1 |
ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო, სამარიის მთებზე რომ ხართ, რომ ავიწროებთ
ბეჩავთ და ჩაგრავთ ღარიბ-ღატაკთ, რომ ეუბნებით თქვენს პატრონებს: მოგვიტანე, რომ
დავლიოთო! |
1 |
ისმინეთ სიტყუა ესე, დიაკეულთა ბასანისათა, შორის მთასა სამარიაჲსსა, რომელნი
მიჰხუეჭთ გლახაკთა და დასთრგუნავთ დავრდომილთა, მეტყუელნი უფალთა მათთანი: მომეცით
ჩუენ ღჳნოჲ, რათა ვსუათ |
2 |
დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე და, აჰა,
დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს შთამომავლებს
თევზის ანკესებით. |
2 |
ფუცავს უფალი წმიდათა მიმართ მისთა, ვითარმედ: აჰა, დღენი
მოვლენან თქუენ ზედა და მოგიყუანნე თქუენ საჭურველთა მიერ და თქუენთანანი
სიავებად და ქუეშე მგზებარეებად შევქმნნე. |
3 |
ერთმანეთის მიყოლებით გახვალთ კედლის განანგრევში და
დააგდებთ სასახლეს, ამბობს უფალი. |
3 |
და განყუანებულ იქმნეთ შიშუელნი წინაშეცა ერთმანერთისა და
განვარდეთ მთისა მიმართ არმონაჲსა, - იტყჳს უფალი. |
4 |
წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები,
ყოველ დილას მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს თქვენი
მეათედები. |
4 |
და შევედით ბეთილად და იუშჯულოეთ და გალგალას განამრავლეთ
უთნოობაჲ. და მოიხუენით განთიად მსხუერპლნი თქუენნი შორის სამდღეობისა
ათეულნი თქუენნი. |
5 |
შესწირეთ სამადლობელი მსხვერპლი საფუვრიანიდან,
გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან
ეს გიყვართ, ისრაელიანებო, ამბობს უფალი ღმერთი. |
5 |
და აღმოიკითხეს გარეშე სჯული და უწოდეს აღსაარებისაჲ.
მიუთხრათ მით, რამეთუ ესენი შეიყუარნეს ძეთა ისრაჱლისათა, - იტყჳს უფალი. |
6 |
აკაწკაწებული კბილები მოგეცით ყველა თქვენს ქალაქში და
უპურობა ყველა თქვენს ადგილზე, მაინც რ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი. |
6 |
და მე მიგცე თქუენ მოლბობა კბილთაჲ შორის ყოველთა ქალაქთა
თქუენთა და ნაკლულევანება პურისაჲ შორის ყოველთა ადგილთა თქუენთა და არ
მოიქეცით ჩემდა, -- იტყჳს უფალი. |
7 |
წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი
ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა,
მეორე ყანა კი, უწვიმარი, ხმებოდა. |
7 |
და მე აღვიღო თქვენგან წჳმაჲ უწინარეს სამთა თთუეთა
მკათასა. და ვწუმო ქალაქსა ერთსა ზედა, ხოლო ქალაქსა ერთსა ზედა არა ვწჳმო,
და ნაწილი ერთი დაილტოს და ნაწილი, რომელსა ზედა არა ვწჳმო, განჴმეს. |
8 |
მიეხეტებოდა ორი, სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად
და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი. |
8 |
და შეკრბენ ორნი და სამნი ქალაქნი, ქალაქად ერთად, სუმად
წყლისა და ვერ განძღენ. და რა მოიქცეთ ჩემდამო, - იტყჳს უფალი |
9 |
მუსრი გაგავლეთ ჟანგით და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვები
და ზეთისხილი კალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი. |
9 |
და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ;
განამრავლენით მტილნი თქუენნი, ვენაჴოანნი თქუენნი, ლეღოანნი თქუენნი და
ზეთისხილნი თქუენნი შეჭამნა მგრაგნელმან და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, -
იტყჳს უფალი. |
10 |
შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს
ყრმებს, როცა თქვენს ცხენებს ვიტაცებდი და თქვენი ბანაკების სიმყრალე
თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულჰართ ჩემკენ, ამბობს უფალი. |
10 |
გამოვავლინე თქუენდა მე სიკუდილი გზასა ზედა ეგჳპტისასა და მოვჰკლევდ ჭაბუკთა
თქვენთა ტყუეობისა თანა ჰუნეთა შენთაჲსა და აღნოვიყუანენ შორის ცეცხლისა ბანაკნი
თქუენნი რისხვისა მიერ თქუენისა და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი. |
11 |
დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია, და მაინც არ მოქცეულხართ
ჩემკენ, ამბობს უფალი. |
11 |
დაგაქციენ თქუენ, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორრაჲ, და იქმნენით,
ვითარცა მუგუზნი, გამოტაცებულნი ცეცხლისაგან, და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო,-
იტყჳს უფალი |
12 |
ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ, და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღვთის
შესახვედრად, ისრაელ! |
12 |
ამისთჳს ესრეთ გიყთ შენ, ისრაჱლ. ამისთჳს ესრეთ გიყო შენ, განემზადე ცხადად ღმრთისა
შენისა, ისრაილ, |
13 |
რადგან, აჰა, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის
გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გამთელავი!
უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი! |
13 |
მით, რამეთუ, აჰა, მტკიცემყოფელი მთათა და მყოფელი ქუხილსა და მიმთხრობი კაცთამი
ცხებულსა მისსა, მოქმედი ცისკარსა და ნისლსა ზედ აღმავალი სიმაღლესა ზედა
ქუეყანისასა, უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი. |