1 |
თავმოყრილ ხალხს შორის ამაღლებულ ადგილას ჩამომჯდარმა, თავითფეხამდე შეიარაღებული
ლაშქრით გარშემორტყმულმა მრძანებელმა ანტიოქოსმა |
|
|
2 |
უბრძანა მცველებს, სათითაოდ გამოეყვანათ ებრაელები და
იძულებით ეჭმევინებინათ მათთვის ღორისა და კერპთათვის შეწირულ ცხოველთა
ხორცი. |
|
|
3 |
და თუ ვინმე არ მიეკარებოდა უწმიდურ საჭმელს, ბორბალზე
დაებათ და წამებით მოეკლათ. |
|
|
4 |
გამოიყვანეს დიდძალი ხალხი და პირველთა შორის მეფეს
მიჰგვარეს კაცი, სახელად ელეაზარი. იგი იყო სამღვდელო მოდგმიდან, რჯულის
მეცნიერი ხანდაზმული და კარგად ცნობილი სამეფო კარზე ფილოსოფიაში
განსწავლულობით. დააყენეს ელეაზარი მბრძანებლის წინ. |
|
|
5 |
როცა დაინახა იგი ანტიოქოსმა, თქვა: |
|
|
6 |
ვიდრე შენს წამებას შევუდგებოდი, მოხუცო, გირჩევ, შეჭამო
ღორის ხორცი და ცოცხალი გადარჩები. |
|
|
7 |
რადგან პატივს ვცემ შენს ასაკს და ჭაღარას, თუმცა ამდენი
ხანია გამშვენებს ესენი, მაგრამ არა მგონია, ფილოსოფოსი იყო, რაკი იუდაელთა
რჯულს მისდევ. |
|
|
8 |
რატომ გეზიზღება ბუნებისგან ჩვენთვის მონიჭებული ამ
ცხოველის საუკეთესო ხორცის ჭამა? |
|
|
9 |
უგუნურებაა არ იგემო უსაყვედურო სიამოვნებანი და
უსამართლობაა უკუაგდო ბუნების მომადლებული სიკეთენი. |
|
|
10 |
მე ვფიქრობ, უდიდეს უგუნურებას ჩაიდენ, თუკი ამაო სიამაყით აღვსილი დაუპირისპირდები
ჭეშმარიტებას და საკუთარი თავის საზიანოდ შეიზიზღებ ჩემს რჩევას. |
|
|
11 |
ნუთუ არ გამოფხიზლდები თქვენი ბრიყვული ფილოსოფიისგან და
არ გაფანტავ შენს ფუჭ აზრებს? როდის მოიხვეჭ შენი ასაკის შესაფერ გონებას
და იფილოსოფოსებ თანახმად ჭეშმარიტებისა, რომელიც საკეთილდღეოა შენთვის? |
|
|
12 |
დაინდე შენი სიბერე და დაემორჩილე ჩემს კაცთმოყვარულ რჩევას. |
|
|
13 |
იცოდე: თუკი არსებობს რაიმე ძალა, რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენს რჯულს, ის
მოგიტევებს შენ, იძულებით ჩადენილ ურჯულო საქმეს. |
|
|
14 |
როცა ამგვარად არწმუნებდა მბრძანებელი ელეაზარს, ეჭამა აკრძალული ხორცი, მან სიტყვა
ითხოვა. |
|
|
15 |
ნებართვა რომ მიიღო, ესა თქვა საჯაროდ: |
|
|
16 |
ჩვენთვის, ანტიოქოს, ღვთიური რჯულის თანახმად მცხოვრებთათვის, ყოველგვარ იძულებაზე
ძლიერია ჩვენი რჯულისადმი მორჩილება. |
|
|
17 |
ამიტომაც არასგზით არ დავუშვებთ რჯულის დარღვევას. |
|
|
18 |
რომც არ იყოს ჩვენი რჯული ღვთიური, როგორც შენ გგონია, და
ჩვენც შეცდომით მიგვაჩნდეს იგი ღვთიურად, მაშინაც კი უღირსეობა იქნებოდა
ჩვენი მხრიდან ჩვენი ღვთისმოსავობის გაუქმება. |
|
|
19 |
ნუ იფიქრებ, რომ მცირე ცოდვა დაგვეკისრება, უწმიდური
ცხოველის ხორცს თუ შევჭამთ. |
|
|
20 |
ერთია ურჯულოება - დიდი იქნება თუ მცირე, |
|
|
21 |
რადგან ორივე შემთხვევაში ირღვევა რჯული. |
|
|
22 |
შენ დასცინი ჩვენს ფილოსოფიას, თითქოს უგუნურად
წარმართავდეს იგი ჩვენს ცხოვრებას; |
|
|
23 |
მაგრამ ის გვასწავლის საღ აზროვნებას - ყოველგვარ სიამეთა
და ვნებათაგან თავშეკავვბას, და გვამხნევებს, რომ ხალისით ავიტანოთ
ყველანაირი გასაჭირი. |
|
|
24 |
გვწვრთნის სამართლიანობაში, რათა ყოველ წეს-ჩვეულრბას
ერთნაირად მივაგოთ პატივი, გვასწავლის მოწიწებას რომ მხოლოდ ცოცხალი ღვთის
წინაშე გვქონდეს მისი შესაფერი მოწონება. |
|
|
25 |
ამიტომაც არ ვჭამთ უწმიდურ ცხოველთა ხორცს, რადგან
გვწამს, რომ ღვთისგან არის დაწესებული რჯული და ვიცით, რომ ჩვენს ბუნებას
უთანაგრძნო სამყაროს შემოქმედმა, როცა რჯულს აწესებდა. |
|
|
26 |
უფლება მოგვცა ის გვეჭამა, რაც უფრო შესაფერისია ჩვენი
სიცოცხლისთვის, შეუფერებელი კი აგვიკრძალა. |
|
|
27 |
მძლავრობაა შენი მხრით არა მარტო ის, რომ რჯულის დარღვევას გვაიძულებ, არამედ ისიც,
რომ ასე დაცინვით შეგვაჭამო აკრძალული ხორცი, რაც ეგზომ საძულველია ჩვენთვის. |
|
|
28 |
მაგრამ არ გაგაცინებ ჩემზე და |
|
|
29 |
არც ჩემი მამა-პაპის წმიდა ფიცს დავარღვევ ჩვენი რჯულის
დაცვის თაობაზე. |
|
|
30 |
კიდევაც რომ დამთხარო თვალები და შიგნეულობა ამომიყარო, |
|
|
31 |
მე არც ისეთი მოხუცი ვარ და არც ისეთი უძლური, რომ
ღვთისმოსავობისთვის ვერ მოვიკრიბო გონება. |
|
|
32 |
მაშ, გაამზადე ბორბლები და აღაგზნე ძლიერი ცეცხლი. |
|
|
33 |
სანანებლად არ გავიხდი ჩემს სიბერეს, არ შევლახავ ჩემი
თავის გამო მამაპაპეულ რჯულს. |
|
|
34 |
არ გიღალატებ, რჯულო, რომელმაც გამწრთვენი მე; არ
უარგყოფ, ძვირფასო დათმენავ! |
|
|
35 |
არ შეგარცხვენ, ფილოსოფიურო აზრო, არ უგულებელგყოფ,
საპატიო მღვდლობავ, არც შენ, რჯულის მეცნიერებავ! |
|
|
36 |
ვერ წაბილწავ, მეფეო, მოხუცის ღვთისმოსავ ბაგეს, ვერც
ჩემს რჯულიერ ხანგრძლივ სიცოცხლეს! |
|
|
37 |
უმწიკვლო მიუვალ ჩემს მამა-პაპას, რადგან სიკვდილისაც არ
შემშინებია შენს ხელში. |
|
|
38 |
შეგიძლია იმძლავრო უღვთოზე, მაგრამ ჩვენს ღვთისნიერ
გონებაზე კი ვერ იბატონებ, ვერც სიტყვით, ვერც საქმით. |
|
|