1 |
გარდა ამისა, ისინი აჩქარებდნენ კიდეც ერთმანეთს საწამებლად წასვლას და არა მხოლოდ
ტკივილს თრგუნავდნენ, არამედ ძმურ სიყვარულსაც. |
|
|
2 |
ო, მეფეებზე უმეფურესო გონებავ, თავისუფლებაზე
უთავისუფლესო! |
|
|
3 |
ო, წმიდა და უთანხმოესო კავშირო შვიდი ძმისა რჯულის
გულისათვის! |
|
|
4 |
შვიდ ყრმათაგან არც ერთს არ გამოუჩენია სიმხდალე და არ
შემდრკალა სიკვდილის წინაშე, |
|
|
5 |
არამედ ყველანი, თითქოსდა უკვდავებისთვის მოასპარეზენი,
წამებით სიკვდილს ესწრაფოდნენ. |
|
|
6 |
როგორც ხელები და ფეხები მოძრაობენ სულის კარნახით, ასევე
ეს წმიდა ყრმანიც, თითქოს ღვთისმოსავობის უკვდავი სულით ყოფილიყვნენ
აღძრულნი, რომ მორჩილად მიიღეს სიკვდილი მისი გულისთვის. |
|
|
7 |
ო, ყოვლადწმიდაო, შეხმატკბილებულო ძმათა შვიდეულო! როგორც
სამყაროს შესაქმისეული შვიდი დღე უვლის ფერხულს ღვთისმოსავობის გარშემო, |
|
|
8 |
ასევე მოფერხულე ყრმებმა შუაში მოიქციეს შვიდმაგი შიში
სატანჯველისა და გააქარწყლეს იგი. |
|
|
9 |
ახლაც კი გვზარავს, როცა ვისმენთ ამ ყრმათა
ტანჯვა-წამების ამბავს: ისინი კი არა მარტო უყურებდნენ, არა მარტო იქვე
ისმენდნენ მუქარის სიტყვებს, არამედ თავად განიცადეს სატანჯველი და
დაითმინეს ცეცხლით მიყენებული ტკივილები. |
|
|
10 |
სხვა რა არის ცეცხლზე უფრო მტკივნეული? მახვილი ხომ ცეცხლის ძალაზე ჩქარია და უფრო
სწრაფად ანადგურებს სხეულს. |
|
|
11 |
სასწაულად ნუ შერაცხავთ, რომ გონება მბრძანებლობდა ამ კაცებს მათ სატანჯველში;
დედაკაცსაც კი დაათმენინა გონებამ მრავალფერი სიმწარე.
|
|
|
12 |
შვიდი ყრმის დედა ხომ იძულებული იყო ეყურებინა შვიდივე შვილის წამებისათვის. |
|
|
13 |
ნახეთ, რაოდენ ძნელია შვილის სიყვარული, ყეელაფერს მსჭვალავს იგი ნაწლავებამდე. |
|
|
14 |
პირუტყვებსაც კი აქვთ, ადამიანთა მსგავსად, თანაგრძნობის უნარი და მშობლიური
სიყვარული თავიანთ ნაშიერთა მიმართ. |
|
|
15 |
ფრინველებიც კი დღისით ბუდეებს რომ დაჰფრენენ თავზე, რომ
დაიფარონ თავიანთი ნაშიერნი, |
|
|
16 |
კლდეთა ნაპრალებში, ხეთა ფუღუროებზე და მწვერვალებზე ჩეკავენ ბარტყებს და იცავენ
მათ მოსალოდნელი საფრთხასაგან. |
|
|
17 |
და თუ მათი დაცვა არ ძალუძთ, დაფრინავენ ირგვლივ,
სიყვარულით შეძრულნი და ჭყივილით აფრთხილებენ - ესღა შეუძლიათ თავიანთი
შვილების გადასარჩენად. |
|
|
18 |
რაღა უგუნური ცხოველები მოგვყავს შვილებისადმი სიყვარულის
მაგალითად, |
|
|
19 |
როცა ფუტკრებიც კი, ფიჭის კეთების ჟამი რომ დგება,
იგერიებენ მომხდურს, მახვილის მსგავსად ნესტრით გესლავენ სკასთან მოსულს და
ეწირებიან კიდეც მის დაცვას. |
|
|
20 |
განა სულით აბრაამის მსგავსი დედა არ შეიძრებოდა თავისი
ბავშვების თანალმობით? |
|
|