1 |
კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა - გაჩენის დღეს.
|
|
|
2 |
ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას, რადგან იქ არის
ბოლო კაცისა; ცოცხალმა კაცმა ეს ყურად იღოს. |
|
|
3 |
მწუხარება სჯობს სიცილს, რადგან სახის დაღვრემისას
კეთილია გული. |
|
|
4 |
ბრძენთა ფიქრები გლოვის სახლშია, უგუნურთა ფიქრები -
მხიარულების სახლში. |
|
|
5 |
სჯობს ბრძენისაგან კიცხვას ისმენდე, ვიდრე ბრიყვისგან
ქება-დიდებას. |
|
|
6 |
რადგან ბრიყვთა სიცილი ქვაბის ქვეშ ფიჩხის ტკაცუნს ჰგავს;
ამაოებაა ეს. |
|
|
7 |
გაჭირვება ბრძენს გამოაჩენს, ხოლო ქრთამი რყვნის გულს
კაცისას. |
|
|
8 |
საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს; სულგრძელი კაცი სჯობს
ამპარტავანს. |
|
|
9 |
გულისწყრომად ნუ იჩქარი, რადგან გულისწყრომა უგუნურთა
მკერდში ბუდობს. |
|
|
10 |
ნუ იტყვი: წარსული დროება აწმყოს რად სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ
კითხვას. |
|
|
11 |
კარგია სიბრძნე და დოვლათი, დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
|
|
|
12 |
სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს, მაგრამ სიბრძნე უპირატესია; მის
მფლობელს აცოცხლებს. |
|
|
13 |
შეხედე ღვთის შექმნილს: ვინ გამართავს მისგან გამრუდებულს? |
|
|
14 |
კეთილდღეობისას იბედნიერე, ძნელბედობისას ფრთხილად მოიქეც! ესეც და ისიც ღმერთმა
შექმნა ერთმანეთის საპირისპიროდ, რათა კაცმა მის უკან ვერაფერი შეიცნოს. |
|
|
15 |
ბევრი რამ ვნახე ჩემს ამაო წუთისოფელში: მართალი იღუპება თავის სიმართლეში,
ბოროტეული დღეგრძელობს თავის ბოროტებაში. |
|
|
16 |
ნუ იქნები ზედმეტად მართალი და მეტისმეტად ნუ დაბრძენდები - რად გინდა, რომ
შეძრწუნდე? |
|
|
17 |
მეტისმეტად ნუ იბოროტებ, არც გაბრიყვდე - რად გინდა, რომ უდროოდ მოკვდე? |
|
|
18 |
უმჯობესია, ერთიც იყო და მეორეც, არც ერთი უარყო და არც მეორე; რადგან ღვთის მოშიში
ყველაფრისგან თავს აღწევს. |
|
|
19 |
სიბრძნე ბრძენისათვის ძალაა, ქალაქის ათ მბრძანებელზე აღმატებული. |
|
|
20 |
არ იპოება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს. |
|
|
21 |
ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ, რათა არ გესმოდეს, შენი მონა როგორ
გაგინებს.
|
|
|
22 |
რადგან ბევრჯერ გამოგიცდია, შენც რომ აგინებდი სხვებს. |
|
|
23 |
ყოველივე ეს სიბრძნით გამოვიკვლიე; ვთქვი: ბრძენი ვარ-მეთქი, მაგრამ სიბრძნე შორსაა
ჩემგან. |
|
|
24 |
შორია, რაც იყო, და ღრმა არის, ღრმა, ვინ მიაგნებს? |
|
|
25 |
გულს ვიდევ, შემეცნო, შემესწავლა, გამომეკვლია, რა არის სიბრძნე და გონიერება, რათა
მცოდნოდა, რომ უმეცრება ბოროტებაა. |
|
|
26 |
მივხვდი, სიკვდილზე მწარეა დიაცი, მახე და ბადეა მისი გული,ბორკილებია ხელები მისი;
ღვთის სათნო გადაურჩება, ხოლო ცოდვილი მისგან დატყვევდება. |
|
|
27 |
აი, რას მივხვდი, თქვა ეკლესიასტემ: თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო. |
|
|
28 |
კიდევ ამას ეძიებდა გონება ჩემი, მაგრამ ვერ ვპოვე: ათასიდან ერთი მამაკაცი ვპოვე,
მაგრამ მათ შორის ვერა ვპოვე ვერცერთი ქალი. |
|
|
29 |
აჰა, ეს ვპოვე მხოლოდ: ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს
მრავლად იჩენენ. |
|
|