1 |
ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე,
რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი - მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
|
1 |
ნუ ისწრაფი პირითა შენითა და გული შენი ნუ ისწრაფინ გამოღებად სიტყჳსა წინაშე
ღმრთისა, რამეთუ ღმერთი ცათა შინა არს და შენ ქუეყანასა ზედა. ამისთჳს იყუნედ
სიტყუანი შენნი მცირე
|
2 |
როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა
უგუნურის ნაუბარი. |
2 |
რამეთუ მოიწიოს ჩუენება სიმრავლითა განმცდელისაჲთა და
ჴმაჲ უგუნურისაჲ სიმრავლითა სიტყუათაჲთა. |
3 |
თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას,
რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე. |
|
|
4 |
სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო. |
|
|
5 |
ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში
ჩაიგდო თავი; ნურც იმართლებ თავს ანგელოსის წინაშე, შევცდიო. რად უნდა
განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დაღუპოს შენი ხელით ქმნილი? |
|
|
6 |
რადგან ბევრს სიზმრებს ბევრი ამაო სიტყვა ახლავს; შენ კი
ღვთისა გეშინოდეს. |
|
|
7 |
თუ სადმე ქვეყნად იხილავ ღატაკთა შევიწროებას და
სიმართლისა და ჭეშმარიტების შერყვნას, ნუ გაიკვირვებ, რადგან მაღალს
უთვალთვალებს მასზე მაღალი; ხოლო მათ ზემოთ კიდევ არის უფრო მაღალი. |
|
|
8 |
უკეთესია ის ქვეყანა, სადაც მეფე ქვეყნისთვის იღწვის. |
|
|
9 |
ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის
მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა. |
|
|
10 |
ბევრ დოვლათს ბევრი მჭამელი ჰყავს; რაღა დარჩება პატრონს მისას? მხოლოდ ყურება. |
|
|
11 |
ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდ ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს
უფრთხობს მდიდარს.
|
|
|
12 |
არის, მიხილავს მტანჯველი ბოროტება ამ მზისქვეშეთში: პატრონის საზიანოდ დამარხული
სიმდიდრე. |
|
|
13 |
დაიკარგება ეს სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო და შვილი
მისი ხელცარიელი დარჩება; |
|
|
14 |
ისევ შიშველი გაბრუნდება, როგორც მოვიდა დედის მუცლიდან
და ვეღარაფერს მოიხვეჭს შრომით. |
|
|
15 |
ესეც მტანჯველი ბოროტებაა: როგორც მოვიდა, ისე რომ წავა.
რა სიკეთეა, ფუჭად რომ შრომობს? |
|
|
16 |
თან თავის დღეებს ბნელში ამოჭამს, დარდით, ტკივილით
გულგასენილი. |
|
|
17 |
აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა,
სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ
მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი. |
|
|
18 |
კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის
შნოსაც, რომ მოიხმაროს, მიიღოს წილი და გაიხაროს თავისი შრომით; ეს
ყველაფერი ღვთის წყალობაა. |
|
|
19 |
და რაკი ბევრს ვეღარაფერს გაიხსენებს კაცი თავის
სიცოცხლეში, ღმერთი მისცემს მას გულის სიხარულს. |
|
|