1 |
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო, ისრაელისა, სული შევიწროებული და სული
შეწუხებული შემოგღაღადებს შენ.
|
1 |
უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ისრაილისაო, სულმან სულთქმათაშინამან და სულმან
მოწყინებისამან ღაღად-ყო შენდამი.
|
2 |
შეისმინე, უფალო, და შეგვიწყალე, რადგან შევცოდეთ შენს
წინაშე, |
2 |
ისმინე, უფალო, და შეიწყალე, რამეთუ ღმერთი მოწყალე ხარ
და შეგჳწყალენ, რამეთუ ვცოდეთ წინაშე შენსა. |
3 |
რადგან შენ საუკუნოდ დამკვიდრებული ხარ, ჩვენ კი -
საუკუნოდ დაკარგულები. |
3 |
რამეთუ შენ მჯდომარე ხარ საუკუნოდ, და ჩუენ წარწყმედილნი საუკუნოდ. |
4 |
უფალო, ყოვლისამპყრობელო, ღმერთო ისრაელისა, შეისმინე
ვედრება ისრაელის მკვიდრებისა და მათი შვილებისა, რომელთაც სცოდეს შენს
წინაშე, რომელთაც არ შეისმინეს ხმა უფლისა, მათის ღვთისა, და აგვეწება ჩვენ
უბედურებანი. |
4 |
უფალო, მიერთისა მპყრობელო, ღმერთო ისრაილისაო, ისმინე
მომკუდართა ისრაილისათა ლოცვისაჲ და ძეთა შეცოდებულთაჲსაჲ წინაშე შენსა,
რომელთა არა ისმინეს ჴმისა უფლისა ღმრთისა მათისაჲ და აღგუეწებნეს ჩუენ
ძჳრნი. |
5 |
ნუ გაიხსენებ ჩვენი მამა-პაპის უსამართლობებს, არამედ
გაიხსენე შენი ხელი და შენი სახელი ამ ჟამს, |
5 |
ნუ მოიჴსენებ უსამართლოობათა მამათა ჩუენთასა, არამედ
მოიჴსენე ჴელისა შენისა და სახელისა შენისა ჟამსა ამას შინა, |
6 |
რადგან შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და გადიდებთ შენ,
უფალო. |
6 |
რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და გაქებთ შენ,
უფალო, |
7 |
რადგან მოგვეცი შენი შიში ჩვენს გულებში, რომ მოვუხმოთ
შენს სახელს და გადიდოთ შენ ჩვენს გადასახლებაში, რადგან განვდევნეთ ჩვენი
გულებიდან ყველა ჩვენი მამა-პაპის უსამართლობა, რომელთაც სცოდეს შენს
წინაშე. |
7 |
რამეთუ ამისთჳს მოეც შიში შენი გულთა ზედა ჩუენთა, ხადად
სახელისა შენისა და გაქებთ შენ განსახლულობასა შინა ჩვენსა, რამეთუ
გარემივაქციეთ გულისაგან ჩუენისა ყოველი უსამართლოებაჲ მამათა ჩუენთა
მცოდველთაჲ წინაშე შენსა. |
8 |
აჰა, დღეს ჩვენს გადასახლებაში ვართ, სადაც გაგვფანტე
ჩვენს შესაგინებლად და შესაჩვენებლად, და დასასჯელად ყველა უსამართლობის
გამო ჩვენი მამა-პაპისა, რომელნიც განუდგნენ უფალს, ჩვენს ღმერთს. |
8 |
აჰა, ჩუენ დღეს განსახლულობასა შინა ჩუენსა, სადა
განვითესენით, მუნ დღესა ამას საყუედრელად და საწყევარად და სათანამდებოდ
ყოველთათჳს უსამართლოებათა მამათა ჩუენთასა, რომელნი განდგეს შენგან, უფალო
ღმერთო ჩვენო. |
9 |
ისმინე, ისრაელ, მცნებანი ცხოვრებისა, ყურად იღე
ჩასაწვდომად სიბრძნისა. |
9 |
ისმინენ, ისრაილ, მცნებანი ცხოვრებისანი, ყურად-იღეთ
ცნობად გონიერებისა. |
10 |
რა არის ეს, ისრაელ, რომ მტრის მიწაზე ხარ, რომ დაბერდი უცხო მიწაზე. |
10 |
რაჲ არს ისრაილ! რად, რამეთუ ქუეყანასა მტერთასა ხარ? |
11 |
წაიბილწე მკვდრებთან ერთად, შეირაცხე ჯოჯოხეთში მყოფთა შორის?
|
11 |
განჰკფდი ქუეყანასა შინა უცხოსა? თან შეიბილწე, მკუდართა თანა შეირაცხე
ჯოჯოხეთისათა შორის.
|
12 |
შენ დატოვე წყარო სიბრძნისა. |
12 |
დაუტევე წყაროჲ სიბრძნისაჲ. |
13 |
ღვთის გზით რომ გევლო, მშვიდობით დამკვიდრდებოდი
საუკუნოდ. |
13 |
გზასა თუმცა ღმრთისასა სრულ იყავ, და-მცა-მკჳდრებულ იყავ მშჳდობით საუკუნესა ჟამსა. |
14 |
ისწავლე, სად არის სიბრძნე, სად არის ძალა, სად არის
გაგება, რათა ამასთან ერთად შეიცნო, სად არის დღეგრძელობა და სიცოცხლე, სად
არის სინათლე თვალთა და მშვიდობა. |
14 |
ისწავე, სადა არს ცნობა, სადა არს ძალი, სადა არს გულისჴმის-ყოფაჲ, სადა გაგონება
ერთბამად, სადა გრძელ საწუთოობა და ცხოვრება, სადა არს ნათელი თვალთა და მშჳდობა? |
15 |
ვინ იპოვა მისი ადგილი და ვინ შევიდა მის საუნჯეში? |
15 |
ვინ პოვა ადგილი მისი და ვინ შევიდა საუნჯეთა მიმართ მისთა, |
16 |
სად არიან ხალხთა მთავარნი და დედამიწის ცხოველთა
მეუფენი, |
16 |
სადა არიან მთავარნი წარმართთანი, დაუფლებულნი მჴეცთა ზედა ქუეყანისათა, |
17 |
ისინი, რომელნიც ზეცის ფრინველებით იქცევდნენ თავს,
მომხვეჭელნი ოქრო-ვერცხლისა, რომელთა იმედი აქვს ხალხს და რომელთა ხვეჭას
ბოლო არ უჩანს; |
17 |
მფრინველთა შორის ცისათა მომღერალნი. |
18 |
ან ისინი, ვერცხლს რომ ამუშავებდნენ და ერთ ზრუნვაში
იყვნენ, რომელთა ნახელავი აღარსად ჩანს? |
18 |
და ვეცხლისა მეუნჯენი და ოქროჲსანი, რომელსა ესვიდეს კაცნი, და არა არს დასასრული
მოგებისა მათისა, ვეცხლისა მქანდაკებელნი და მზრუნველნი, და არა არს მოპოვნება
საქმეთა მათთა, |
19 |
გაქრნენ და ჯოჯოხეთში ჩავიდნენ და სხვანი გამოჩდნენ მათ
სანაცვლოდ. |
19 |
უჩინო ქმნეს და ჯოჯოხეთად შთაჴდეს და სხუანი აღდგეს ნაცულად მათდა. |
20 |
ახალგაზრდებმა იხილეს ნათელი და დამკვიდრდნენ მიწაზე,
მაგრამ ცოდნის გზა ვერ ისწავლეს; |
20 |
უჭაბუკესთა იხილეს ნათელი და დაემკჳდრნეს ქუეყანასა ზედა, ხოლო გზაჲ
ზედმიწევნულობისაჲ არა ცნეს, |
21 |
ვერც მისი ბილიკები გაიგნეს და ვერც მას ჩასწვდნენ; მათი შვილები შორს იყვნენ მისი
გზისგან.
|
21 |
არცა გულისჴმა-ყუნეს ალაგნი მისნი, არცა შეეწინეს მას ძენი მათნი, გზისა
მისისაგან შორს იქმნეს.
|
22 |
არც ქანაანში გაისმა იგი და არც თემანში გამოჩნდა; |
22 |
არცა ისმა ქანაანს შინა, არცა გამოჩნდა თემანს შინა. |
23 |
ვერც აგარის შვილებმა, რომელნიც მიწიერ ცოდნას ეძიებდნენ,
ვერც მერანისა და თემანის ვაჭრებმა, ვერც მთხრობელებმა და ვერც ცოდნის
მძებნელებმა ვერ გაიგნეს სიბრძნის გზა და ვერ გაიხსენეს მისი ბილიკები. |
23 |
და ძეთა აგარისთა, გამომეძიებელთა გულისჴმის-ყოფისა ქუეყანასა ზედა, ვაჭართა
მერრანისა და თემანისა, და ზღაპარსიტყუადთა, და გამომეძიებელთა გულისჴმის-ყოფისათა,
ხოლო გზაჲ სიბრძნისა არა ცნეს, არცა მოიჴსენეს ალაგთა მისთაჲ. |
24 |
ო, ისრაელ, რა დიდია ღვთის სახლი და რა ვრცელია მისი
სამფლობელო! |
24 |
ჵ, ისრაჱლ, ვითარ დიდ არს სახლი ღმრთისაჲ და კეთილგრძელ ადგილი შენებულებისა
მისისა! |
25 |
დიდია იგი და არა აქვს დასასრული, მაღალია და
განუსაზღვრელი. |
25 |
დიდ არს და არა არს დასრულება მაღალ და უსაზომო. |
26 |
იქ იშვნენ ბუმბერაზები, რომლებიც სახელოვანნი იყვნენ
დასაბამიდან, ტანმაღალნი, მცოდნენი ომისა. |
26 |
მუნ იშუნეს გმირნი სახელოვანნი, დასაბამითგან ქმნილნი კეთილ, დიდად მეცნიერნი
მბრძოლობად. |
27 |
მაგრამ ისინი არ გამოურჩევია ღმერთს და არც ცოდნის გზა
მიუცია მათთვის; |
27 |
არა ესენი გამოირჩინა ღმერთმან, არცა გზა ზედმიწევნილობისა მისცა მათ. |
28 |
დაიღუპნენ, რადგან არ ჰქონდათ სიბრძნე, დაიღუპნენ
თავიანთი უგუნურებით. |
28 |
და წარწყმდეს არქონებისგან ცნობისა, წარწყმდეს განუზრახველობისათჳს მათისა. |
29 |
ვინ ავიდა ზეცად, ვინ აიღო სიბრძნე და ჩამოიტანა
ღრუბლებიდან? |
29 |
ვინ აღვიდა ცად და დაიპყრა იგი და შთამოიღო იგი ღრუბელთაგან? |
30 |
ვინ გავიდა ზღვის გაღმა და მოიპოვა, და წამოიღო იგი,
რჩეულ ოქროზე უმჯობესი? |
30 |
ვინ განვიდა წიაღ ზღჳსა და პოვა იგი, და მოიღო იგი ოქროჲთა რჩეულითა? |
31 |
არავინაა შემმეცნებელი მისი გზისა და არც გულისხმისმყოფელი მისი ბილიკისა,
|
31 |
არა არს მცნებელი გზისა მისისა, არცა გულად მომღები ალაგისა მისისა,
|
32 |
მაგრამ ყოვლის მცოდნემ იცის იგი, თავისი გონებით მოიპოვა
მან, ვინც ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ და აავსო იგი ოთხფეხა
ცხოველებით, |
32 |
არამედ მეცნიერმან ყოვლისამან იცის იგი. მოიღო იგი გულისხმისყოფითა თჳსითა,
რომელმან დაჰმზადა ქუეყანაჲ საუკუნესა ჟამსა, აღავსო იგი საცხოვარებითა
ოთხფერჴებითა |
33 |
ვინც ნათელს გვიგზავნის და მოდის ნათელი; მოუწოდა მას და
ისიც დაემორჩილა მას თრთოლვით; |
33 |
გამომავლენელმან ნათლისამან და ვიდოდეს. უწოდა მას და ერჩდა მას ძრწოლით, |
34 |
ვარსკვლავები განბრწყინდნენ თავიანთ სახმილავებში და
გაიხარეს; |
34 |
ხოლო ვარსკულავნი განბრწყინდეს საჴმილავთა მისთა ზედა და იშუებდეს. |
35 |
მოუხმო მათ და უპასუხეს: აქ ვართო! და სიხარულით გაუნათეს
თავიანთ შემოქმედს. |
35 |
და უწოდა მათ, და ჰრქუეს: იქა ვართ. და უნათობდეს სიხარულით შემოქმედსა მათსა. |
36 |
ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. |
36 |
ესე არს ღმერთი, არ შეირაცხოს სხუაჲ მის თანა. |
37 |
მან იპიავა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის
მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა. |
37 |
მოიპოვა ყოველი გზაჲ ზედმიწევნულებისაჲ. და მისცა იგი იაკობსა, ყრმასა თჳსსა, და
ისრაილსა, შეყუარებულსა მის მიერ. |
38 |
შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა
ადამიანთა შორის. |
38 |
ამის შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა. |