1 |
ვაი უზრუნველთ სიონზე და უდარდელთ სამარიის მთაზე, სახელოვანთ უპირველეს ხალხში,
ვისთანაც მიდის ისრაელის სახლი! |
1 |
ვაჲ, რომელნი შეურაცხ-ყოფენ სიონსა და მოსავ არიან მთისა მიმართ სამარიისაჲსა.
მოისთულნეს დასაბამნი წარმართთანი და შევიდა მათდა სახლი ისრაჱლისაჲ
|
2 |
მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ
და ფილისტიმელთა გეთში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები ან
თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი საზღვრები? |
2 |
გარდავედით ყოველნი ქანანად და იხილეთ და განვლეთ მიერ
დიდად ემათ, რავვად მიმართ და შთავედით გეთდ და უცხოტომთად, უმტკიცესთა
ყოველთაგან მეფობათა მათთასა, უკუეთუ უმრავლეს არიან საზღუარნი მათნი
საზღუართა თქუენთა |
3 |
ხომ არ გგონია, დააცდევინო უბედურების დღეს ან დააჩქარო
მძლავრობის მეუფება? |
3 |
რომელნი მოვლენ დღედ ბოროტად, რომელნი მიეახლებიან და
შეეხებიან შაბათთა ნაცილთა |
4 |
განისვენებენ სპილოსძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ
სარეცლებზე; ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ. |
4 |
მძინარნი ცხედართა ზედა პილოჲძუალედთა. და მშუებელნი
სარეცელთა ზედა მათთა და მჭამელნი თიკანთანი სამწყსოთაგან და ჴბოებსა შორის
სამროწლისა მწუარებსა |
5 |
ქნარს აჟღრიალებენ და დავითივით მგალობელად მოაქვთ თავი. |
5 |
რომელნი მტყუელვარეობენ ჴმისა მიმართ ორღანოთასა, ვითარცა
მდგომარენი შეჰრაცხნეს და არა ვითარცა მლტოლვარენი |
6 |
სამსხვერპლო თასებიდან სვაშენ ღვინოს და საუცხოო ზეთით
იპოხებიან, არ ადარდებთ იოსების უბედურება. |
6 |
მსუმელნი წურვილსა ღჳნოსა და პირველთა მიჰრონთა მცხებელნი
და არა ივნებდეს არარას შემუსრვასა ზედა იოსებისასა. |
7 |
ამიტომაც ტყვედ წავლენ ახლა, ტყვეთა თავში მოქცეულნი, და
ნებიერთა სიხარულის ხმა შეწყდება. |
7 |
ამისთჳს აწ ტყუენი იყვნენ დასაბამსა ძალთასა და აღებულ
იქმნეს ჴუვილი ცხენთა ეფრემისგან |
8 |
დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი თავი, ამბობს უფალი,
ცაბაოთ ღმერთი: მძულს იაკობის ამპარტავნობა და მეზიზღება მისი დარბაზები;
ამიტომაც გავცემ ქალაქს და მის სისავსეს. |
8 |
რამეთუ ფუცა უფალმან თავისა მიმართ თჳსისა და თქუა
უფალმან ღმერთმან ძალთამან, ვითარმედ: მძაგს მე ყოველი გინებაჲ იაკობისი და
ქუეყანანი მისნი მოვიძულენ და აღვიღო ქალაქი ყოველთა თანა დამკჳდრებულთა
მისთა |
9 |
მოხდება ისე, თუ ათი კაცი დარჩა ერთ სახლში, დაიხოცებიან ყველანი. |
9 |
და იყოს, უკეთუ დაშთენ ათნი მამაკაცნი ერთსა შინა სახლსა
და მოკუდენ |
10 |
როცა ნათესავი თუ ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან
გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის სახლის შიგნით მყოფს, თუ დაგრჩა ვინმეო,
ისიც უპასუხებს: არავინო, უთხრას: ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის
ხსენება. |
10 |
და დაშთენ ნეშტნი და მოიხუნენ სახლეულთა მათთა და იძულებოდიან გამოხუმად ძუალთა
მათთა სახლისაგან. და ჰრქუას ზედამდგომელთა სახლისათა: უკუეთუ არსღა შენ თანა? |
|
|
11 |
და თქუას: არღარა. და ჰრქუას: დუმენ არღა სახელის-დებისათჳს სახელსა უფლისასა |
11 |
თუ ურბენიათ ცხენებს კლდეზე, ან თუ უხნავთ ის ხარებით? თქვენ კი შხამად აქციეთ
სამართალი და აბზინდად - სიმართლის ნაყოფი. |
12 |
მით, რამეთუ, აჰა, უფალი ამცნებს და დასცეს სახლი დიდი წყლვითა და სახლი მცირე
განხეთქითა |
12 |
რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დააქუცმაცებს დიდ სახლებს და გააცამტვერებს პატარა
სახლებს. |
13 |
უკეთუ სდევდენ კლდეთა შორის ცხენნი, ანუ დუმდენ დედალთა შორის, რამეთუ თქუენ
გარდააქციეთ გულისწყრომად მსჯავრი და ნაყოფი სიმართლისაჲ სიმწარედ |
13 |
ჰე, ამაოებით მოხარულნო, რომ ამბობთ, განა ჩვენი ძალით არ შევიძინეთ რქებიო? |
14 |
მოხარულთა არა რას ზედა, სიტყვისა მეტყუელთა: არა ძალითა ჩუენითა გუქონან რქანი |
14 |
რადგან, აჰა, აღვძრავ ხალხს შენს წინააღმდეგ, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, ცაბაოთ
ღმერთი, და მიგკუჭავს ხამათის მისადგომიდან უდაბნოს ხევამდე. |
15 |
მით, რამეთუ აჰა, მე აღვადგინო თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს უფალი
ღმერთი, - მოლაშქრეთა ნათესავი და გაჭირვებდენ თქუენ არა შესლვად ემათად და ვიდრე
ნაღუარევისამდე დასავალთაჲსა. |