1 |
ჩემს სადარაჯოზე დავდგები და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის
და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე. |
1 |
საჴმილავსა ჩემსა ზედა დავდგე. და აღვიდე კლდესა ზედა და განვისტუანო ხილვად,
რაჲ ითქუას ჩემ შორს და რაჲ მიუგო მხილებასა ზედა ჩემსა. |
2 |
მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე
ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა. |
2 |
და მომიგო ჩემდამო უფალმან და თქუა: დაწერე ხილვაჲ
განცხადებულად ფიცარსა, რაჲთა სდევდეს აღმომკითხველი მათი |
3 |
რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს
გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ
მოვა, არ დაბრკოლდება. |
3 |
მით, რამეთუ ჯერეთ ხილვაჲ არს ჟამისადმე და აღმოჰჴდეს
დასასრულადმე და არა ჟამიეად უკეთუ მოაკლდეს, დაუთმე მას, რამეთუ მომავალი
მოვიდეს და არა ყოვნოს. |
4 |
აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი
თავისი რწმენით იცოცხლებს. |
4 |
უკეთუ სწიწნეულობდეთ, არა სთნავს სულსა ჩემსა მის შორის,
ხოლო მართალი ჩემი სარწმუნოებისაგან ცხონდეს. |
5 |
ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ
მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია:
თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს. |
5 |
ხოლო მართალი, სარწმუნოებითა ჩემითა ცხონდეს, თავისმოთნე
იგი. და შეურაცხის-მყოფელმან მამაკაცმან ზეჰარმან ვერარაჲ სრულ-ყოს,
რომელმან განავრცო, ვითარცა ჯოჯოხეთმან, სული თჳსი და ესრეთ, ვითარცა
სიკუდილმან არ აღვსებულმან, და შეკრიბნეს მის ზედა ყოველნი ნათესავნი და
შეიწყნარნეს მისდა მიმართ ყოველნი ერნი. |
6 |
ხომ ყველანი საარაკოდ გახდიან მას და მასხრად აიგდებენ,
იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებს - როდემდისო? - და მონახვეჭით
იმძიმებს თავს! |
6 |
არა ესე ყოველნი იგავად მოიხუნენ ძჳნად მისსა. და
მაგალითად მისათხრობელად მისსა და თქუან: ვაჲ, რომელი განუმრავლებდეს თავსა
თჳსსა არა მისად მყოფთა ვიდრე რომლისამდე მე და დაამძიმებდეს საჴივსა თჳსსა
ძნიადობით, |
7 |
ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი
დამაფრთხობელნი, რომ ათ კერძად იქცე? |
7 |
რამეთუ ანაზდა აღდგენ მკბენელნი მისნი და განიფრთხონ
მძმაცუავთა შენთა და იყო დასატაცებელ მათდა. |
8 |
რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს
ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის
მკვიდრთა ჩაგვრის წილ. |
8 |
მით, რამეთუ შენ ტყუე-ჰყუენ ნათესავნი მრავალნი,
ტყუე-გყოფდენ შენ ყოველნი დაშთომილნი ერნი სისხლებისათჳს კაცთაჲსა და
უთნოობისათჳს ქუეყანისა და ქალაქისა და ყოველთა დამკჳდრებულთა მისთა. |
9 |
ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი
დაიხსნას ბოროტის ხელიდან! |
9 |
ჵ, რომელი ანგაარობდეს ანგარებასა ბოროტსა სახლთა თჳსთა
დაწყებად სიმაღლისა შორის ბუდეთა თჳსთა დაფარვად ჴელისაგან უკეთურთასა. |
10 |
სირცხვილი გადუწყვიტე შენს სახლს, რომ მოსპე უამრავი
ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე. |
10 |
მოუპოო სირცხჳლი სახლსა შენსა მოსრულებად ერთა მრავალთა და ცოდა სულმან შენმან |
11 |
რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ხის კოჭები ეპასუხებიან. |
11 |
მით, რამეთუ კლდემან ზღუდით ჴმა-ყოს და მაჟაურმან ძელით გამო ჴმა-ყუნეს იგინი. |
12 |
ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს. |
12 |
ვაჲ მაშენებელსა ქალაქისასა სისხლისა მიერ და
განმზადებულსა ქალაქისასა უსამართლობათა მიერ. |
13 |
განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღვწიან
ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები? |
13 |
არა ესე არიან უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა, და
მოაკლდეს ერნი კმანი ცეცხლისა მიერ და ნათესავნი მრავალნი სულმოკლე იქმნეს, |
14 |
რომ უფლის დიდების ცოდნით აივსოს ქვეყანა, როგორც ზღვა
არის წყლით დაფარული? |
14 |
რამეთუ აღივსო თავად ყოველი ქუეყანაჲ ცნობითა დიდებასა
უფლისსა, ვითარცა წყალმან მრავალმა დაფარნეს იგინი ზღუად მიმართ. |
15 |
ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს
და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს! |
15 |
ჵ, რომელი ასუმიდეს მოყვასსა თჳსსა აღთქუეფულსა, მრღჳესა
და მათრობელსა, რამეთუ ზედა ჰხედავს ქუაბთა ზედა მათთა. |
16 |
პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და
გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის
დამცირება. |
16 |
სავსებაჲ უპატივობისაჲ დიდებისაგან სუ. და შენ შეირყიე,
რამეთუ მრგულევა ყო შენ ზედა სასუმელმან მარჯუენისა უფლისამან და შეკრბა
უპატიოება დიდებასა ზედა შენსა. |
17 |
რადგან ლიბანის თრგუნვა შენს თავზე გადმოვა და პირუტყვთა
აკლება შეგაშინებს, რადგან კაცის სისხლი გაქვს დაღვრილი და ქვეყანა, ქალაქი
და მისი მცხოვრებნი დათრგუნული. |
17 |
მით, რამეთუ უთნოობამან ლიბანისმან დაგფაროს შენ და
საარებამან მჴეცთამან წიწნეულ-გყოს სისხლთა მიერ კაცთაჲსა. და უთნოობათა
ქუეყანისა და ქალაქისათა. და ყოველთა დამკჳდრებულთაჲსა მას შინა. |
18 |
რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის
მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი
შექმნილი ღმერთები. |
18 |
რად სარგებელ არს ქანდაკებული, რამეთუ ქანდაკეს იგი,
შეჰმზადეს იგი გამონადნობი საოცრებად მტყუარად, რამეთუ ესვიდა შემქმნელი,
შექმნულისა მიმართ თჳსისა შექმნად კერპნი ყრუნი. |
19 |
ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას:
გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ
უდგას. |
19 |
ვაჲ, რომელმან ჰრქუას ძელსა: განიფრთხუე, აღდეგ. ქუასა
ამაღლდი და იგი არს ოცნებაჲ, ხოლო ესე არს განჭედილი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ
და ყოველივე სული არა არს მის შორის. |
20 |
უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია; დადუმდეს მთელი ქვეყანა
მის წინაშე! |
20 |
ხოლო უფალი ტაძარსა შინა წმიდასა მისსა. და შეკდემულ
იქმენინ პირისაგან მისისა ყოველი ქუეყანა. |