1 |
იყო ერთი კაცი ბაბილონში მცხოვრები, სახელად იოაკიმი. |
1 |
და იყო კაცი დამკჳდრებული ბაბილონს შინა, და სახელი მისი იოაკიმ. |
2 |
მოიყვანა ქალი, სახელად სუსანა, ხილკიას ასული, ძალზე
ლამაზი და უფლისმოშიში. |
2 |
და მიიყვანა ცოლი, რომლისა სახელი სუსანნა, ასული
ქელკაჲსი, შუენიერი ფრიად და მოშიში უფლისაჲ, |
3 |
მისი მშობლები მართალი ხალხი იყო და თავიანთ ასულს მოსეს
რჯული ასწავლეს. |
3 |
და მშობელნი მისნი მართალნი. და ასწავეს ასულსა მათსა
სჯულისაებრ მოსესისა. |
4 |
იოაკიმი ძალზე მდიდარი იყო და სახლის ახლოს ბაღი ჰქონდა.
იუდაელები მასთან დადიოდნენ, რადგან ყველაზე პატივდებული კაცი იყო. |
4 |
და იყო იოაკიმ მდიდარ ფრიად; და იყო მისსა სამოთხე
მეზობლად სახლისა მისისა, და მისსა მიმართ მივიდოდეს იუდეანნი ყოფისათჳს
მისისა უდიდებულეს ყოველთასა. |
5 |
ხალხიდან იმ წელს ორი უხუცესი იქნა მსაჯულად დაყენებული,
რომლებზეც უფალმა თქვა, ბაბილონიდან ურჯულოება იმ მსაჯული უხუცესებისგან
გამოვიდაო, ხალხის მესაჭეებად რომ აჩვენებდნენო თავს. |
5 |
და გამოჩინებულ იქმნნეს ორნი მოხუცებულნი ერისაგან
მსაჯულად მას წელიწადსა შინა, რომელთათჳს თქუა მეუფემან, ვითარმედ:
გამოვიდა უსჯულოებაჲ ბაბილონით მოხუცებულთაგან მსაჯულთა, რომელნი ჰგონებდეს
მართებასა ერისასა. |
6 |
ისინი ერთთავად იოაკიმის სახლში იყვნენ და მათთან მიდიოდა
ყველა, ვისაც კი რამე საქმე ჰქონდა გასარჩევი. |
6 |
ესენი დადგრომილ იყუნეს სახლსა შორის იოაკიმისსა და
მოვიდოდეს მათდამი ყოველნი შჯადნი. |
7 |
შუადღისას, როდესაც ხალხი მიდიოდა, სუსანა სასეირნოდ
შედიოდა თავისი ქმრის ბაღში. |
7 |
და იქმნა, ოდეს წარვიდის ერი საშუალსა დღისასა, შევიდის
სუსანნა და ვიდოდის სამოთხესა შორის ქმრისა მისისასა, |
8 |
ორივე უხუცესი ხედავდა მას ყოველდღე მომავალს და
მოსეირნეს და მის მიმარრ გულისთქმა გაუჩნდათ. |
8 |
და ხედვიდიან მას მოხუცებულნი ორნი დღითი დღე შესრულად და
მავალად და იქმნეს გულისთქმისა შორის მისსა. |
9 |
შერყვნეს თავიანთი გონება და თვალი მიდრიკეს, რათა
ცისთვის არ ეყურებინათ და არ გაეხსენებინათ სამართლიანი მსჯავრი. |
9 |
და გარდააქციეს გონება თავთა მათთაჲ და მიდრიკნეს თვალნი
მათნი არახედვად ცად მიმართ, არცა მოჴსენებად სასჯელთა მართალთა. |
10 |
ორივე მისდამი გულისთქმით იყვნენ შეპყრობილი, მაგრამ ერთმანეთს არ უმხელდნენ
თავიანთ ჭირს. |
10 |
და იყუნეს ორნივე ლმობიერ მისთჳს და არა მიუთხრეს
ურთიერთას ლმობა მათი, |
11 |
რადგან რცხვენოდათ, გაემხილათ თავიანთი გულისთქმა, რომ
ქალთან შეერთება სწყუროდათ. |
11 |
რამეთუ ჰრცხუენოდა აღსარებად გულისთქმაჲ მათი, რამეთუ ენებაყე თანყოფაჲ მისი. |
12 |
ისინი ყოველდღე გულმოდგინედ დარაჯობდნენ, რომ დაენახათ იგი. |
12 |
და უმზირდეს დღითი დღე პატივისმოყუარებით ხედვად მისსა, და ჰრქუა მოყუასმან
მოყუასსა: |
13 |
ეუბნებოდნენ ერთმანეთს: შინ წავიდეთ, საუზმის დროაო.
გარეთ გამოსულნი კი ერთმანეთს შორდებოდნენ. |
13 |
წარვიდეთ სახიდ, რამეთუ სამხრისა ჟამი არს, და გამოსრულნი განიყუნეს ურთიერთას. |
14 |
უკან მობრუნებულნი, კვლავ ერთმანეთს ხვდებოდნენ.
ერთხელაც, როცა ერთმანეთს მიზეზი ჰკითხეს, გამოტყდნენ თავიანთ გულისთქმაში.
მაშინ ერთად დათქვეს დრო, როდის შესძლებდნენ მის დამარტოხელებას. |
14 |
და კუალად ქცეულნი შეკრბეს ერთბამად და გამომწულილველთა ურთიერთას მიზეზისათა
აღიარეს გულისთქმაჲ მათი და მაშინ ზოგადი დააწესეს ჟამი, ოდეს მარტოჲსა შეუძლონ
პოვნა მისი. |
15 |
როდესაც ისინი ხელსაყრელ დღეს ელოდნენ, სუსანა შევიდა
ბაღში, როგორც გუშინ და გუშინწინ, მხოლოდ ორი მხევლის თანხლებით და ბაღში
ბანაობა მოინდომა, რადგან სიცხე იყო. |
15 |
და იქმნა მზერასა შინა მათსა ჟამი, შევიდა სამოთხედ ოდესმე, ვითარცა გუშინ და
ძოღანდელსა დღესა, და მხოლოთა ორთა თანა ქალთა და გულმან უთქუა ბანად სამოთხესა
შინა, რამეთუ სიცხე იყო. |
16 |
იქ არავინ იყო ორი უხუცესის მეტი, რომელნიც დამალულიყვნენ და მას სდარაჯობდნენ. |
16 |
და არავინ არ იყო მუნ, თჳნიერ ორნი მოხუცებულნი დამალულნი და მომზირალნი მისნი. |
17 |
უთხრა მან თავის მხევლებს: მომიტანეთ ნელსაცხებელი და
საპონი და ბაღის კარი ჩარაზეთ, რომ ვიბანავო. |
17 |
და ჰრქუა ქალთა მათ: მომართჳთ მე ზეთი და შენაზავები და კარნი სამოთხისანი
დაჰჴშენით, რაჲთა ვიბანო. |
18 |
ისინიც ისე მოიქცნენ, როგორც მან უთხრა; ჩარაზეს ბაღის
კარი და გვერდის კარით გავიდნენ, რათა მოეტანათ, რაც ნაბრძანები ჰქონდათ;
უხუცესებს ვერ ხედავდნენ, რადგან დამალულები იყვნენ. |
18 |
და ყვეს, ვითარცა თქუა, და დაჰჴშნეს კარნი სამოთხისანი, და გამოვიდეს იგურდივთა
კართაჲთ მირთმად ბრძანებულთა მათდა და არა უწყოდეს, ვითარმედ იყვნეს დამალულ
მოხუცებულნი. |
19 |
როდესაც მხევლები გავიდნენ, ადგა ორივე უხუცესი და მასთან
მიირბინა. |
19 |
და იყო, ვითარცა განვიდეს ქალნი, და აღდგეს ორნი მოხუცებულნი და ზედმირბიოდეს მისსა
და ჰრქუეს: |
20 |
უთხრეს: აჰა, ბაღის კარი ჩარაზულია და ვერავინ გვხედავს.
შენი სურვილი გვაქვს ჩვენ; ამიტომ დაგვნებდი და იყავი ჩვენთან. |
20 |
აჰა, კარნი სამოთხისანი ჴშვანან და არავინ მხედავს ჩუენ და გულისთქმასა შინა შენსა
ვართ, რომლისათჳს თანადამყევ ჩუენ და იქმენ ჩუენ თანა; |
21 |
თუ არა და შენს წინააღმდეგ მოწმედ დავდგებით, რომ შენთან
ყმაწვილკაცი იყო და ამიტომ დაითხოვე მხევლები. |
21 |
ხოლო უკეთუ არა, დაგწამოთ შენ, ვითარმედ იყო შენ თანა ჭაბუკი და ამისთჳს განავლინენ
ქალნი შენგან. |
22 |
ამოიოხრა სუსანამ და სთქვა: შეჭირვებული ვარ ყოველმხრივ:
რადგან თუ ამას გავაკეთებ, სიკვდილია ჩემთვის; თუ არ გავაკეთებ, ვერ
დავუსხლტები თქვენს ხელს. |
22 |
და აღმოისულთქუნა სუსანნა და თქუა: იწრო არს ჩემდა ყოვლით კერძო, რამეთუ, უკეთუ ეგე
ვქმნა, სიკუდილი არის ჩემი, და, უკეთუ არა ვქმნა, ვერ განვერე ჴელთაგან თქუენთა. |
23 |
მიჯობს თქვენს ხელში ჩავვარდე, ვიდრე უფლის წინაშე
შევცოდო. |
23 |
უაღსარჩევლეს არს ჩემდა არმოქმედისა შთავრდომაჲ ჴელთა თქუენთა ვიდრე მცოდველობაჲ
წინაშე უფლისა. |
24 |
დიდის ხმით იყვირა სუსანამ; ორივე უხუცესმაც იყვირა მის
წინააღმდეგ. |
24 |
და აღიღაღადა ჴმითა დიდითა სუსანნა, ხოლო აღიღაღადეს ორთაცა მოხუცებულთა
წინააღმდგომად მისსა. |
25 |
ერთი გაიქცა და ბაღის კარი გააღო. |
25 |
და მსრბოლმან ერთმან განიხუნა კარნი სამოთხისანი. |
26 |
როცა შინ მყოფებმა ბაღიდან ყვირილი გაიგონეს, შეცვივდნენ
გვერდის კარით, რომ გაეგოთ, თუ რა დაემართა მას. |
26 |
ხოლო ვითარცა ესმა ღაღადება სამოთხესა შინა მრწემთა სახლისათა, შეისწრაფეს
იგურდივისა კარისა მიერ ხილვად შემთხუეულსა მისდა. |
27 |
და როცა უხუცესებმა თავიანთი სიტყვა თქვეს, მეტისმეტად
შერცხვათ მის მსახურებს, რადგან სუსანაზე არასოდეს მსგავსი არაფერი თქმულა. |
27 |
ხოლო რაჟამს თქუნეს მოხუცებულთა სიტყუანი მათნი, სირცხჳლეულ იქმნნეს მონანი ფრიად,
რამეთუ ოდესვე არავის ასმიოდის ესევითარი სიტყუაჲ სუსანაჲსთჳს, და იყო ხუალისა ზე, |
28 |
მეორე დღეს ხალხმა მის ქმართან, იოაკიმთან მოიყარა თავი;
მივიდა ორი უხუცესიც, სუსანას წინააღმდეგ უკანონო ზრახვით აღვსილი, რათა
სიკვდილი მიესაჯათ მისთვის. |
28 |
ვითარცა შემოკრბა ერი ქმრისა მისისა მიმართ იოაკიმისსა, მოვიდეს ორნი მოხუცებულნი,
სავსენი უსჯულოჲთა გულისზრახვითა, ძჳნად სუსანაჲსსა მოსიკუდიდ მისსა. |
29 |
თქვეს მათ ხალხის წინაშე: გაგზავნეთ კაცი სუსანას,
ხილკიას ასულის მოსაყვანად, იოაკიმის ცოლი რომ არის. გაგზავნეს. |
29 |
და თქუეს წინაშე ერისა: მიავლინეთ სუსანნასა, ასულისა ქელკაჲსსა, რომელ არს ცოლი
იოაკიმისი! ხოლო მათ მიავლინეს. |
30 |
მოვიდა იგი და მოჰყვნენ მას მისი მშობლები, მისი შვილები,
და, აჰა, მთელი მისი ნათესაობა. |
30 |
და მოვიდა იგი, და მშობელნი მისნი, და შვილნი მისნი და ყოველნი ნათვსავნი მისნი. |
31 |
სუსანა მეტად ნაზი და ლამაზი იყო სახით. |
31 |
ხოლო სუსანნა იყო ჩჩჳლ და შუენიერ სახითა. |
32 |
ამ ურჯულოებმა ბრძანეს, რომ სახე გაეშიშვლებინათ მისთვის,
რადგან დაფარული ჰქონდა სახე - სურდათ, მისი მშვენებით დამტკბარიყვნენ. |
32 |
და უსჯულოთა ბრძანეს უსაბურველო-ქმნა, რამეთუ იყო იგი მობურვილ, რაჲთა აღივსნენ
შუენიერებისაგან მისისა. |
33 |
ატირდნენ ახლობლები და ყველა, ვინც მას უყურებდა. |
33 |
ხოლო ტიროდეს მისთჳს ყოველნი მხილველნი მისნი. |
34 |
ადგა ორივე უხუცესი ხალხში და თავზე დაადეს მას ხელები. |
34 |
ხოლო აღდგომილთა შორის საშუალსა ერისასა ორთა მათ მოხუცებულთა დაასხნეს ჴელნი თავსა
ზედა მისსა. |
35 |
ის კი თვალცრემლიანი ზეცას შეჰყურებდა, რადგან მისი გული
უფალს ესავდა. |
35 |
ხოლო მან, მტირალმან, აღიხილნა ცად მიმართ, რამეთუ იყო გული მისი მოსავ უფლისა
მიმართ. |
36 |
თქვეს უხუცესებმა: როდესაც მარტონი ბაღში დავსეირნობდით,
შემოვიდა ეს თავის ორ მხევალთან ერთად, ჩარაზა ბაღის კარი და მხევლები
დაითხოვა. |
36 |
და თქუეს ორთა მათ მოხუცებულთა: ვიდოდეთ რაჲ ჩუენ შორის სამოთხისა მარტონი,
შემოვიდა ეგე ორთა თანა მჴევალთა, და დაჰჴშნა კარნი სამოთხისანი და განავლინნა
მჴევალნი, |
37 |
მივიდა მასთან ყმაწვილკაცი, რომელიც იქ იმალებოდა და
მიუწვა გვერდით. |
37 |
და მოვიდა მისსა მიმართ ჭაბუკი, რომელი დამალულ იყო, და დაწვა მის თანა. |
38 |
ჩვენ ბაღის კუნჭულში ვიყავით და ეს ურჯულოება რომ
დავინახეთ, მათკენ გავიქეცით. |
38 |
ხოლო ჩუენ, მყოფთა შორის ყურესა სამოთხისასა, ვიხილეთ რა უსჯულოებაჲ, მივრბიოდეთ
მათ ზედა, და მხილველთა მათთა თანაქმნილად |
39 |
შეერთებულებს წავასწარით მათ, მაგრამ იმ კაცის დაჭერა ვერ
შევძელით, რადგან ის ჩვენზე ძლიერი იყო; გააღო კარი და გარეთ გავარდა. |
39 |
მისი, ვიდრემე ვერ შეუძლეთ შეპყრობილ-ყოფაჲ ძლიერებისათჳს მისისა უფროს ჩუენსა და
განხუმითა კართაჲთა განლტოლვისა. |
40 |
ეს კი შევიპყარით და ვკითხეთ, თუ ვინ იყო ის ყმაწვილკაცი. |
40 |
ხოლო ამისთა შემპყრობელთა ვჰკითხეთ: ვინ იყო ჭაბუკი? და არა ინება თხრობა ჩუენი,
ამათ ვწამებთ. |
41 |
მაგრამ არ ინდომა ჩვენთვის გამხელა. ამას ვადასტურებთ
ჩვენ. კრებულმა დაუჯერა მათ, როგორც ხალხის უხუცესებსა და მსაჯულებს; და
ქალს სიკვდილი მიუსაჯეს. |
41 |
და ემოწმა მათ შესაკრებელი ერისა, ვითარცა მოხუცებულთა და მსაჯულთა, და დასაჯეს იგი
სიკუდიდ. |
42 |
შეჰღაღადა სუსანამ მაღალ ხმაზე და თქვა: ღმერთო
მარადიულო, საიდუმლოთა მცოდნევ, რომელმაც ყველაფერი მანამდე იცი, ვიდრე
მოხდებოდეს. |
42 |
ხოლო აღიღაღადა სუსანნა ჴმითა დიდითა და თქუა: ღმერთო საუკუნეო, დაფარულთა
მეცნიერო, რომელმან უწყნი ყოველნი პირველ ქმნისა მათისა, |
43 |
შენ უწყი, რომ ცრუდ მოწმობდნენ ჩემს წინააღმდეგ. აჰა, ისე
ვკვდები, რომ მსგავსი არაფერი გამიკეთებია, რაც ამათ ბოროტებით
გამომიგონეს. |
43 |
შენ მეცნიერ ხარ, ვითარმედ ცრუჲ დამწამეს მე, და, აჰა, მოვკუდები არმოქმედი
არარაჲსაჲ, რომელნი ამათ მოიბოროტნეს ძჳნად ჩემდა. |
44 |
შეისმინა უფალმა მისი ხმა. |
44 |
და შეისმინა უფალმან ჴმისა მისისაჲ. |
45 |
როდესაც მოსაკლავად წაიყვანეს, ღმერთმა გააღვიძა
ახალგაზრდა კაცის წმიდა სული, რომელსაც დანიელი ერქვა. |
45 |
და მიიყვანებოდა რაჲ იგი წარწყმედად, აღადგინა ღმერთმან სული წმიდაჲ ყრმისა
ჭაბუკისა, სახელით დანიელისა. |
46 |
და იყვირა მან დიდი ხმით: უბრალო ვარ მისი სისხლისგან! |
46 |
და აღიღაღადა ჴმითა დიდითა: წმიდა ვარ მე სისხლისა ამისგან.
|
47 |
მობრუნდა მისკენ მთელი ხალხი და უთხრა: ეს რა სიტყვაა,
რომ თქვი? |
47 |
და დადგა ყოველი ერი მისდამი და ჰრქუეს: რაჲ არს სიტყუა ეგე შენი, რომელსა იტყჳ? |
48 |
მაშინ ჩადგა იგი მათ შორის და თქვა: უგუნურები ხართ,
ისრაელიანებო? არ გამოგიძიებიათ, არ გაგირკვევიათ სიმართლე და ისრაელის
ასულს ისე გამოუტანეთ მსჯავრი? |
48 |
ხოლო მან თქუა შორის მათსა: ესრეთ, სულელთა, ძენო ისრაჱლისანო, არა განმსჯელთა,
არცა ცხადად შემეცნებულთა დასაჯეთ ასული ისრაჱლისა? |
49 |
დაბრუნდით სამსჯავროში, რადგან ამათ ცრუდ დაამოწმეს მის
წინააღმდეგ. |
49 |
მიიქეცით სამსჯავროდ მიმართ, რამეთუ ცრუჲ დასწამეს იმათ ამას. |
50 |
მთელი ხალხი საჩქაროდ დაბრუნდა: უთხრეს მას უხუცესებმა:
დაჯექი ჩვენს შორის და მოგვახსენე ჩვენ, რადგან ღმერთმა შენ მოგცა
უხუცესობა. |
50 |
და მიიქცა ერი სწრაფისა თანა, და ჰრქვეს მას მოხუცებულთა: მოვედ, დაჯედ საშუალ
ჩუენსა და მომითხარ ჩუენ, რამეთუ შენ მოგცა ღმერთმან მოხუცებულობა. |
51 |
უთხრა მათ დანიელმა: დააცილეთ ეგ ორნი ერთმანეთს და
დავკითხავ მაგათ. |
51 |
და თქუა ერისა მიმართ დანიილმან: განყვენით იგინი ურთიერთას შორად და განვსაჯნე
იგინი. |
52 |
როცა ერთიმეორეს დააცილეს ისინი, მოუხმო ერთ მათგანს და
უთხრა: ბოროტ დღეებში დაბერებულო! ახლა გამომჟღავნდა შენი ცოდვები,
რომელსაც უწინ სჩადიოდი - |
52 |
და ვითარცა განყვნეს ერთიერთისაგან, მიუწოდა ერთსა მათგანსა და თქუა მისდა მიმართ:
დაძუელებულო ბოროტთა დღეთაო, აწ გეწინეს ცოდვანი შენნი, რომელთა ჰყოფდი პირველად. |
53 |
ამ უსამართლო სამართლის გაჩენით, უბრალოთა დასჯით და
მტყუანთა გამართლებით! როცა უფალი ამბობს, უბრალოსა და მართალს ნუ მოკლავო. |
53 |
მშჯელი შჯათა ცრუთაჲ და უბრალოთა უკუე დამსჯელი, ხოლო განმტევებელი მიზეზიანთა,
იტყოდის რაჲ უფალი: უბრალოჲ და მართალი არ მოაკუდინო. |
54 |
და თუ შენ ეს დაინახე, თქვი, რომელი ხის ძირას ნახე ისინი
ერთმანეთთან მოლაპარაკე? მან უპასუხა: დანამასტაკის ქვეშ. |
54 |
აწ უკუე, ესე უგულებელ-ჰყავ, თქუ, რომელსა ხესა ქუეშე იხილენ იგინი მზრახვალნი
ურთიერთას? და მან თქუა: ხეთქილსა ქუეშე. |
55 |
თქვა დანიელმა: ნამდვილად იცრუე შენს საუბედუროდ. აჰა,
ღვთის ანგელოზმა მიიღო ღვთის ბრძანება და ორად გაგაპობს შენ. |
55 |
და თქუა დანიელმან: მართლიად სიტყუე თავისა მიმართ შენისა, რამეთუ, ეგერა, ანგელოზი
ღმრთისაჲ, მიმღებელი ღმრთისაგან განჩინებასა, განგხეთქს შენ შუა. |
56 |
გაუშვა იგი და მეორის მოყვანა ბრძანა. უთხრა მას:
ქანაანის თესლო, არა იუდასო! სილამაზემ გაცდუნა და სურვილმა გარყვნა შენი
გული. |
56 |
და გარდამადგინებელმან მისმან ბრძანა მოყვანება სხჳსა და ჰრქუა მას: თესლო
ქანანისაო და არა იუდასო, შუენიერებამან შეგაცთუნა შენ და გულისთქმამან გარდააქცია
გული შენი. |
57 |
ასე ექცეოდით ისრაელის ასულთ და ისინიც შეშინებულნი, კავშირს იჭერდნენ თქვენთან.
მაგრამ იუდას ასულმა არ დაითმინა თქვენი ურჯულოება. |
57 |
ესრეთ უყოფდით ასულთა ისრაჱლისათა და იგინი შიშნეულნი გზრახვიდეს თქუენ, გარნა არა
ასულმან იუდაჲსამან დათმო უსჯულოებაჲ თქუენი. |
58 |
აბა, მითხარი ახლა: რომელი ხის ქვეშ წაასწარი მათ,
ერთმანეთთან მოლაპარაკეს? მიუგო მან: მუხის ქვეშ. |
58 |
ხოლო აწ მითხარ მე, ქვეშე რომელსა ხესა დააპყრენ იგინი მზრახვალნი ურთიერთას? და
მან თქუა: ხერხულსა ქუეშე. |
59 |
უთხრა მას დანიელმა: ნამდვილად იცრუე შენს საუბედუროდ;
რადგან ღვთის ანგელოზი მახვილით იცდის, რომ ორად გაგაპოს და მოგსპოთ თქვენ. |
59 |
ხოლო ჰრქუა მას დანიელმან: მართლად სიტყუე და შენცა თავისა მიმართ შენისა, რამეთუ
დგას ანგელოზი ღმრთისაჲ მქონებელი მახჳლსა განხერხვად შენდა საშუალ, რაჲთა მოგსპნეს
თქუენ. |
60 |
მაშინ მთელმა კრებულმა ყიჟინა დასცა და აკურთხეს ღმერთი,
რომელიც იხსნის თავის მოსავთ. |
60 |
და აღიღაღადა ყოველმან შესაკრებელმან ჴმითა დიდითა და აკურთხეს ღმერთი
მაცხოვნებელი მოსავთაჲ მისდამი. |
61 |
ყველანი აღდგენ ამ ორი უხუცესის წინააღმდეგ რადგან
დანიელმა მათივე პირით ამხილა ისინი ცრუმოწმობაში. ისევე მოექცნენ მათ,
როგორც დაიმსახურეს, როცა თვისტომის მიმართ ბოროტს იზრახავდნენ. |
61 |
და აღდგეს მოხუცებულთა ზედა, რამეთუ შეაყენნა იგინი დანიელ თქმულთაგან მათთა
ცილისდამწამებელნი და ყვეს მათდა, ვითარცა-იგი ბოროტი იზრახეს ყოფად მოყუსისა, |
62 |
მოექცნენ მოსეს რჯულის მიხედვით და დახოცეს ისინი. იმ
დღეს გადარჩა უბრალო სისხლი. |
62 |
შჯულისაებრ მოსესსა, და მოკლნეს იგინი, და ცხონდა სული უმიზეზოჲ მას დღესა შინა. |
63 |
ხილკიამ და მისმა ცოლმა განადიდეს ღმერთი თავიანთი
ასულის, სუსანას გამო, იოაკიმთან, მის ქმართან და ყველა ახლობელთან ერთად,
რადგან არ აღმოჩნდა მასში სამარცხვინო საქმე. |
63 |
ხოლო ქელკაჲ და ცოლი მისი მიქებლობდეს უფლისა, ასულისა მათისა სუსანაჲსთჳს,
იოაკიმისის თანა, ქმრისა მისისა, და თანმონათესავეთა ყოველთა, რამეთუ არა იპოვა მის
შორის უშუერი საქმე. |
64 |
განდიდდა დანიელი ხალხის თვალში იმ დღიდან და მას შემდეგ. |
64 |
და დანიელ იქმნა დიდ წინაშე ერისა მიერ დღითგან წამართ. |