1 |
ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი, და მითხრა: დაჰკარი ბუღაურებს, რომ შეირყეს
ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ საბოლოოს მე მოვსვრავ მახვილით, გამქცევი
ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება. |
1 |
ვიხილე უფალი მდგომარე საკურთხეველსა ზედა და თქუა: ეც სალხინებელსა ზედა და
შეიძრნედ წინაბჭენი და განკუეთილებისა მიმართ ყოველთასა და დაშთომილთა მათთა
მახჳლითა მოვსწყუედ. არა განერეს მათგანი მტოლვარე და არა ცხოვნდეს მათგანი
ცხოვნებული. |
2 |
ქვესკნელშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი
ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან; |
2 |
და-ღათუ-ეფლნენ ჯოჯოხეთსა, მიერ ჴელმან ჩემმან
აღმოიტაცნეს იგინი; და-ღა-თუ-ვიდენ ცად მიერ, გამოვიძიო და მოვიყუანნე
იგინი. |
3 |
ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და
შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარონ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს
და დაკბენენ მათ; |
3 |
უკუეთუ დაჰჴდენ თუალთაგან ჩემთა სიღრმეთა შინა ზღჳსათა,
მუნ ვამცნებ ვეშაპსა და შესთქრეს მათ. |
4 |
ტყვედაც რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, ვუბრძანებ
მახვილს, რომ იქ ამოხოცოს ისინი. თვალს დავადგამ მათ ავბედითად და არა
სასიკეთოდ. |
4 |
და უკუეთუ წარვიდენ ტყუეობად წინაშე პირსა მტერთა მათთასა
და ვამცნებ მახჳლსა და მოჰკლჳდეს მათ. და განვიმტკიცებ თუალთა ჩემთა მათ
ზედა საბოროტოდ და არ საკეთილოდ. |
5 |
უფალი, ცაბაოთ ღმერთი, თუ შეეხო დედამიწას, დადნება იგი
და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს
ეგვიპტის მდინარესავით. |
5 |
და უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, არს შემხებელი
ქუეყანისა და შემძრველი მისი. და იგლოვდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მისნი. და
აღვიდეს, ვითარცა მდინარე, აღსასრული მისი და შთამოვიდეს, ვითარცა მდინარე
ეგჳპტისაჲ. |
6 |
ცაში აიგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა
თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს:
უფალია. მისი სახელი. |
6 |
აღმაშენებელი ცად მიმართ აღსავალსა მისსა და აღთქმასა
მისსა ქუეყანასა ზედა დამაფუძნებელი, მიმწოდებელი წყალსა ზღჳსასა. და
მიმფენელი მისი პირსა ზედა ქუეყანისასა უფალი ყოვლისა მპყრობელი - სახელი
მისი. |
7 |
განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო? ამბობს
უფალი; განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც
ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან? |
7 |
და ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდა ძენი
ისრაჱლისანი? - იტყჳს უფალი. არა ისრაჱლი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან
ეგჳპტისა, და უცხოტომნი კაპპადოკიაჲთ და ასური მთხრებლით? |
8 |
აჰა, უფლის ღვთის თვალი ცოდვილ სამეფოზეა და აღვგვი მას
პირისაგან მიწისა, ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს, ამბობს უფალი. |
8 |
აჰა, თუალნი უფლისა ღმრთისანი მეფობასა ზედა ცოდვილთასა
და აღვიღო იგი პირისაგან ქუეყანისა, გარნა რამეთუ არა სრულიად აღვიღო სახლი
იაკობისი. - იტყჳს უფალი, - |
9 |
რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლის ყველა ხალხს, როგორც ხორბალი
იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე. |
9 |
მით, რამეთუ, აჰა, მე ვამცებ და განვფიწლო ყოველთა შორის
სახლი ისრაჱლისა. ვითარსახედ განიფიწვლის ფიწვლასა და არა დავარდეს ნამუსრი
ქუეყანასა ზედა. |
10 |
მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც
ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას. |
10 |
მახჳლისა მიერ აღესრულნენ ყოველნი ცოდვილნი ერისა ჩემისანი მეტყუელნი: არ
მოგუეახლოს, არც მოვიდენ ჩუენ ზედა ძჳრნი. |
11 |
მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს: გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს
გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო. |
11 |
მას დღესა შინა აღვადგინო კარავი დავითისი დაცემული და აღვაშენნე დარღვეულნი მისნი
და დათხრილნი მისნი აღვადგინნე და აღვაშენო იგი, ვითარცა დღენი საუკუნისანი, |
12 |
რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი
იხსენიება, ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი. |
12 |
რათა გამომიძიონ მე ნეშტთა კაცთასა და ყოველთა ნათესავთა, რომელსა ზედა წოდებულ არს
სახელი ჩემი, - იტყჳს უფალი, მოქმედი ამათი. |
13 |
აჰა, დადგება დრო, ამბობს უფალი, როცა მხვნელი თავს წაადგება მომკელს და ყურძნის
მწურავი - მთესველს; ბადაგად დაიღვრებიან მთები და გორაკები დადნებიან. |
13 |
აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და ეწიოს მლეწავი მსთულებელსა. და მომწიფდეს
ყურძენი თესლსა შინა. და დამოაწთონ მთათა სიტკბოება და ყოველნი ბორცუნი ნერგოან
იყუნენ. |
14 |
დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და
დასახლდებიან; ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და
შეჭამენ მათ ხილს. |
14 |
და მოვაქციო ტყუეობა ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲ. და აღაშენნენ ქალაქნი უჩინოქმნილნი
და დაიმკჳდრნენ და დაჰნერგნენ ვენაჴნი და სუმიდეს ღჳნოსა მათსა და შექმნენ მტილნი
და ჭამდენ ნაყოფსა მათსა. |
15 |
დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, რომელიც
მივეცი მათ, ამბობს უფალი, შენი ღმერთი. |
15 |
და დავჰნერგე იგინი ქუეყანასა ზედა მათსა და არა აღიფხუერნენ არა მერმე
ქუეყანისაგან მათისა, რომელი მივეც მათ, - იტყჳს უფალი, ყოვლისამპყრობელი. |