1 |
როცა ისიც მოკვდა, სასტიკი წამებით გატანჯული, მოიჭრა მეხუთე და თქვა:
|
|
|
2 |
არ ვაპირებ, მტარვალო, გავექცე სატანჯველს ღირსებისთვის. |
|
|
3 |
იგი თავისით მომეახლა, რათა ჩემი მოკვლით მრავალი
დანაშაულისთვის ღვთიური სამართლით მოგეზღოს სასჯელი. |
|
|
4 |
ღირსებისა და კაცთა მაიძულევ, რა საქციელის გამო
გვანადგურებ ასე? |
|
|
5 |
იმის გამო, რომ ყოველი ქმნილების შემოქმედს მოწიწებით
ვეპყრობით და მისი რჩეული რჯულის თანახმად ვცხოვრობთ. |
|
|
6 |
მაგრამ ეს საქციელი პატივს იმსახურებს, არა წამებას, |
|
|
7 |
თუ ნამდვილად ადამიანური გრძნობები გაქვს და ღვთისგან
ხსნას ელი; |
|
|
8 |
მაგრამ შენ უცხო ხარ ღვთისთვის და ებრძვი მის
თაყვანისმცემელთ. |
|
|
9 |
ესა თქვა და მცველებმა შეკრეს იგი და ისართმტყორცნელ
მანქანასთან მიათრიეს. |
|
|
10 |
მუხლებით მასზე დააბეს და რკინის მარწუხებში მოამწყვდიეს, მერე ბორბლის პირზე
დააკრეს ზურგით, ისე რომ მორიელივით გაუდრიკეს წელი, დაწყვეტაზე ჰქონდა სახსრები. |
|
|
11 |
ამ დღეში მყოფმა, სულშეხუთულმა და ტკივილისგან
გამწარებულმა, |
|
|
12 |
თქვა: დიდ წყალობას გვამადლი, მტარვალო, შენდა უნებლიეთ, რადგან ამ სატანჯველით
გვაიძულებ, გამოვაჩინოთ ჩვენი გამძლეობა რჯულის გულისთვის. |
|
|
13 |
ესეც რომ აღესრულა, მოიყვანეს მეექვსე ყრმა, რომელმაც მბრძანებლის წინადადებას, თუ
შეჭამ, გათავისუფლდებიო, უპასუხა: |
|
|
14 |
ასაკით მე ჩემს ძმებზე ახალგაზრდა ვარ, აზრით კი - მათი თანატოლი. |
|
|
15 |
რაკი ამისთვის გავჩნდით და აღვიზარდეთ, ყველას ერთი სიკვდილი გვმართებს. |
|
|
16 |
თუ განზრახული გაქვს მაწამო უსურმაგის ხორცის შეუჭმელობის გამო, მაწამე ბარემ... |
|
|
17 |
ეს თქვა და ბორბალთან მიიყვანეს კიდეც. |
|
|
18 |
საგულდაგულოდ განრთხმული და ხერხემალგადამტვრეული
იწვებოდა იგი, |
|
|
19 |
უკნიდან გახურებულ წვერწამახულ შანთებს უყრიდნენ, ფერდებს
უხვრეტდნენ ისე, რომ შიგნეულობა სულ ამოუწვეს. |
|
|
20 |
ის კი, ამ სატანჯველში მყოფი, ამბობდა: დიდება ღვთის
საკადრის ასპარეზს, სადაც რჯულში გამოსაცდელად გაგვიწვიეს ძმები, მაგრამ
ვერ დაგვამარცხეს. |
|
|
21 |
რადგან უძლეველია, მტარვალო, საღვთო ცოდნა. |
|
|
22 |
ყოველგვარი სიქველით აღჭურვილი, მეც ვკვდები ჩემს ძმებთან
ერთად. |
|
|
23 |
მე თავად მოგივლენ შურისმგებელს, წამებათა გამომგონებელო
და ჭეშმარიტ ღვთისმოსავთა მტერო. |
|
|
24 |
ექვსი ყრმა შევეწირეთ შენს მტარვალობას. |
|
|
25 |
და რომ ვერ შესძელი გადაგერწმუნებინა ჩვენი გონება და ვერ
გვაიძულე უსურმაგის ჭამა, განა ეს შენი მარცხი არ არის? |
|
|
26 |
გრილია ჩვენთვის შენი ცეცხლი, უმტკივნეულოა შენი იარაღი
და უძლურია შენი მძლავრობა. |
|
|
27 |
რადგან არა მტარვალის მცველნი, არამედ ღვთის რჯულის
მცველნი უფლობენ ჩვენზე. ამიტომაც არის უძლეველი ჩვენი გონება. |
|
|