1 |
დაამტკიცა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე,
რომელნიც ისრაელს განაგებდნენ, ჩვენს მეფეებზე, ჩვენს მთავრებზე და ყველა
ისრაელიანზე და იუდაელზე.
|
1 |
და დაამტკიცა უფალმან სიტყვაჲ მისი, რომელი თქუა ჩუენდამო და მსაჯულთა ზედა
ჩვენთა, მსჯელთა ისრაილისათა, და მეფეთა ზედა ჩუენთა, და მთავართა ზედა ჩუენთა, და
კაცსა ზედა ისრაჱლისა და იუდაჲსასა.
|
2 |
არ მომხდარა მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი, რა მახდინა
მან იერუსალიმში მოსეს რჯულში დაწერილის მიხედვით; |
2 |
მოვლინებად ჩვენ ზედა ძჳრთა დიდთა, რომელნი არა იქმნეს
ქვეშე კერძო ყოვლისა ცისა, ვითარნი ყვნა იერუსალჱმს შინა და წერილთაებრ
შჯულსა შინა მოსესსა, |
3 |
რათა გვეჭამა ერთს ხორცი თავისი ძისა და მეორეს ხორცი
თავისი ასულისა. |
3 |
რაჲთა ვჭამოთ ჩუენ კაცმან ჴორცი ძისა თჳსისაჲ და კაცმან ჴორცი ასულისა თჳსისაჲ. |
4 |
მისცა ისინი ქვეშევრდომებად ყველა სამეფოს, რომელნიც
ჩვენს ირგვლივაა, და შესაგინებლად და მოსაოხრებლად ჩვენს გარშემო ყველა
ერს, რომელთა შორისაც მიმოფანტა ისინი უფალმა. |
4 |
და მისცნა იგინი, ჴელისქუეშედნი, ყოველთა მეფობათა
გარემოჲსთა ჩუენთა საყუედრელად და უვალად ყოველთა შორის ერთა გარემოჲსთა
ჩუენთა, სადა განთესნა იგინი უფალმან, მუნ. |
5 |
აღმოვჩნდით ქვემოთ და არა ზემოთ, რადგან შევცოდეთ უფალს,
ჩვენს ღმერთს, რომ არ ვისმინეთ მისი ხმა. |
5 |
და ვიქმნენით ქუემო და არა ზემო, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა
ღმერთსა ჩუენსა, არსმენითა ჴმისა მისისაჲთა. |
6 |
უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ და ჩვენს
მამა-პაპას კი სირცხვილი გვაქვს პირზე, როგორც დღეს. |
6 |
უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლე, ხოლო ჩუენ და მამათა
ჩუენთა სირცხჳლი პირთა ჩუენთაჲ და ვითარცა დღესა ამას |
7 |
ყველა უბედურებამ, რაც უფალმა ბრძანა ჩვენზე, გვიწია
ჩვენ. |
7 |
მით, რამეთუ, რომელნი თქუნა უფალმან ჩუენ ზედა, ყოველნი
ესე, ძჳრნი მოიწინეს ჩვენ ზედა. |
8 |
არ ვილოცეთ უფლის წინაშე, რომ მოვექციეთ თითოეული
ჩვენგანი ავი გულის ზრახვებისგან. |
8 |
და არ ვევედრენით პირსა უფლისასა მოქცევად კაცადი
მოგონებათაგან გულისა თჳსისა ბოროტისათა. |
9 |
ინახავდა უფალი ამ უბედურებებს და მოაწია ჩვენზე, რადგან
უფალი სამართლიანია ყველაფერში, რაც გვაუწყა ჩვენ. |
9 |
და იღჳძა უფალმან ძჳრთა ზედა, რომელნი მოაწინა ჩვენ ზედა,
რამეთუ მართალ არს უფალი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა, რომელნი გუამცნნა
ჩვენ. |
10 |
არ შევისმინეთ ხმა მისი, რომ გვეკლო უფლის მცნებებით, რომლებიც დააწესა ჩვენს
წინაშე. |
10 |
და არა ვისმინეთ ჴმისა მისისაჲ სლვად ბრძანებათა
უფლისათა, რომელნი მომცნა ჩუენ წინაშე პირსა ჩუენსა. |
11 |
და ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, რომელმაც გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის
ქვეყნიდან მაგარი ხელით, ნიშებითა და სასწაულებით, დიადი ძალითა და მაღალი მკლავით,
და შეუქმენი შენს თავს სახელი, როგორც დღეს;
|
11 |
და აწ, უფალო ღმერთო ისრაილისაო, ვითარცა გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან
ეგჳპტისა ჴელითა მტკიცითა, სასწაულებითა და ნიშებითა, და ძალისა მიერ დიდისა, და
მკლავისა მიერ მაღლისა, და ჰყავ თავისა შენისა სახელად, ვითარცა დღე ესე.
|
12 |
შევცოდეთ, წავიბილწეთ, უსამართლოდ მოვიქეცით ყველა შენი მცნების წინააღმდეგ, უფალო,
ღმერთო ჩვენო. |
12 |
ვცოდეთ, უთნო ვიქმნენით, ვიუსამართლოეთ, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოველთა ზედა
სამართალთა შენთა. |
13 |
აგვაცილე ჩვენ შენი გულისწყრომა, რადგან მცირენი დავრჩით
წარმართთა შორის იქ, სადაც დაგვფანტე ჩვენ. |
13 |
გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ჩუენგან, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან
წარმართთა შორის, სადა განგუთესენ ჩუენ, მუნ. |
14 |
შეისმინე, უფალო, ჩვენი ლოცვა და ვედრება და გვიხსენი
ჩვენ შენთვის, და მოგვეცი ჩვენ წყალობა მათ წინაშე, რომელთაც
გადაგვასახლეს; |
14 |
შეისმინე, უფალო, ლოცვისა ჩუენისაჲ, და ვედრებისა ჩუენისაჲ და განგუარინენ ჩუენ
შენთჳს, და მეც ჩუენ მადლი წინაშე პირსა მიმმძლავრებელთა ჩუენთასა, |
15 |
რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ შენ ხარ უფალი, ჩვენი
ღმერთი და რომ შენი სახელი ეწოდა ისრაელსა და მის მოდგმას. |
15 |
რათა ცნას ყოველმან ქუეყანამან, ვითარმედ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და ვითარმედ
სახელი შენი ზედწოდებულ არს ისრაილსა ზედა და ნათესავსა ზედა მისსა. |
16 |
უფალო, გარდამოიხილე შენი წმინდა სახლიდან და გაგვიხსენე
ჩვენ; მოყავ, უფალო, ყური და ისმინე, |
16 |
უფალო, შთამოიხილე სახლისაგან წმიდისა შენისა და მომიგონენ, ყავ ჩუენდამო, მოყავ,
უფალო, ყური შენი და ისმინე! |
17 |
გაახილე, უფალო, თვალი და იხილე, რადგან ჯოჯოხეთში მყოფი
მკვდრები, რომელთაც ამოერთვათ სული გვამიდან, ვერ მიაგებენ უფალს დიდებასა
და სამართალს, |
17 |
აღახუენ თვალნი შენნი და იხილე, რამეთუ არა მომკუდართა ჯოჯოხეთს შინათა, რომელთაჲ
მიეღო სული მათი ნაწლევთაგან მათთა, მიგცენ შენ დიდებაჲ და სამართალნი, უფალსა, |
18 |
არამედ სული დამწუხრებული, რომელიც ქედმოდრეკით
დააბიჯებს, უძლური და ჩამქრალი თვალები და დამშეული მოგაგებს შენ დიდებას
და სიმართლეს, უფალო. |
18 |
არამედ სულმან შეწუხებულმან სიდიდესა ზედა, რომელ ვალს, სულმან დადრეკილმან და
უძლურმან, და თვალთა მოკლებულთა, და სულმან მშიერმან მიგცენ შენ დიდებაჲ და
სიმართლე. |
19 |
არა ჩვენს მამა-პაპათა და ჩვენს მეფეთა სიმართლით
მოგიძღვნით ჩვენს ვედრებას შენს წინაშე, უფალო, ღმერთო ჩვენო, |
19 |
უფალო, რამეთუ არა სამართალთა ზედა მამათა ჩუენთასა და მეფეთა ჩუენთასა ჩუენ
დავსთხევთ წყალობასა ჩუენსა წინაშე პირსა შენსა, უფალო ღმერთო ჩუენო, |
20 |
რადგან მოავლინე შენი გულისწყრომა და შენი რისხვა ჩვენზე,
როგორც გამოაცხადე შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ |
20 |
რამეთუ მოიღე რისხვაჲ შენი და გულისწყრომაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა სთქუ ჴელითა
ყრმათა შენთა წინაწარმეტყუელთათა მეტყუელმან. |
21 |
ასე თქვა უფალმა: ბეჭები მოიხარეთ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და დამკვიდრდებით
მიწაზე, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას;
|
21 |
ესრეთ თქუა უფალმან: მოიდრიკენით ბეჭნი თქუენნი და უქმოდეთ მეფესა ბაბილონისასა,
და დასხედით ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა.
|
22 |
ხოლო თუ არ შეისმენთ უფლის ხმას, რომ უნდა ემსახუროთ
ბაბილონის მეფეს, |
22 |
და არა თუ ისმინოთ ჴმისა უფლისაჲ საქმედ მეფესა ბაბილონისასა, მოკლებულ-ვყო
ქალაქთაგან იუდაჲსათა და გარეშე იერუსალიმისა |
23 |
შევწყვეტ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის გარშემო ხმას
ლხინისა და ხმას სიხარულისა, ხმას სიძისა და ხმას რძლისა, და მთელ ამ
ქვეყანაში კაცის ჭაჭანება არ იქნება. |
23 |
ჴმაჲ შუებისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, და იყოს ყოველი
ქუეყანაჲ უვალად შორის დამკჳდრებულისაგან. |
24 |
მაგრამ არ შევისმინეთ ხმა შენი, რომ გვემსახურა ბაბილონის
მეფისთვის და აღასრულე შენი სიტყვები, რომელიც თქვი შენს მორჩილთა,
წინასწარმეტყველთა პირით, რომ გამოიყრება ჩვენს მეფეთა და ჩვენს
მამა-პაპათა ძვლები მათი სამარხებიდან. |
24 |
და არა ვისმინეთ ჴმისა შენისაჲ საქმედ მეფისა ბაბილონისასა. და დაამტკიცენ სიტყუანი
შენნი, რომელნი სთქუენ ჴელებითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთათა გამოხუმად ძუალნი
მეფეთა ჩუენთანი და ძუალნი მამათა ჩუენთანი ადგილისაგან მათისა. |
25 |
და, აჰა, გაბნეულია ისინი დღის ხვატსა და ღამის სიცივეში;
მწარე ტკივილებით, შიმშილით, მახვილითა და გაძევებით დაიხოცნენ ისინი. |
25 |
და, აჰა, არიან განბნეულ ნეფხუასა ღამისასა და სიცხესა დღისასა და მოკუდეს ტკივილთა
შინა ბოროტთა სიყმილისა მიერ და მახჳლისა მიერ და განვლინებითა. |
26 |
დააგდე სახლი, რომელსაც ეწოდა შენი სახელი, როგორც დღეს,
ისრაელის სახლისა და იუდას სახლის უკეთურების გამო, |
26 |
და დასდევ სახლი, სადა იწოდა სახელი შენი, მის შორის უდაბნოდ, ვითარცა დღესა ამას
უკეთურებისათჳს სახლისა ისრაილისა და სახლისა იუდაჲსასა. |
27 |
და მოგვექეცი ჩვენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მთელი შენი
სიკეთით და მთელი შენი დიდი მოწყალებით, |
27 |
და ჰყავ ჩუენდამო, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოვლისაებრ მყუდროებისა შენისა და
ყოვლისაებრ წყალობისა შენისა დიდისა, |
28 |
როგორც თქვი შენი მორჩილის, მოსეს ხელით იმ დღეს, როცა
მას უბრძანე, დაეწერა შენი რჯული ისრაელიანთა წინაშე, რომ |
28 |
ვითარცა სთქუ ჴელითა ყრმისა შენისა მოსესითა, დღესა შინა ამცნებდი რაჲ შენ მას
დაწერად შჯულისა შენისა წინაშე ძეთა ისრაილისათასა, |
29 |
თუ არ შეისმენთ ჩემს ხმას, ეს დიდი სიმრავლე შემცირდება
ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ მათ. |
29 |
მეტყუელი: არა თუ ისმინოთ ჴმისა ჩემისაჲ, ნუსადა ბგერაჲ იგი დიდი და მრავალი
უკუნიქცეს შურად წარმართთა მიმართ, სადა განვაბნიენ იგინი, მუნ. |
30 |
ვიცი, რომ არ შეისმენს ჩემსას, რადგან ურჩი ერია, მაგრამ
ჩაიხედავს გულში თავისი გადასახლების მიწაზე. |
30 |
რამეთუ უწყი, ვითარმედ არა ისმინონ ჩემი, რამეთუ ერი ქედფიცხელ არს, და მოიქცენ
გულისა მიერ მათისა ქუეყანასა შინა განსახლვისა მათისასა. |
31 |
და მიხვდება, რომ მე ვარ უფალი, მისი ღმერთი, და მივცემ მათ გულს და სასმენელთ
მოსასმენად.
|
31 |
და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ მე, უფალი ღმერთი მათი, და ვსცე მათ გული გულისხმიერი
და ყურნი მსმენელნი.
|
32 |
განმადიდებენ მე მათი გადასახლების მიწაზე და გაიხსენებენ
ჩემს სახელს. |
32 |
და მაქებდენ მე ქუეყანასა მას განსახლვისა მათისასა, და მოიჴსენონ სახელი ჩემი. |
33 |
და მოიქცევიან ურჩობისგან და თავიანთი ბოროტი
საქმეებისგან, რადგან გაიხსენებენ თავიანთი მამა-პაპის გზას, რომელთაც
შესცოდეს უფლის წინაშე, |
33 |
და მოიქცენ ზურგისაგან მათისა ფიცხლისა და მოიჴსენონ ბოროტთა საქმეთა მათთა, რამეთუ
მოიჴსენონ გზისა მამათა მათთასა და მცოდველთაჲსა წინაშე უფლისა. |
34 |
და დავაბრუნებ მათ მიწაზე, რომელიც ფიცით მივეცი მათ
მამა-პაპას - აბრაამს და ისაკს და იაკობს, და დაეპატრონებიან მას,
გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; |
34 |
და მოვაქცინე იგინი ქუეყანასა მას, რომელსა ვეფუცე მამათა მათთა: აბრაჰამს, ისააკსა
და იაკობსა. და ეუფლნეს მას და განვამრავლნე იგინი, და არა შემცირდენ. |
35 |
დავუმტკიცებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ ვიქნები მათი
ღმერთი და ისინი ჩემი ერი იქნებიან, და აღარ დავძრავ ჩემს ხალხს, ისრაელს,
იმ ქვეყნიდან, რომელიც მივეცი მას. |
35 |
და დაუმტკიცო მათ აღთქმაჲ საუკუნოჲ ყოფადმდე მათდა პირველად, და იგინი იყვნენ ჩემდა
ერად. და არა შევძრა მერმე ისრაილი ქუეყანისაგან, რომელი მივეც მათ. |