1 |
სიტყვანი ეკლესიასტესი, ძისა დავითისა, იერუსალიმის მეფისა.
|
1 |
სიტყუანი ეკლესიასტესნი, ძისა დავითისნი, მეფისა ისრაჱლისანი, იერუსალიმს
|
2 |
ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა,
ყოველივე ამაოა. |
2 |
ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე, - ამაოება ამაოთა,
ყოველივე ამაო |
3 |
ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ
ეწევა? |
3 |
რა უმეტეს არს კაცისა, ყოველსა შინა შრომასა მისსა,
რომელსა შურების მზესა ამას ქუეშე |
4 |
თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია
უკუნისამდე. |
4 |
ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქუეყანა
უკუნისამდე ჰგიეს |
5 |
აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და
კვლავ იქიდან ამობრწყინდება. |
5 |
და აღმოვალს მზე და დავალს მზე და ადგილსა თჳსსა მივალს
იგი |
6 |
სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ;
ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს. |
6 |
და მუნვე მივალს სამხრით და მოჰვლის ჩრდილოთ, გარემოვლის
გარემო სული და სიმრგულესა თჳსსა მოიქცევის სული |
7 |
ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ
აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ
მიედინებიან. |
7 |
ყოველი ჴევნები შესდის ზღუასა და ზღუა ვერ განძღების
ადგილსა მას, სადა-იგი ჴევნები მივალს, მუნვე კუალად მიიქცევინ იგინი
განსლვად |
8 |
უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა;
თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება. |
8 |
ყოველნივე სიტყუანი შრომით; ვერ შემძლებელ არს კაცი
სიტყუად, და ვერ განძღეს თუალნი ხედვითა, და არა აღივსოს ყური სმენითა |
9 |
რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე
მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი. |
9 |
რა არს ქმნილი იგი თავადი ყოფადისა მის და რაჲ არს,
რომელმან ქმნა იგი? არს თავადი, რომელი ჰყოფს |
10 |
ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში. |
10 |
და არა რაჲ არს ყოველივე მზესა ამას ქუეშე, რომლისათჳს
იტყჳს და თქუას, ვითარმედ: ესე ახალი არს. მიერითგან ქმნილ არს საუკუნეთა
მათ ყოფილთა უწინარეს ჩუენსა |
11 |
არ დარჩენილა ხსოვნა იმათი, ვინც წინათ იყო; და
მომდევნოთაც, ვინც იქნებიან, არ გაიხსენებს მათი მიმყოლი. |
11 |
არა არს ჴსენება პირველთა მათ და უკუანაჲსკნელთა, რომელნი ყოფილ არიან უწინარეს
ჩუენსა, არა არს ჴსენება ქმნილთა მათ თანა უკუანაჲსნელთა |
12 |
მე, ეკლესიასტე, მეფე ვიყავ ისრაელისა იერუსალიმში.
|
12 |
მე, ეკლესიატე, ვიყავ მეფე ისრაჱლსა ზედა, იერუსალიმს
|
13 |
ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი,
რაიც მომხდარა ცისქვეშეთში; ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამის ძეთ
სატანჯველად. |
13 |
და მივეც გული ჩემი გამოძიებად და განზრახვად სიბრძნესა ყოვლისავეთჳს, რომელ ქმნილ
არიან მზესა ქუეშე, რამეთუ მიმოტაცება შრომისა მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა, რათა
მიმოიტაცებოდიან მას შინა
|
14 |
განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში;
და აჰა, ვცანი - ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა. |
14 |
ვიხილენ ყოვლითურთ, რომელნი ქმნილ არიან მზესა ქუეშე, და აჰა, ესერა, ყოველივე ამაო
და გამორჩევა სულისა
|
15 |
გამრუდებულს ვეღარ გამართავ, ხოლო ნაკლულს ვეღარაფრით
ვეღარ შეავსებ. |
15 |
და გარდაქცეული იგი ვერ ჴელ-ეწიფების შემკობად, და დაკლებულსა მას ვერ უძლავს
აღრაცხვად
|
16 |
ვუთხარი ჩემს თავს: აჰა, მოვიპოვე და განვიმრავლე ცოდნა
ყოველთა უპირატესად, ვინც არსებულა ჩემს უწინარეს იერუსალიმში, და ეზიარა
გონება ჩემი განუზომელ სიბრძნეს და ცოდნას. |
16 |
ვიტყოდე მე გულსა ჩემსა და ვთქუ: აჰა, ესერა, მე განვდიდენ უფროს მათსა, რომელნი
იყუნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს და მივეც გულსა ჩემსა ცნობა სიბრძნისა და
მეცნიერებისა. და შევსძინე მე სიბრძნე ყოველსა ზედა, რაოდენნი იყვნეს უწინარეს
ჩემსა იერუსალჱმსა
|
17 |
როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება,
უმეცრება და სისულელე, მივხვდი - ამასაც არა აქვს აზრი. |
17 |
და გულმან ჩემმან იხილა მრავალი სიბრძნე და მეცნიერება. იგავნი და მიწევნანი ვცნენ
მე, რამეთუ ესეცა სულისა გამორჩევაჲ არს
|
18 |
რადგან, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის
შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს. |
18 |
რამეთუ სიმრავლესა შინა სიბრძნისა სიმრავლე მეცნიერებისა არს; და რომელმან შესძინოს
ცნობა, შესძინოს მან სალმობა
|