ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
აბრაამის თესლის ნაშიერნო, ისრაელიანებო, დაემორჩილეთ ამ რჯულს და ყოველმხრივ გამოიჩინეთ ღვთისმოსაობა. |
||
2 | იცოდეთ, რომ ვნებათა უფალია ღვთისმოსავი გონება, იგი ძლევს არა მარტო სულიერ, არამედ ხორციელ ტკივილებსაც. | ||
3 | ისინი, ვინც ღვთისმოსაობის გულისთვის სატანჯველში გზავნიან თავიანთ სხეულს, არა მარტო ადამიანებს აოცებენ, არამედ ღმერთთანაც იმკვიდრებენ წილს. | ||
4 | მათი წყალობით მოიპოვა მშვიდობა ერმა და სამშობლოში რჯულის ამაღორძინებლებმა დახარკეს მტრები. | ||
5 | ანტიოქოსი კი სიცოცხლეშიც დაისაჯა და სიკვდილის შემდეგაც მიეგო შური. როცა მან ვერაფრით აიძულა იერუსალიმელები გაურჯულოებულიყვნენ და მამაპაპეული ზნე-ჩვეულებებისთვის ეღალატნათ, დასტოვა იერუსალიმი და სპარსელთა წინააღმდეგ გაილაშქრა. | ||
6 | შვიდი შვილის დედა ასეთ შეგონებებსაც ეტყოდა თავის შვილებს: | ||
7 | მე უმანკო ქალწული ვიყავი, არასდროს გავცდენივარ მამისეულ სახლს და წმიდად ვიცავდი ნეკნს, საიდანაც წარმოვიშვი. | ||
8 | არ დავუღუპივარ შემაცთენელს უდაბნოს ველზე, არც ჩემი სიქალწულის სიწმიდე შეუბღალავს მაცთურ გველს. | ||
9 | ქმართან გავატარე მოწიფულობის წლები. როცა თქვენ წამოიზარდეთ, აღესრულა მამათქვენი; ბედნიერი კაცი იყო, რადგან მოესწრო შვილთა კეთილდღეობას და მათი უბედურებით არ გამწარებია წუთისოფელი. | ||
10 | ვიდრე თქვენთან იყო, გასწავლიდათ რჯულსა და წინასწარმეტყველებს; | ||
11 | გიკითხავდათ კაენისგან აბელის მკვლელობის ამბავს, -აღსავლენ მსხვერპლად მიტანილ ისაკზე და საპყრობილეში მყოფთ იოსებზე. | ||
12 | გიამბობდათ მოშურნე ფინხასზე და გმოძღვრავდათ ცეცხლში ჩაყრილ ხანანიას, ყაზარიას და მიშაელის მაგალითზე; | ||
13 |
განადიდებდა დანიელს, ლომების ხაროში ჩაგდებულს და ნეტარად რაცხდა მას; |
||
14 | ჩაგაგონებდათ ესაიას დაწერილ სიტყვებს: ცეცხლშიც რომ გაიარო, ალი არ დაგწვავსო. | ||
15 | გიგალობდათ დავითის საგალობლებს, რომ ამბობს: ბევრი ჭირი ადგას მართალ კაცსო. | ||
16 | გიყვებოდათ სოლომონის იგავებს, სადაც ნათქვამია: მისი ნების მყოფელთათვის სიცოცხლის ხეა გამზადებულიო. | ||
17 | უდასტურებდა ეზეკიელს მის ნათქვამს: ნეტავ თუ გაცოცხლდებაო ეს გამხმარი ძვლები? | ||
18 | არ დავიწყნია, ესწავლებინა თქვენთვის მოსეს ნათქვამი სიმღერა: | ||
19 | მე ვკლავ და მევე ვაცოცხლებო. ეს არის თქვენი სიცოცხლე და წუთისოფელიო. | ||
20 | ო, სასტიკი იყო ის დღეები, როცა ელინთა სასტიკი მბრძანებელი ცეცხლს ცეცხლზე უნთებდა შემზარავ ქვაბებს და გამძვინვარებულ ახალ-ახალ საწამებლისკენ მიათრევდა აბრაამიანი ასულის შვიდ ყმაწვილს, | ||
21 | თვალის გუგებს უხვრეტდა მათ, ენას აძრობდა და მრავალგვარი სატანჯველით კლავდა, | ||
22 | მაგრამ ეწია მათ ღვთიური სამართალი და მიუზღო საკადრისი წყეულ მბრძანებელს. | ||
23 | აბრაამიანი ყმაწვილები კი გამარჯვებულ დედასთან ერთად შეუერთდნენ მამათა გუნდს და უმანკო და უკვდავი სულები მიიღეს ღვთისგან. | ||
24 | მათი დიდება იყოს უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |