ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი ოცდამეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 აჰა, მოდგმა ესავისა ანუ ედომის: 1 ესე შობანი არიან ესავისნი, ესე იგი არს ედომ.
2 მოიყვანა ესავმა ქანაანელი ცოლები: ყადა, ხეთელი ელონის ასული, და ოჰოლიბამა, ყანას ასული, ხეთელი ციბეონის ძისა, 2 და მოიყვანნა ესავ თავისა თჳსისა ცოლნი მისნი ასულთაგან ქანანისთა: ადან, ასული სელონისი ქეტელისა, და ოლიბემან, ასული ენანისი, ძისა სებეგონისი ეველისა.
3 და ბასმათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და. 3 და ბასემათ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი.
4 უშვა ყადამ ესავს ელიფაზი, ხოლო ბასმათმა შვა რეღუელი. 4 და უშვა მას - ადან ესავს ელიფას და ბასიმათ უშვა რაგოელ.
5 ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იალღამი და კორახი. ესენი არიან ესავის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ქანაანის ქვეყანაში. 5 და ოლიბემან უშვა იეულ და ეგლომ და კორე. ესე ძენი ესავისნი, რომელნი ესხნეს მას ქუეყანასა ქანანისასა.
6 წაიყვანა ესავმა ცოლები, ვაჟები და ასულები, მთელი თავისი სახლეული, ჯოგი და მთელი პირუტყვი, წაიღო მთელი თავისი მონაგები, რაც კი ქანაანის ქვეყნად ჰქონდა შეძენილი, და წავიდა იაკობისგან, თავისი ძმისგან, სხვა ქვეყანაში. 6 წარიყუანა ესავ ცოლნი თჳსნი, ძენი და ასულნი თჳსნი და ყოველი კაცი სახლისა თჳსისა და ყოველივე მონაგები მისი და ყოველი საცხოვარი და ყოველი ძენი თჳსნი და ყოველივე, რაჲცა მოეგო ქუეყანასა ქანანისსა, და წარვიდა ქუეყანით ქანანისათ პირისაგან იაკობისა, ძმისა თჳსისა.
7 რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვერ შეიძლეს ერთად ცხოვრება, ვერ დაიტია ისინი ჯოგების სიმრავლის გამო მათი მდგმურობის ქვეყანამ. 7 რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად და ვერ ეძლო მკჳდრობად ერთად და ვერ ეძლო ქუეყანასა მწირობისა მათისასა ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთასა.
8 დასახლდა ესავი სეყირის მთაზე: ესავი იგივე ედომია. 8 და დაეშენა ესავ მთასა სეირსა, და ესე იგი არს, ედომ.
9 აჰა, მოდგმა ესავისა, ედომელთა წინაპრისა, სეყირის მთაზე. 9 ესე შობანი არიან ესავისნი, მამისა ედომისნი, მთასა სეირსა.
10 ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა; რეღუელი, ძე ბასმათისა, ესავის ცოლისა. 10 და ესე სახელები არს ძეთა ესავისთაჲ: ელიფას, ძე ადასი, ცოლისა ესავისი, როგოველ, ძე ბასემათისი, ცოლისა ესავისი.
11 ელიფაზის ძენი არიან: თემანი, ომარი, სეფო, გაყთომი და კენაზი. 11 იყუნეს ძენი ელიფასნი: თემან, ომარ, სოფორ, გოთომ, კენეზ.
12 ელიფაზ ესავის ძეს ჰყავდა ხარჭა თიმნაყი, რომელმაც უშვა ელიფაზს ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა. 12 ხოლო თამნა, ხარჭმან ელიფასისმან, ძისა ესავისმან, უშვა ელიფაზს ამალეკი. ესე ძენი ადასნი, ცოლისა ესავისნი.
13 რეღუელის ძენი: ნანათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა. 13 და ესე არიან ძენი რაგოელისნი: ნაქეთ, ზარეთ, ბოსრ და მოზე. ესე იყვნეს ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.
14 ხოლო ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ციბყონის ასულის, ესავის ცოლის ძენი, რომელნიც უშვა მან ესავს, იყვნენ: იეყუში, იაღლამი და კორახი. 14 და ესე იყვნეს ძენი ოლიბემასნი, ასულისა ენანისნი, ძისა სებეგორისა; ცოლისა ესავისნი. და უშვა ესავს იეოლ და იეგლონ და კორე.
15 აჰა, ესავის ძეთა თავკაცნი, ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი. 15 ესე იყვნეს მთავარნი, ძენი ესავისნი: ძენი ელიფასნი, პირმშო ესავისი: მთავარი თემან, მთავარი ომარ, მთავარი სოფარ, მთავარი კინეზ.
16 თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთომი, თავკაცი ყამალეკი; ესენი არიან ელიფაზიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში, ყადას ძენი. 16 მთავარი კორე, მთავარი გოთომ, მთავარი ამალეკ. ესე არიან მთავარნი ელიფასისნი ქუეყანასა იდუმიასასა. ესე ძენი ადასნი.
17 აჰა, ძენი რეღუელისა, ესავის ძისა: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა; ესენი არიან რეღუელიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში, ბასმათის ძენი, ესავის ცოლისა. 17 და ესე ძენი რაგოელისნი, ძისა ესავისნი: მთავარი ნაქეთ, მთავარი ზარეთ, მთავარი ომეთ, მთავარი მოზე. ესე მთავარნი რაგოელისნი ქუეყანასა ედომისასა. ესე ძენი ბასემათისნი, ცოლისა ესავისნი.
18 აჰა, ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაღლამი, თავკაცი კორახი; ესენი არიან ოჰოლიბამიანთ თავკაცნი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა. 18 და ესე ძენი ილიბემასნი, ცოლისა ესავისნი: მთავარი იულ, მთავარი ეგლომ, და მთავარი კორე. ესე მთავარნი ილიბემასნი. და ესე ძენი ესავისნი.
19 ესენი არიან ესავის ძენი და მათი თავკაცნი. ეს არის ედომი. 19 და ესე მთავარნი მათნი. ესე არიან ძენი ედომისნი.
20 აჰა, ხორიელი სეყირის ძენი, ამ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა. 20 ხოლო ესე ძენი სეირისნი ქორელისანი, რომელი დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას ლოტანისსა: სობალ, სებეგონ, ანა.
21 დიშონი, ეცერი, დიშანი. ესენი არიან ხორიელი თავკაცნი, სეყირის ძენი, ედომის ქვეყანაში. 21 და დესონ, ასარ და რისონ. ესე მთავარნი სეირის ქორელისანი. ქუეყანასა ედომისსა.
22 ლოტანის ძენი იყვნენ: ხორი და ჰემამი; ხოლო ლოტანის და იყო თიმნაყი. 22 ხოლო იყვნეს ძენი, ლოტანისანი: ქორრი და ემან, ხოლო დაჲ ლოტანისნი თამნა.
23 აჰა, ძენი შობალისა: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი. 23 და ესე ძენი სობალისნი: გოლომ და მანაქათ, და გებელ, სოფ და ონან.
24 აჰა, ძენი ციბყონისა: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც უდაბნოში თბილი წყარო იპოვა, როდესაც მამამისის, ციბყონის, ვირებს მწყემსავდა. 24 და ესე ძენი სებეგონისნი: ეე და ესან. ესე იგი არს ენან, რომელმან პოვა იამინი უდაბნოსა, რაჟამს-იგი აძოებდა კარაულთა სებეგონისთა, მამისა თჳსისათა.
25 აჰა, ყანას ძენი: დიშონი და ოჰოლიბამა, ყანას ასული. 25 და ესე ძენი ენანისნი: დესონ და ელიბემა, ასული ინანისი.
26 აჰა, დიშონის ძენი: ხემდანი, ეშბანი, იეთრანი და ქერანი. 26 ხოლო ესე ძენი დესონისნი: ამა და აბამა და იეთრამ და ქარრან.
27 აჰა, ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, ყავანი და ყაკანი. 27 ესე ძენი ასარისნი: ბალაამ და ზუკამ და იოვიკამ და ოკამ.
28 აჰა, დიშანის ძენი: ყუცი და არანი. 28 და ესე ძენი რისუნისნი: ოს და არრან.
29 აჰა, ხორეელთა თავკაცები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბყონი, თავკაცი ყანა. 29 ესე მთავარნი ქორისნი: მთავარი ლუტან, მთავარი სობალ, მთავარი სებეგონ, მთავარი ენან.
30 თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი არიან ხორეელთა თავკაცები, თავ-თავიანთი ტომების და მიხედვით სეყირის ქვეყანაში. 30 მთავარი ასარ, მთავარი დესონ, მთავარი რისონ. ესე მთავარნი სამთავროსა მათსა ზედა ქუეყანასა მას ედომისასა.
31 აჰა, მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის მოდგმის მეფეები ეყოლებოდათ. 31 და ესე მეფენი, რომელნი მეფობდეს ქუეყანასა ედომისასა ვიდრე მეფისა ყოფადმდე ისრაჱლსა ზედა.
32 მეფობდა ედომში ბელაყი, ბეყორის ძე. მის ქალაქს ერქვა დენჰაბა. 32 და მეფობდა ედომს ბალაკ, ძე ბეორისი, და სახელი ქალაქისა მისისა დენნაბა.
33 მოკვდა ბელაყი და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზერახის ძე, ბოცორელი. 33 მოკუდა ბალაკ და მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი.
34 მოკვდა იობაბი და გამეფდა მის ნაცვლად ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან. 34 მოკუდა იობაბ და მეფობდა მის წილ ასონ ქუეყანისაგან თემანელთასა.
35 მოკვდა ხუშამი და გამეფდა მის ნაცვლად ჰადადი, ბედადის ძე, მიდიანის მძლეველი მოაბის ველზე; მის ქალაქს ერქვა ყავითი. 35 მოკუდა ასონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ.
36 მოკვდა ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად სამლა, მასრეკადან. 36 მოკუდა ადად და მეფობდა მის წილ სამალაკ, რომელი იყო მასეკათ.
37 მოკვდა სამლა და გამეფდა მის ნაცვლად საული, მდინარისპირა რეხობოთიდან. 37 მოკუდა სამალაკ და მეფობდა მის წილ საულ, რომელი იყო რობოთით, რომელ არს მდინარესა ზედა.
38 მოკვდა საული და გამეფდა მის ნაცვლად ბაალ-ხანანი, ყაქბორის ძე. 38 მოკუდა საულ და მეფობდა მის წილ ბალაენონ, ძე აქაბრისი.
39 მოკვდა ბაალ-ხანანი, ყაქბორის ძე, და გამეფდა მის ნაცვლად ჰადარი; მის ქალაქს ერქვა ფაყუ, მის ცოლს ერქვა მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასული მეზაჰაბისა. 39 მოკუდა ბალაენონ და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მატებელ, ასული მატრადისი, ძისა მეზოფისი.
40 აჰა, ესავიანთა თავკაცების სახელები მათი გვარტომობისა, ადგილთა და სახელწოდებათა მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ღალვა, თავკაცი იეთეთი, 40 და ესე სახელები მთავართა მათ ესავისთა ტომთა მათთა და ადგიდ-ადგილსა მათსა და სოფლებსა მათსა და ნათესავსა შორის მათსა: მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთომ.
41 თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი, 41 მთავარი ელიბემა, მთავარი ილას, მთავარი ფინონ.
42 თავკაცი კენეზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მაბცარი, 42 მთავარი კენეზ, მთავარი თემან, მთავარი მაზარ.
43 თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი არიან ედომის თავკაცნი თავ-თავიანთ სამკვიდრებელთა მიხედვით, მათ წილხვედრილ ქვეყანაში. ეს არის ესავი, ედომელთა მამამთავარი. 43 მთავარი მეგედიელ, მთავარი ზეფოიმ. ესე მთავარნი ედომისნი და შენებულთა შინა ქუეყანისა მის მონაგებისა მათისასა. ესე არს ესავ, მამაჲ ედომისაჲ.