1 |
ეს კითხვა მეტად სასაცილოა, რადგან ცხადია, რომ გონება განაგებს არა თავის საკუთარ
ვნებებს, არამედ მხოლოდ ხორციელთ. |
|
|
2 |
კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს ამგვარი სურვილი, მაგრამ
გონებას მაინც ძალუძს სურვილისადმი დაუმორჩილებლობის უნარი მოგვანიჭოს. |
|
|
3 |
კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს სულიდან მრისხანება, მაგრამ
მრისხანებაში შემწედ შეუძლია მოიხმოს გონება. |
|
|
4 |
კაცს არ შეუძლია ამოკვეთოს უკეთური ზნე, მაგრამ გონებას
თანამებრძოლად შეუძლია მოგვივლინოს ავი ზნისადმი ქედუხრელობა. |
|
|
5 |
გონება ვნებათა აღმოფხვრელი კი არ არის, არამედ მათი
წინაღმდგომია. |
|
|
6 |
ყოველივე ზემოთთქმულს ნათლად ცხადყოფს ამბავი დავით მეფის
წყურვილისა. |
|
|
7 |
მთელი დღე უტევდა დავითი თავისი ერის მეომრებთან ერთად
ფილისტიმელებს და ბევრი მათგანი გაწყვიტა. |
|
|
8 |
საღამო რომ ჩამოწვა, გაოფლილი და ძლიერ დაქანცული შევიდა
იგი სამეფო კარავში, რომელიც ჩვენი წინაპრების ჯარებით იყო გარშემორტყმული. |
|
|
9 |
ყველანი უკვე ვახშმად ისხდნენ, |
|
|
10 |
მეფე კი, რომელსაც შიმშილზე უფრო მეტად წყურვილი აწუხებდა, ირგვლივ უამრავ წყაროებს
ზედაც არ უყურებდა, არ სურდა ამ წყაროთა წყლით მოეკლა წყურვილი. |
|
|
11 |
მაგრამ მტრის წყაროთა მიმართ რაღაც გაუგებარმა სურვილმა
ააღელვა და აღანთო იგი. |
|
|
12 |
მაშინ მეფის სურვილისადმი მოწიწების გრძნობით შეპყრობილმა ორმა ახალგაზრდა
წარჩინებულმა მეომარმა აისხა იარაღი, აიღო წყლის ჭურჭელი და მტრის სასაზღვრო
სამანები გადალახა. |
|
|
13 |
გუშაგთაგან შეუმჩნევლად შეაღწიეს კარიბჭეში და მტრის მთელი ბანაკი მოიარეს წყაროთა
ძებნაში. |
|
|
14 |
აღმოაჩინეს წყარო და მისი წყალი გაბედულად მიუტანეს მეფეს დასალევად. |
|
|
15 |
მაგრამ წყურვილის ცეცხლით დატანჯულმა მეფემ, სულისთვის
საშინელ საფრთხედ მიიჩნია ეს წყურვილი, ლამის სისხლის წყურვილის ტოლფასად. |
|
|
16 |
და იგი სურვილს გონებით წინაღუდგა და ღმერთს შესწირა სასმელი. |
|
|
17 |
რადგან გონებას ძალუძს სურვილთა დაძლევა და ვნებათა ალის
ჩაქრობა. |
|
|
18 |
ძალუძს უმძიმესი ხორციელი ტკივილების დაამება და გონების
სიკეთის წყალობით ვნებათა ყველანაირი შეტევის უკუქცევა. |
|
|
19 |
ახლა კი დრო დადგა, რათა სამაგალითოდ მოვიხსენიოთ
გონებისმიერი თავდაოკების ამბავი. |
|
|
20 |
ეს მოხდა მაშინ, როცა რჯულკეთილობისა და სწორი ქცევის
წყალობით ჩვენს მამა-პაპას მშვიდობა ჰქონდა. როცა თვით აზიის მეფეს -
სელევკოს ნიკანორს ფული ჰქონდა მათთვის გამოყოფილი ტაძრის სამსახურისთვის
და მათ თვითმართველობასაც სცნობდა. |
|
|
21 |
მაშინ იყო, რომ ზოგიერთებმა საერთო ერთსულოვნების
წინააღმდეგ ჯანყი წამოიწყეს და მრავალგვარი უბედურობანი გამოიწვიეს. |
|
|