1 |
ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც იხილა მან ისრაელის გამო იუდას
მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი
წლით ადრე. |
1 |
სიტყუანი ამოსისნი, რომელნი იქმნნეს კარევარიმს შინა თეკუეთ გამო, რომელნი
იხილნა იერუსალჱმისათჳს შორის დღეთა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და შორის დღეთა
იერობოამ, ძისა იოასიისისა, მეფისა ისრაჱლისათაჲსა, პირველ ორითა წლითა ქუეყანისა
ძრვისა. |
2 |
თქვა: უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს
იერუსალიმიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის
მწვერვალი. |
2 |
და თქუა: უფალმან სიონით ჴმა-ყო და იერუსალიმით მოსცა
ჴმაჲ თჳსი და იგლოვდეს საძოვარნი მწყემსთანი და განჴმა თხემი კარმელისაჲ |
3 |
სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ,
რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გალაადს. |
3 |
და თქუა უფალმან: სამთა ზედა უთნოებათა დამასკისათა და
ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მით, რამეთუ განჰხერხვიდეს ხერხითა
რკინისათა მუცელქუმულთა გალაადთასა. |
4 |
ცეცხლს შევუნთებ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს
ბენ-ჰადადის დარბაზებს. |
4 |
და მივავლინო ცეცხლი სახიდ აზაელისა და შეჭამნეს
საფუძველნი ძისა ადერისნი. |
5 |
დავლეწავ დამასკოს ურდულებს, ამოვძირკვავ ავენის ხეობის
მკვიდრთ და ედენის სახლის კვერთხისმპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი
კირში, ამბობს უფალი. |
5 |
და შევმუსრნე მოქლონნი დამასკოსანი, და მოვსრნე
დამკჳდრებულნი ველისაგან ონისსა, და მოვჭრა ტომი კაცთაგან ქარრანისათა. და
წარმოიტყუენოს ერი ასურეთისაჲ, ურჩეულესი წოდებული, -- იტყჳს უფალი. |
6 |
ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს
აღარ ვაპატიებ, რადგან დედაბუდიანად გადახვეწეს ისრაელი, რომ ედომს
დარჩენოდა ქვეყანა. |
6 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ღაზისათა და
ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ ტყუექმნისათჳს მათგან ტყუესა სალომისსა,
შეყენებად იდუმიაჲსსა. |
7 |
ცეცხლს წავუკიდებ ღაზის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის
დარბაზებს. |
7 |
გამოვავლინო ცეცხლი ზღუღეთა ზედა ღაზისათა და შეჭამნეს
საფუძველნი მისნი. |
8 |
ამოვძირკვავ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ
კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და საბოლოოდ გაწყდება
ფილისტიმელთა ნატამალი, ამბობს უფალი. |
8 |
და მოვსრნე დამკჳდრებულნი აზოტით. და აღებულ იქმნეს ტომი
ასკალონისაგან და მივაწიო ჴელი ჩემი აკკარონს ზედა. და წარწყმდენ ნეშტნი
უცხოთესლთანი, იტყჳს უფალი, |
9 |
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ტვიროსს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან
ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა. |
9 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ტჳროსისაჲთა და
ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მის წილ, რომელ შეაყენეს ტყუეობაჲ სალმონისი
იდუმეას და არ მოიჴსენეს აღთქმისა ძმათაჲსა |
10 |
ცეცხლს წავუკიდებ ტვიროსის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს
მის დარბაზებს. |
10 |
და გამოვავლინო ცეცხლი ზღუდეთა ზედა ტჳრისისათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი |
11 |
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან
მახვილით ხელში დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო სიბრალული; მუდამ ბრდღვინავს რისხვით და
ბრაზს ინახავს გულში. |
11 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა იდუმეაჲსათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე
მათ დევნისათჳს მათისა მახჳლითა ძმასა თჳსსა, და განრყუნა საშო ქუეყანისაგან და
განჰმზადა საწამებელად კართობაჲ მისი და მემართებაჲ მისი დაიცვა საძლეველად. |
12 |
ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს. |
12 |
და გამოვავლინო ცეცხლი თემანისად და შეჭამნეს საფუძველნი ზღუდეთა მისთანი |
13 |
ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვარტიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან
ფატრავდნენ ორსულ ქალებს გალაადში, რომ გაეფართოებინათ თავიანთი საზღვრები. |
13 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ძეთა ამმონისთა, და ოთხთა ზედა არ
მარემივექცე მათ მის წილ, რომელ განაპებდეს მუცელქმნულთა გალადელთასა, რათა
განივრცნენ საზღუარნი მათნი. |
14 |
ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინით
ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს. |
14 |
და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა რავვაჲსათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი
ღაღადებისა თანა დღესა ბრძოლისასა და შეიძრას დღესა შინა დასასრულისა მისისასა. |
15 |
ტყვედ ჩავარდება მათი მეფე დიდებულებთან ერთად, ამბობს უფალი. |
15 |
და წარვიდენ მეფენი მათნი ტყუეობად, მღდელნი მათნი და მთავარნი მათნი
ერთბამად,-იტყჳს უფალი. |