 |
წარიხოცება ბოროტება და აღიგვება სიცრუე. |
|
|
28 |
რწმენა კი აყვავდება და დაიძლევა ხრწნილება, გამოცხადდება
ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი. |
|
|
29 |
როცა მელაპარაკებოდა, აჰა, ვიგრძენი, რომ თანდათან რყევა
დაიწყო მიწამ, სადაც ვიდექი. |
|
|
30 |
მითხრა: მოვედი, რათა გიჩვენო ამაღამდელი ჟამი. |
|
|
31 |
ხოლო თუ კვლავ ილოცებ და კვლავ შვიდ დღეს იმარხულებ, კვლავ გაუწყებ იმაზე მეტს, რაც
გაუწყე იმ დღეს, როცა მოგისმინე. |
|
|
32 |
შეწყნარებულ იქნა შენი ხმა უზენაესის წინაშე. იხილა
ძლიერმა შენი სიწრფელე და განჭვრიტა შენი სათნოება, სიყმაწვილიდანვე რომ
გჩვეოდა. |
|
|
33 |
ამიტომ მომავლინა, რათა მეჩვენებინა შენთვის ეს ყველაფერი
და მეთქვა: ირწმუნე და ნურაფრის გეშინია, |
|
|
34 |
ნუ აჩქარდები პირველ ჟამთა ფუჭ საფიქრალზე, ნურც
უკანასკნელ ჟამთა შეცნირას ნუ ესწრაფი. |
|
|
35 |
ამის შემდეგ იყო, რომ კვლავ ტირილში და მარხვაში გავატარე
შვიდი დღე, რათა შემესრულებინა სამი შვიდეული, როგორც მმართებდა. |
|
|
36 |
მერვე ღამეს იყო, რომ კვლავ ამიფორიაქდა გული მკერდში და
დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე. |
|
|
37 |
რადგან სულზე ცეცხლი მეკიდა და ვიტანჯებოდი. |
|
|
38 |
ვთქვი: უფალო, როცა ამეტყველდი შესაქმის დასაბამიდან,
პირველ დღეს წარმოთქვი: იყოს ცა და მიწა, და აღასრულა საქმე შენმა სიტყვამ, |
|
|
39 |
იყო მაშინ სული და ირგვლივ წყვდიადი და დუმილი იდგა,
ადამიანის ხმის ბგერა ჯერ არ იყო შენგნით, |
|
|
40 |
მაშინ შენ ბრძანე, გამოტევებულიყო შენი საგანძურიდან
ნათელი შენთა საქმეთა გამოსაჩენად. |
|
|
41 |
მეორე დღეს შექმენი ცამყარის სული და უბრძანე მას,
გაეყარა და დაენაწილებინა წყლები, რათა ნაწილი მათი ზემოთ ასულიყო, ნაწილი
კი ქვევით დარჩენილიყო. |
|
|
42 |
მესამე დღეს უბრძანე წყლებს შეგროვილიყვნენ დედამიწის
მეშვიდედ ნაწილში, ექვსი ნაწილი კი დააშრე და შემოინახე რომ აქედან
აღსრულებულიყო შენს წინაშე ღვთისგან დათესილი და ზრუნვილი მსახურება. |
|
|
43 |
გამოვიდა შენი სიტყვა და უმალ საქმედ იქცა. |
|
|
44 |
უეცრად გაჩნდა უთვალავი და ყოველგვარი გემოს ნაყოფი,
ფერუცვლელი და უცხო სურნელების ყვავილები. მესამე დღეს შეიქმნა ეს
ყოველივე. |
|
|
45 |
მეოთხე დღეს ბრძანე, შექმნილიყო მზის ბრწყინვალება,
მთვარის ნათელი და ვარსკვლავთა წყობა. |
|
|
46 |
უბრძანე მათ, ემსახურათ ადამიანისთვის, რომელიც მომავალში უნდა გამოსახულიყო. |
|
|
47 |
მეხუთე დღეს უბრძანე მეშვიდე ნაწილს, სადაც წყლები იყო
დაგროვებული, წარმოექმნა ცხოველები, ფრინველვბი და თევზები, და იქმნა ასე. |
|
|
48 |
და წყალიც, უტყვი და უსულო, ღვთის ნების მორჩილი, ქმნიდა
ცხოველებს, რათა ამით გაეცხადებინათ შენი სასწაულები ხალხებისთვის. |
|
|
49 |
მაშინ შენ შემოინახე ორი არსება - ერთს სახელად უწოდე
ჰენოქი, ხოლო მეორეს უწოდე სახელად ლევიათანი. |
|
|
50 |
გამოაცალკევე ისინი ერთურთისგან, რადგან ვერ შეძლებდა
მეშვიდე ნაწილი, სადაც წყლები იყო შეგროვილი, მათ დატევას. |
|
|
51 |
მიეცი ჰენოქს ერთი ნაწილი, რომელიც მესამე დღეს გაშრა,
რათა ეცხოვრა იქ, სადაც ათასი მთაა. |
|
|
52 |
ლევიათანს კი მიეცი მეშვიდე ნაწილი, წყლიანი, და
შემოინახე იგი შთასანთქმელად მისთვის, ვისაც ინებებ და როცა ინებებ. |
|
|
53 |
მეექვსე დღეს კი უბრძანე მიწას, შეექმნა შენს წინაშე
საქონელი, ნადირი და ქვეწარმავალნი. |
|
|
54 |
ამათ შემდეგ კი - ადამი, რომელიც დაადგინე ყოველი შენი
ქმნილების წინამძღოლად და მისგან გამოვდივართ ჩვენ ყველანი - ხალხი,
რომელიც შენ აირჩიე. |
|
|
55 |
ეს ყველაფერი ვთქვი შენს წინაშე, უფალო, რადგან ჩვენთვის
შექმენი ეს წუთისოფელი. |
|
|
56 |
ხოლო დანარჩენ ხალხებს, ადამისგან წარმოშობილთ, უთხარი,
რომ არარანი არიან ისინი, და ნერწყვის მსგავსნი არიან, ჭურჭლიდან
გადმოცვენილ წვეთებს მიამსგავსე მათი სიმრავლე. |
|
|
57 |
ახლა კი, უფალო, სწორედ ეს ხალხები, არარაობად რომ არიან
შერაცხილნი, იწყებენ ჩვენზე მომძლავრებას და ჩვენს შთანთქმას. |
|
|
58 |
ჩვენ კი, შენი ერი, პირმშოს, მხოლოდშობილს, შენს მოშურნეს
რომ გვიწოდებ, ჩავარდნილნი ვართ მათ ხელში. |
|
|
59 |
და თუ ჩვენთვის არის შექმნილი ეს წუთისოფელი, რატომ არ
ვფლობთ მემკვიდრეობას ამ წუთისოფელთან ერთად? როდემდის იქნება ასე? |
|
|