1 |
ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლისას,
და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ. |
1 |
ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან: და, აჰა, აღმოფუილი მკალთაჲ, მომავალი
ცისკრეული და, აჰა, ბუზი გოგისსა მიმართ მეფე. |
2 |
როცა მოათავა ბალახის ჭამა მიწაზე, მე ვთქვი: უფალო
ღმერთო, მომიტევე! რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი. |
2 |
დაიყოს, და-თუ-ასრულოს ჭამაჲ თივასა ქუეყანისას და ვთქუ:
უფალო, უფალო, მხილებელ იქმენ. ვინ აღადგინოს იაკობი, რამეთუ შემცირებულ
არს? |
3 |
გადაიფიქრა უფალმა, არ მოხდებაო, თქვა უფალმა. |
3 |
შეინანე, უფალო, ამას ზედა. და ესე არა იყოს, -თქუა
უფალმან. |
4 |
ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა
ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები. |
4 |
ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან. და, აჰა, უწოდა
სასჯელსა ცეცხლისა მიერ უფალმან, უფალმან. და შეჭამა უფსკრული მრავალი და
შეჭამა ნაწილი. |
5 |
მე ვთქვი: უფალო ღმერთო! დააყენე. რა გადაარჩენს იაკობს?
რადგან ისედაც მცირეა-მეთქი. |
5 |
და ვთქუ: უფალო, უფალო, დააცხრვე! ვინ აღადგინოს იაკობი,
რამეთუ შემცირებულ არს? |
6 |
გადაიფიქრა უფალმა, არც ეს მოხდებაო, თქვა უფალმა
ღმერთმა. |
6 |
შეინანე, უფალო, ამას ზედა და ესე არა იქმნეს -იტყვის
უფალი, უფალი. |
7 |
ასე მახილვინა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და შვეული
უჭირავს ხელში. |
7 |
ესრეთ მიჩუენა უფალმან, უფალმან: და, აჰა, კაცი ერთი
მდგომარე ზღუდესა ზედა ადამანტისასა და ჴელსა შინა მისსა ადამასი. |
8 |
მითხრა უფალმა: რას ხედავ, ამოს? ვუთხარი: შვეულს. თქვა
უფალმა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ერის, ისრაელის, შუაგულში; მეტს აღარ
ვაპატიებ მას. |
8 |
და თქუა უფალმან ჩემდამო: რასა ხედავ შენ, ამოს? და ვთქუ:
ადამასსა. და თქუა უფალმან: აჰა, მე დავამტკიცე ადამანტი საშუალ ერისა
ჩემისა ისრაჱლისასა, არღა მერმე შევსძინო თანაწარსვლად მისსა. |
9 |
გაუკაცურდება ისაკის გორაკები და ისრაელის საწმიდარები განადგურდება; მახვილით
აღვდგები იერობოამის სახლის წინააღმდეგ. |
9 |
და უჩინო იქმნნენ ბომონნი სიცილისანი და საზორველნი
ისრაჱლისანი მოოჴრდენ და აღვდგე სახლსა ზედა იერობოამისსა მახჳლით. |
10 |
შეუთვალა ამაციამ, ბეთილის მღვდელმა, იერობოამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას
გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში; მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს; |
10 |
და განავლინა ამასია მღდელმან ბეთელისამანი ერობოამის მიმართ, მეფისა ისრაილისა,
მეტყუელმან: მიმოქცეულებათა ჰყოფს ძჳნად შენდა ამოსს შორის სახლსა ისრაჱლისსა. ვერ
შემძლებელ არს ქუეყანა დათმენად ყოველთა ამათ სიტყუათა |
11 |
რადგან ასე ამბობს ამოსი: მახვილით მოკვდება იერობოამი და ტყვედ წავაო ისრაელი
თავისი ქვეყნიდან. |
11 |
მით, რამეთუ ამათ იტყჳს ამოს: მახჳლითა აღესრულოს იერობოამ, ხოლო ისრაჱლი ტყუედ
წარიქციოს და წარიყვანოს ქუეყანით მისით. |
12 |
უთხრა ამაციამ ამოსს: მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ
იწინასწარმეტყველე. |
12 |
და თქუა ამასია ამოსის მიმართ: მხედველო, ვიდოდე, განეშორე შენ ქუეყანად იუდაჲსსა
და მუნ წინაწარმეტყუელებდე. |
13 |
ბეთილში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი. |
13 |
ბეთილს. არა მერმე შესძინო წიმაწარმეტყუელებად, რამეთუ სიწმიდე მეფისა არს. |
14 |
მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც
წინასწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომყვანი; |
14 |
მიუგო ამმოს და თქუა ამასიაჲს მიმართ: არა ვიყავ წინაწარმეტყუელი მე, არცა ძე
წინაწარმეტყუელისაჲ, არამედ თხათ მეკოლტე ვიყავ, მსხეპელი ლეღუსულელთა. |
15 |
წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა, წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს,
ისრაელსო. |
15 |
და აღმიღო მე უფალმან ცხოვართაგან და თქუა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე,
წინაწარმეტყუელებდ ერსა ზედა ჩემსა, ისრაჱლსა. |
16 |
ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და
არ იქადაგო ისაკის სახლის წინააღმდეგო. |
16 |
და აწ ისმინე სიტყუაჲ უფლისა - შენ იტყჳ: ნუ წინაწარმეტყუელებდ სახლსა ზედა
ისრაჱლისასა და ნუ ერისკრება-ჰყოფ სახლსა ზედა იაკობისსა. |
17 |
ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები
მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ,
ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან. |
17 |
ამოსთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ცოლი შენი შორის ქალაქისა ისძვიდეს. და ძენი
შენნი და ასულნი შენნი მახჳლისა მიერ დაეცნენ. და ქუეყანაჲ შენი საბლითა განიზომოს
და შენ ქუეყანასა არაწმიდასა აღესრულო, ხოლო ისრაჱლი ტყუედ წარიქციოს ქუეყანისაგან
თჳსისა. |