1 |
ამანაც გაუძლო წამებას და სახელოვანი სიკვდილით აღესრულა. გამოიყვანეს მესამე.
მრაგალგზის ურჩევდნენ მრავალნი: შეჭამე და გადარჩებიო. |
|
|
2 |
მაგრამ მან წამოიძახა: განა არ იცით, რომ სიკვდილისთვის
ჩამსახა მამაჩემმა და გამაჩინა დედამ და ამ მოძღვრებით ვარ აღზრდილი? |
|
|
3 |
არ გავტეხ ძმობის კეთილშობილურ ნათესაობას. |
|
|
4 |
მოაყენეთ ჩემს სხეულზე, თუ რამ საწამებელი იარაღი გაქვთ;
ჩემს სულს კი ვერაფერს დააკლებთ, რაც უნდა ეცადოთ. |
|
|
5 |
ამ კაცის სიმხნევით განმძვინვარებულებმა საწამებელი
იარაღებით ხელ-ფეხი დაულეწეს. |
|
|
6 |
გადაუმტვრიეს თითები, მკლავები, წვივები, იდაყვები. |
|
|
7 |
ვერაფრით რომ ვერ აიძულეს აზრის შეცვლა, სკვითური წესით
თავიდან ფეხებამდე მანქანებით გააძრეს ტყავი. |
|
|
8 |
შემდეგ ბორბალზე აიყვანეს, საიდანაც საკუთარი თვალებით
ხედავდა თავისსავე დაგლეჯილ ხორცსა და შიგნეულობიდან ამომსკდარ სისხლის
ნაკადებს. |
|
|
9 |
სიკვდილს მიწურულმა თქვა, |
|
|
10 |
ჩვენ, უწმიდურო მტარვალო, აღზრდისა და ღირსების გამო ვიტანთ წამებას, |
|
|
11 |
შენ კი უღვთოობისა და სისხლის მსმელობის გამო მარადიული
სატანჯველი გელოდება. |
|
|
12 |
როცა მოკვდა ეს ღირსეული ძმა, მეოთხე გამოათრიეს და უთხრეს: |
|
|
13 |
ნუ აჰყვები შენი ძმების სიგიჟეს, დაუჯერე მეფეს და უშველე თავს. |
|
|
14 |
მან კი უპასუხა: უფრო ძლიერად აღაგზნეთ ჩემთვის ცეცხლი, სიმხდალე თუ გამოვიჩინო. |
|
|
15 |
ვფიცავ ჩემი ძმების კურთხეულ სიკვდილს და მტარვალის
მარადიულ წარწყმედას, ღვთისმოსავთა მარადიულ სიცოცხლეს ვფიცავ, არ
ვუღალატებ კეთილშობილურ ძმობას. |
|
|
16 |
მოიგონე, მტარვალო, წამებანი, იქნებ მათგან ისწავლო, რომ მე წეღან წამებულთა ძმა
ვარ. |
|
|
17 |
ეს რომ გაიგო სისხლს მოწყურებულმა და მკვლელმა, უწმიდურმა
ანტიოქოსმა, ბრძანა, ენა ამოერთვათ ყმაწვილისთვის. |
|
|
18 |
მან კი თქვა: სიკვდილის იარაღითაც ვერ შემაშინებ.
მდუმარესაც უსმენს ღმერთი. |
|
|
19 |
აჰა, ამომართვი ენა, ამით ჩემს გონებას ვერ დაადუმებ. |
|
|
20 |
ხალისით შემიწირავს ღვთისათვის სხეულის ნაწილები. |
|
|
21 |
შენ კი მალე სასჯელით მოგეწევა ღმერთი საგალობლებით უფლის
განმადიდებელი ენის ამომკვეთელს. |
|
|