1 |
მაშ, თუკი მომაკვდინებელ ტანჯვებს გაუძლო შვიდმა ძმამ, ყველანი დამეთანხმებით, რომ
ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია. |
|
|
2 |
ვნებებს რომ დამორჩილებოდნენ და უსურმაგის ხორცი ეჭამათ,
ვნებათაგან ძლეულებს ვუწოდებდით მათ. |
|
|
3 |
მაგრამ ასე არ მოხდა და ღვთივგანდიდებული გონების ძალით
სძლიეს ვნებებს. |
|
|
4 |
არ უგულებელყოფილა განსჯის მთავრობა, რაკი სძლიეს მათ
ვნებებსა და სატანჯველს. |
|
|
5 |
როგორ არ აღიარებდნენ ვნებათა დამთრგუნველ გონიერებას,
როცა ცეცხლში წამებამაც ვერ შეცვალა ისინი? |
|
|
6 |
ნავსადგურში ჩადგმული იმ ბურჯების მსგავსად, რომლებიც
ტალღათა მუქარას ათვინიერებენ და მშვიდ გზას აძლევენ ყურეში შემავალ
ხომალდს, |
|
|
7 |
სძლია ყრმათა შვიდბურჯიანმა გონებამ, ღვთისმოსავობის
ნავსადგურის გამამაგრებელმა, ვნებების ქარიშხალს. |
|
|
8 |
ღვთისმოსავობის წმიდა ფერხულში ჩაბმულნი, ისინი ურთიერთს
ამხნევებდნენ და ამბობდნენ: |
|
|
9 |
ძმურად ვკვდებით, ძმებო, რჯულისთვის. მივბაძოთ იმ სამ
ყრმას აშურში, რომლებმაც არად ჩააგდეს გახურებული ქურა. |
|
|
10 |
ნუ გამოვიჩენთ სიმხდალეს და ვაჩვენოთ ღვთისმოსავობა. |
|
|
11 |
ერთმა თქვა: გამხნევდი, ძმაო, მეორემ: ღირსეულად გაუძელი. |
|
|
12 |
სხვამაც ეს გაიხსენა: გახსოვდეთ, საიდან ხართ, ან რომელმა მამის ხელმა მიიტანა
მსხვერბლად ღვთისმთსავობისთვის ისაკი. |
|
|
13 |
ერთიმეორეს შესცქეროდნენ მხიარულად და მამაცურად, ამბობდნენ: მთელი გულით შევწიროთ
თავი ღმერთს, სიცოცხლის მომნიჭებელს; სხეული კი რჯულის დასაცავად გავიღოთ. |
|
|
14 |
ნუ შეგვაშინებს ის, ვინც სიკვდილს გვიპირებს, |
|
|
15 |
რადგან დიდია ბრძოლა სულისთვის და საფრთხე მარადიული საგანჯველისა მას ელის, ვინც
ღვთის მცნებანი დაარღვია. |
|
|
16 |
მაშ, აღვიჭურვოთ ღვთივმონიჭებული გონებით ვნებათა მოსათრგუნად. |
|
|
17 |
სიკვდილის შემდეგ აბრაამს, ისაკს და იაკობს მივუვალთ და
მამა-პაპათა ქებას დავიმსახურებთ. |
|
|
18 |
ერთს რომ გაათრევდნენ, დანარჩენები ეუბნებოდნენ: ნუ
შეგვარცხვენ, ძმაო, ნუ გაუცუდებ იმედს შენს წინ დახოცილ ძმებსო. |
|
|
19 |
თქვენ იცით, რა არის ძმური სიყვარული, რომელიც ღვთიურმა
და ყოვლადბრძენმა განგებამ მამებისგან მათ ნაშიერთ ჩაუნერგა, და რომელიც
დედის საშოში იყო ჩასახული. |
|
|
20 |
ერთი და იგივე ხანი დაჰყო იქ თვითეულმა ძმამ და ერთსა და
იმავე ხანში გამოისახენ ისინი, ერთი სიცოცხლის მიმღებელნი. |
|
|
21 |
იშვნენ თანაბარი დროის გამოშვებით, ერთი წყაროდან
სვამდნენ რძეს და საზრდოობდნენ ერთმანეთთან გადანასკვული ძმური სულები. |
|
|
22 |
ძლიერდებოდნენ საერთო საზრდელით და ყოველდღიური
ურთიერთსიყვარულით, საერთო აღზრდით და ჩვენი საღვთო რჯულის მოძღვრების
წყალობით. |
|
|
23 |
ძმურ თანაგრძნობაში და სიყვარულში გაზრდილი ძმები,
შვიდივენი ერთმანეთის მოუვარულნი დარჩნენ სამუდამოდ. |
|
|
24 |
ერთი რჯულით განსწავლულებს, ერთნაირ სიქველეებში
გაწვრთნილებს და სამართლიანი ცხოვრების მიმდევრებს კიდევ უფრო მეტად
უყვარდათ ერთმანეთი. |
|
|
25 |
საერთო შურმა სრულყოფილებისამ გააძლიერა მათ შორის
ურთიერთგაგება და თანხმობა. |
|
|
26 |
რადგან ღვთისმოსავობის წყალობით განამტკიცებდნენ
გამორჩეულ ძმურ სიყვარულს. |
|
|
27 |
და თუმცა საერთო ბუნება, საერთო აღზრდა და ქველი ჩვევები
ემატებოდა ძმურ სიყვარულს, მაინც სატანჯველად თავისი ჯერის მომლოდინენი,
თვალყურს ადევნებდნენ ძმების ტანჯვა-წამებას. |
|
|