1 |
ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე,
რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე: |
1 |
ისმინეთ სიტყუაჲ ესე, რომელი თქუა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, და
ყოვლისა ტომისა, რომელი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან მეტყუელმან: |
2 |
მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის,
ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს. |
2 |
გარნა თქუენ გიცნენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა,
ამისთჳს შური ვიძიო თქუენ ზედა ყოველთა უკეთურებათა ქუეყანისათაჲ |
3 |
აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ
შეთანხმდნენ? |
3 |
უკეთუ ვიდოდიან ორნი თქუენნი ერთბამად, ყოვლითურთ არა თუ
ცნობდენ თავთა თჳსთა |
4 |
აბა, თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება?
თუ გამოსცემს ხმას ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი აქვს
შესაპყრობი? |
4 |
უკეთუ იზახოს ლომმან მაღნარით მისით ნადირისა
არმქონებელმან? უკეთუ მოსცეს ლეკუმან მისმან ჴმაჲ ბაკისაგან თჳსისა,
ყოვლითურთ არა თუ იტაცოს რამე? |
5 |
აბა თუ გაებმება ჩიტი ბადეში, თუ მიწაზე მახე არ არის
დაგებული? |
5 |
უკუეთუ დავარდეს მფრინველი ქუეყანასა ზედა თჳნიერ
მემახყრისა? უკუეთუ დაერწყუეს მახე ქუყანასა ზედა თჳნიერ შეპყრობისა
რაჲსამე? |
6 |
აბა, თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია?
თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად? |
6 |
უკუეთუ ჴმა-ყოს საყჳრმან ქალაქსა შინა და ერი არა
შეშინდეს? ანუ იყოს სიბოროტე ქალიქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა? |
7 |
რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა
გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ. |
7 |
მით, რამეთუ არა ქმნას უფალმან ღმერთმან საქმე, არა თუ
გამოაცხადოს სწავლაჲ მისი მონათა მიმართ თჳსთა წინაწარმეტყუელელთა |
8 |
ლომი ბრდღვინავს - ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი
ლაპარაკობს - ვინ არ გაქადაგდება! |
8 |
ლომმან იზახა და ვინ არა შეშინდეს? უფალი ღმერთი იტყოდა
და ვინ არა იწინაწარმეტყუელოს? |
9 |
გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: შეიკრიბენით
სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა მის წიაღში! |
9 |
მიუთხართ სოფლებსა ასსურასტანელთა შორის და სოფლებისა
მიმართ ეგჳპტეს შინა და არქუთ: შეკერბით მთასა ზედა სამარიაჲსასა და
იხილენით საკჳრველნი მრავალნი შორის მისსა და მძლავრებაჲ მისშორისი. |
10 |
არ იციან სიმართლის ქმნა, ამბობს უფალი, ძარცვა-გლეჯით
ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში. |
10 |
და არა ცნა, რანი იყუნეს წინაშე მისსა, - იტყჳს უფალი, - რომელნი იუნჯებენ სიცრუესა
და საარებულებასა სოფლებთა შორის მათთა. |
11 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს
ციხე-სიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს. |
11 |
ამისთჳს ამათ ეტყჳს უფალი ღმერთი ტჳროსსა: გარემო ქუეყანაჲ შენი მოოჴრდეს და
დაჰჴსნას შენგან ძალი შენი და დაიტაცნეს სოფლებნი შენნი. |
12 |
ასე ამბობს უფალი: როგორც მწყემსი გადაარჩენს ლომის ხახიდან ორ ბარკალს ან ყურის
ნაგლეჯს, ასე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და
დამასკოში სარეცელზე. |
12 |
ამათ იტყჳს უფალი: ვითარსახედ ოდეს გამოსტაცის მწყემსმან პირისაგან ლომისა ორნი
წჳვნი, ანუ ნაჴლესი ყურისაჲ, ეგრეთ გამოტაცებულ იქმნენ ძენი ისრაილისანი,
დამკჳდრვბულნი სამარიას შინა წინაშე ტომისა და დამასკოს შინაცა. |
13 |
ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის სახლს, ამბობს უფალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი. |
13 |
მღდელთ ისმინეთ და უწამეთ სახლსა იაკობისსა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი,- |
14 |
რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა
გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწად დაემხობა. |
14 |
მით, რამეთუ მას დღესა შინა, ოდეს შურ-ვიგო უთნოობისა ისრაჱლისა მის შორის და
შურ-ვიგო საკურთხეველთა ზედა ბეთილისათა, და დაითხარნენ რქანი საკურთხეველისანი და
დაეცნენ ქუეყანასა ზედა. |
15 |
დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები
და ბევრი სახლი აღიგვება, ამბობს უფალი. |
15 |
და შევმუსრო სახლი გარემოფრთედი სახლსა ზედა საზაფხულოსა და წარწყმდენ სახლნი
პილოსძუალედნი და შეეძინნენ სახლნი სხუანი მრავალნი, - იტყჳს უფალი. |