1 |
ხილვა აბდიასი. ასე ბრძანა უფალმა ედომზე: ხმა მოგვწვდა უფლისგან, მაცნეები
დაეგზავნათ ხალხებს: აღდექით, გავიდეთ მათთან საბრძოლველად! |
1 |
ხილვაჲ აბდიასი, რომელი იყო უწინარეს გამოსლვისა ასურასტანით. ამათ ეტყვის უფალი
ღმერთი იდუმეასა: სასმენელი მესმა უფლისა მიერ. და გარემოცვა წარმართთა მიმართ
განავლინა: აღდეგით და აღვდგეთ მის ზედა ბრძოლად. |
2 |
აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, აბუჩადა ხარ აგდებული! |
2 |
აჰა, შემცირებულად მიგეც შენ წარმართთა შორის. უპატივო
ხარ შენ ფრიად. |
3 |
შენმა ზვაობრობამ შეგაცდინა, კლდის ნაპრალებში
დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ვინ ჩამომაგდებსო
ძირს? |
3 |
ამპარტავანებამან გულისა შენისამან აღგიღო შენ,
დამკჳდრებულთა შორის ჴურელებსა კლდეთასა აღმამაღლებელი საყოფლისა თჳსისა,
მეტყუელი გულსა შინა მისსა: ვინ დამამჴუას მე ქუეყანასა ზედა. |
4 |
არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ
დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი. |
4 |
უკუეთუ აღიმაღლო, ვითარცა არწივმან, და უკეთუ შორის
ვარსკულავთა დაიდგა ბუდე შენი, მიერ გარდამოგაგდო შენ, - იტყჳს უფალი, |
5 |
ქურდებიც რომ დაგცემოდნენ თავს, ღამის ყაჩაღები, ასე არ
გაჩანაგდებოდი. მხოლოდ თავის სამყოფს მოიპარავდნენ ისინი. ყურძნის
მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადარჩებოდათ. |
5 |
უკეთუმცა მპარავნი შევიდეს შენდა, ანუ ავაზაკნი ღამე,
სადამცა განიგდე, არამცა იპარნე საკმანი თავთა თჳსთათჳს, და უკეთუმცა
მსთულებელნი შევიდეს შენდა, არამცა დაუტევესა მოსაკუფხლავი? |
6 |
როგორ გაძარცულა ესავი, როგორ გაუხვეტიათ მისი
საგანძურები! |
6 |
ეითარ გამოკულეულ იქმნა ესავ და დაშთეს დაფარულნი მისნი. |
7 |
საზღვრამდე მიგრეკავენ შენი მოკავშირენი, გიმუხთლებენ და
დაგძალავენ შენი მოზავენი, შენს პურზე გამოზრდილნი მახეს დაგიგებენ
(გონიერება არ არის მასში). |
7 |
ვიდრე საზღუართამდე შენთა განგავლინეს შენ, ყოვვლნი
მამაკაცნი აღთქმისა შენისანი წინააღგიდგეს შენ, ძლიერ იქმნეს შენდამი
მამაკაცნი მშჳდობისა შენისანი. დაგიდვეს შესაბრკოლებელი ქუეშე შენსა. არა
არს გულისხმის-ყოფაჲ მათ თანა. |
8 |
განა ეს იმავე დღეს არ მოხდება, ამბობს უფალი, როცა
ბრძენკაცებს მოვსპობ ედომში და გონიერებას ესავის მთაზე? |
8 |
მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - წარვსწყმიდნე ბრძენნი
ქუეყანით იდუმეაჲთ და გულისჴმის-ყოფაჲ მთისაგან ისავისსა. |
9 |
შედრკებიან შენი ვაჟკაცები, თემანო, რადგან ამოვარდება კაცის სახსენებელი ესავის
მთაზე ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. |
9 |
და წიწნეულ იქმნენ მბრძოლნი შენნი თემანითგამონი, რათა
აღიღოს კაცი მთისაგან ესავისსა |
10 |
იმის გამო, რომ უსამართლოდ ექცეოდი შენს ძმას. იაკობს,
სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები. |
10 |
კლვისათჳს და უთნოობისა ძმისა შენისა იაკობისსა და დაგფაროს შენ სირცხჳლმან და
აღგჴოცო უკუნისამდე. |
11 |
იმ დღეს, როცა მის წინაშე იდექი, როცა ურჯულოებმა ტყვედ წაასხეს მისი ერი, როცა
უცხოთესლი შევიდა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე, შენც ერთი იმათგანი
იყავი! |
11 |
ვინა დღითგან წინააღუდეგ წინააღმდგომად დღესა შინა ტყუე-ყოფადისასა, სხუანათესავნი
ძალსა მისსა და უცხონი შევიდეს ბჭეთა მისთა და იერუსალჱმსა ზედა განიგდეს წილი. და
თქუენ ხართ, ვითარცა ერთი მათგანი. |
12 |
არ უნდა გეცქირა შენი ძმის დღისთვის, მისი შავი დღისთვის; არ უნდა გეხარა
იუდაელებზე მათი დაღუპვის დღეს, ჭირის დღეს არ უნდა გეტრაბახა. |
12 |
და ნუ მიხედავ დღესა უცხოსა, დღესა შინა ძისა შენისასა და ნუ მოსცხრები ძეთა
ზედა იუდასთა, დღესა შინა წარწყმედისა მათისასა და ნუ დიდსიტყუაობ დღესა შინა
ჭირისასა, |
13 |
არ უნდა შესულიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მისი დაღუპვის დღეს, არ უნდა გეცქირა მისი
უბედურებისთვის მისი დაღუპვის დღეს, ხელი არ უნდა გეხლო მისი ქონებისთვის მისი
დაღუპვის დღეს. |
13 |
ნუცა შეხუალ ბჭეთა ერისათა დღესა შინა ტკივილთა მათთასა. და ნუ ზედდაჰხედავ შენცა
შესაკრებელსა მათსა დღესა შინა მოსრულებისა მათისასა. და ნუცა თანდაშჯდები ძალსა
ზედა მათსა დღესა შინა წარწყმედისა მათისასა. |
14 |
არ მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად, არ გაგეცა მისი
ნატამალი ჭირის დღეს. |
14 |
ნუცა დასდგები განსავალთა ზედა მათთა მოწყუედად განრინებულთა მათგანთა. ნუ
წყუდეულ-ჰყოფ მლტოლვარეთა მათგან დღესა შინა ჭირისასა |
15 |
რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისთვის. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან,
სამაგიერო მოგეზღვება. |
15 |
მით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ ყოველთა ზედა ნათესავთა. ვითარსახედ უყავ, ეგრეთ
იყოს შენდა მოსაგებელი შენი მოგეგოს შენ თავსა ზედა შენსა |
16 |
როგორც თქვენ გისვამთ ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამს ყოველი ხალხი გამუდმებით,
შესვამს და ამოხვრეპს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს. |
16 |
მით, რამეთუ ვითარსახედ ჰსუემდ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სუმიდენ ყოველნი
ნათესავნი, ღჳნოსა სუმიდენ და შთასთქმიდენ და იყვნენ, ვითარცა არაყოფილნი. |
17 |
სიონის მთაზე მოვა ნატამალი და წმიდა იქნება იგი. თავის სამკვიდრებელს დაიმკვიდრებს
იაკობის სახლი. |
17 |
ხოლო შორის მთასა სიონსა იყოს მაცხოვარებაჲ, და იყოს წმიდაჲ, და დაიმკჳდრნეს
სახლმან იაკობისამან დამამკჳდრებელნი მათნი. |
18 |
იაკობის სახლი ცეცხლი იქნება და იოსების სახლი ალი, ხოლო ესავის სახლი - ნამჯა.
მოედება და შთანთქავს მას. ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა
ბრძანა. |
18 |
და იყოს სახლი იაკობისა ცეცხლი და სახლი იოსებისი-ალ, ხოლო ესავისი - ლელწამ. და
აღატყდენ მათ ზედა და შეიჭამნენ იგინი. და არა იყოს მეცეცხლე სახლსა ესავისსა,
რამეთუ უფალმან თქუა: |
19 |
სამხრეთი დაიმკვიდრებს ესავის მთას და ბარი - ფილისტიმელთა ქვეყანას. დაიმკვიდრებენ
ეფრემის მხარეს და სამარიის მხარეს, ბენიამინი კი - გალაადს. |
19 |
და დაიმკჳდრონ ნაგეისშინათა მთაჲ ესავისი, და სეფილასშინათა უცხოტომნი იგი. და
დაიმკჳდრონ მთაჲ იგი ეფრემისი, და ველი სამარაჲსაჲ, და ბენიამენი და გალაადიტი. |
20 |
ისრაელიანთა განთესილი ერი ცარეფთამდე დაიმკვიდრებს ქანაანს, სეფარადში განთესილი
იერუსალიმი სამხრეთის ქალაქებს დაიმკვიდრებს. |
20 |
და გარდასახლებისა დასაბამი ესე არს ძეთა ისრაჱლისათა: ქუეყანაჲ ქანანელთაჲ ვიდრე
სარეფთონდმდე და გარდასახლებაჲ იერუსალიმისაჲ ვიდრე ეფრათადმდე. და დაიმკჳდრნენ
ქალიქნი ნაგესისნი. |
21 |
ავლენ გამარჯვებულნი სიონის მთაზე ესავის მთის განსაკითხავად და უფლის იქნება
სასუფეველი. |
21 |
და აღვიდოდიან განრინებულნი მთისაგან სიონისა, შურისძიებად მთასა ესავისსა და იყოს
უფლისა მეუფებაჲ. |