1 |
ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ,
|
1 |
ვაჲ მწერალთა უკეთურებისათა, რამეთუ წერდენ რაჲ, უკეთურებასა წერენ,
|
2 |
სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს,
ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ! |
2 |
მიმდრეკელნი მშჯავრსა გლახაკთასა, აღმტაცებელნი საშჯელსა დავრდომილთა ერისა
ჩემისათასა, რაჲთა იყვნენ მათდა ქურივი დასატაცებელად და ობოლი წარსატყვენელად. |
3 |
რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ
მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ? |
3 |
და რაჲ ყონ დღესა მას მოხედვისასა, რამეთუ ჭირი თქვენი
შორით მოვიდეს, და ვისსა მიმართ მიივლტოდით შესაწევნელად, და სადა დაუტეოთ
დიდებაჲ თქვენი? |
4 |
ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა
დახოცილთა შორის! მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია
მისი ხელი. |
4 |
არ შთავრდომად საძნაურსა და ქუეშე კვრძო მოკლულთასა
დაეცნენ. ამათ ყოველთა ზედა არ გარემიიქცა გულისწყრომაჲ მისი, არამედ
მერმეცა ჴელი მისი მაღალ. |
5 |
ვაი აშურს, კვერთხს ჩემი რისხვისა! კეტი მათ ხელში ჩემი
გულისწყრომაა. |
5 |
ვაჲ ასსურასტანელთა, კუერთხი გულისწყრომისა ჩემისა და
რისხვისა ჩემისა არს ჴელთა შინა მათთა. |
6 |
უღვთო ხალხის წინააღმდეგ გავგზავნი და ჩემი რისხვის
ხალხზე გალაშქრებას ვუბრძანებ, რომ დაატყვევოს და გაძარცვოს, გათელოს ქუჩის
ტალახივით. |
6 |
რისხვა ჩემი ნათესავისა მიმართ უშჯულოჲსა მივავლინო. და
ერსა ჩემსა დაუწესო ყოფა ტყუედ და იავარად და დათრგუნვად ქალაქთა და
დასხმად მათდა მტუერად. |
7 |
მაგრამ ის ასე არ განსჯის და მისი გული ასე არ იზრახავს;
არამედ განადგურებაა მის გულში და ხალხების ერთიანად მოსპობა. |
7 |
ხოლო იგი არა ესრეთ იგონებს და სულითა არა ესრეთ
გულისსიტყუავს, არამედ შეცვალოს გულისსიტყუა თჳსი ნათესავისაცა მოსრვად
არამცირისა. |
8 |
რადგან ამბობს: განა ჩემი მთავრები ყველანი მეფეები არ
არიან? |
8 |
და უკეთუ ჰრქუან მას: შენ მხოლოჲ ხარ მთავარ? და თქუას: |
9 |
განა ქალნო და ქარქემიში ერთი არ არის? განა არფადი და
ხამათი ერთი არ არის? განა დამასკო და სამარია ერთი არ არის? |
9 |
არა მოვიღე სოფელი ზენაკერძო ბაბილონისა და ხალანისა,
სადა გოდოლი აღეშენა, და მოვიღე არაბია და დამასკოჲ და სამარიაჲ. |
10 |
როგორც მისწვდა ჩემი ხელი კერპთა სამეფოებს, რომელთაც
მეტი ჰყავთ ჩამოსხმული ღმერთები, ვიდრე იერუსალიმს და სამარიას; |
10 |
ვითარსახედ ესენი მოვიხვენ, ყოველნი მთავრობანი მოვიხუნე.
ვალალაებდით ქანდაკებულნი იერუსალიმს შინა და სამარიას შინა, |
11 |
როგორც სამარიას და მის კერპებს მოვექეცი, განა ისევე არ
მოვექცევი იერუსალიმს და მის სათაყვანებლებს? |
11 |
რამეთუ ვითარსახედ უყავ სამარიასა და ჴელითქმნულთა მისთა,
ეგრეთ უყო ივრუსალიმსაცა და კერპთა მისთა. |
12 |
როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ
მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს - მის ქედმაღლურ მზერას.
|
12 |
და იყოს, ოდეს შეასრულნეს უფალმან ყოველთა მოქმედმან, შორის მთასა სიონსა და
იერუსალიმსა, და მოაწიოს გონებასაცა ზედა დიდსა მთავარსა ზედა ასსურასტანელთასა და
სიმაღლესა ზედა დიდებისა თვალთა მისთასა,
|
13 |
რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით ვქმენი ეს და
ჩემი სიბრძნით, რადგან გამჭრიახი ვარ; მე გადავწიე ხალხთა სამანები და
გავძარცვე მათი საგანძურები, ბუმბერაზივით ჩამოვყარე ტახტებზე მსხდომარენი. |
13 |
რამეთუ თქვა: ძალითა ჴელისა ჩემისათა ვყო და სიბრძნითა
გულისხმის-ყოფისა ჩემისათა, მოვიპყრნე და საზღვარნი წარმართთანი და ძალითა
მით წარმოვტყუენო და შევძრნე ქალაქნი დამკჳდრებულნი. |
14 |
ბუდესავით მოძებნა ჩემმა ხელმა ხალხთა საბადებელნი;
მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრიფე მთელი ქვეყანა, ფრთა არ
შერხეულა, პირი არ გაღებულა, ხმა არ დაძრულა. |
14 |
და მკჳდროსანი სრული მოვიღო, დავიპყრა ჴელითა ჩემითა,
ვითარცა ბუდე, და, ვითარცა დატევებულნი კუერცხნი, აღვიხუნე და არავინ იყოს,
რომელი განმერეს მე, ანუ განმსიტყოს მე და აღმიღებდეს პირთა და მჭრტინავთა. |
15 |
თუ ეყოყოჩება ცული მჩეხელს, თუ ედიდგულება ხერხი
მხერხელს? ვითომ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს, ვითომ თავისით აღიმართება
კეტი, თითქოს ხე არ იყოს? |
15 |
ამას იტყვის უფალი: ნუ იდიდოს ცული თჳნიერ მკუეთელისა მის
მიერ, ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისა? ეგრეთვე უკუეთუ ვინ
აღიღოს კუერთხი, ანუ ხე, და არა ესრეთ, |
16 |
ამიტომ სიმჭლევეს მოუვლენს მეუფე, ცაბაოთ უფალი მის
ნასუქალებს და მისი დიდების ქვეშ ცეცხლის ხანძარივით ატყდება ხანძარი. |
16 |
არამედ მოავლენს უფალი საბაოთ პატივსა შენსა ზედა
უპატიოებასა, და დიდებასა შენსა ზედ ცეცხლი მოტყინარე აღეგზნას. |
17 |
ცეცხლად გადაიქცევა ისრაელის ნათელი და ხანძრად - მისი
წმიდა, ერთ დღეში დაწვავს და გადაბუგავს მის ძეძვს და ნარ-ეკალს. |
17 |
და იყოს ნათელი ისრაილისა ცეცხლად და განვწმიდო იგი
ცეცხლითა მგზებარითა და ჭამდეს, ვითარცა თივასა, ნივთსა. მას დღესა |
18 |
გაანადგურებს სულით ხორცამდე მისი ჭალების და
ბაღ-ვენახების დიდებას, ჩაჭკნება და ჩაიხაშმება. |
18 |
დაშრტენ მთანი და ბორცუნი და მაღნარნი, და შეიჭამოს
სულითგან ვიდრე ჴორცთამდე. და იყოს მლტოლვარე, ვითარცა მლტოლვარე ალისაგან
მგზებარისა. |
19 |
გამეჩხერდება მისი მაღნარი და ბავშვიც კი დაითვლის
დარჩენილ ხეებს. |
19 |
და დაშთომილნი მათნი იყვნენ რიცხვეულ და ყრმამან დაწერნეს
იგინი. |
20 |
იმ დღეს აღარ დაენდობა ისრაელის ნატამალი და იაკობის
სახლის ნარჩომი თავის მგვემელს; უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა
დარწმუნებით. |
20 |
და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე შეეძინოს დაშთომილი
ისრაილსა და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ,
მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმრთისა მიმართ წმიდისა
ისრაილისასა ჭეშმარიტებითა. |
21 |
ნატამალი დაუბრუნდება, იაკობის ნატამალი ძლიერ ღმერთს! |
21 |
და იყოს დაშთომილი იაკობისი ღმრთისა მიმართ ძლიერისა. |
22 |
თუმცა ზღვის ქვიშასავით იქნება შენი ერი, ისრაელ, მაგრამ
ნატამალი დაუბრუნდება მას. გადაწყვეტილია დაქცევა - შურისმგებელი
სამართლიანობა. |
22 |
და უკეთუ იქმნეს ერი ისრაილისა, ვითარცა ქჳშა ზღჳსაჲ,
ნეშტი მათი ცხოვნდეს, რამეთუ სიტყუა შემასრულებელი და თანმკუეთი სიმართლესა
შინა, |
23 |
რადგან გადაწყდა ეს დაქცევა და აღასრულებს მეუფე, ცაბაოთ უფალი მთელ ქვეყანაზე.
|
23 |
რამეთუ სიტყვაჲ თანშეკუეთებული ყოს უფალმან ძალთამან მკჳდროანსა შინა სრულსა.
|
24 |
ამიტომ ასე ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი: ნუ გეშინია
აშურისა, ჩემო ერო, სიონის მკვიდრო! კვერთხით გცემს და კეტს გიღერებს,
როგორც ეგვიპტელნი იქცეოდნენ. |
24 |
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი საბაოთ: ნუ ეშინინ ერსა
ჩემსა დამკჳდრებულთა სიონს შინა ასსურასტანელთაგან, რამეთუ კუერთხითა
დაგცეს შენ, რამეთუ წყლულება მოაწიოს შენ ზედა, ხილვად გზა ეგვიპტისა. |
25 |
რადგან, სულ ცოტაც და, შეწყდება გულისწყრომა და ჩემი
რისხვა მათ დასაქცევად აღინთება. |
25 |
მერმე, რამეთუ, მცირედღა და ედასცხრეს რისხვაჲ, ხოლო
გულისწყრომა ჩემი განზრახვასა ზედა მათსა. |
26 |
მოუქნევს მას ცაბაოთ უფალი შოლტს, როგორც მიდიანს დასცხო
ყორების კლდესთან და აღიმართება წყალზე მისი კვერთხი, როგორც ეგვიპტეში
აღმართა. |
26 |
და ზედაღუდგინნეს მათ ღმერთმან გუემანი წყლეულებისაებრ
მადიამისა ადგილსა შინა ჭირისასა და გულისწყრომაჲ მისი გზასა ზღუად
მიმართსა, ეგჳპტით კერძოსა. |
27 |
იმ დღეს ჩამოგეხსნება მისი ტვირთი მხრებიდან და მისი
უღელი ქედიდან, და გასკდება უღელი სიმსუქნისგან. |
27 |
და იყოს მას დღესა შინა, აღებულ იქმნეს უღელი მისი
ქედისაგან შენისა და შიში მისი შენგან და განირყუნას უღელი მისი მჴართაგან
შენთა, |
28 |
ის მიდის ყაიათში, ჩაუვლის მიგრონს, მიქმასში საჭურველს
გადაინახავს; |
28 |
რამეთუ მივიდეს ქალაქად ანგედ და წარვლოს მაგედდოჲ და
მაქმას შინა დადვას საჭურველი თჳსი. |
29 |
გაივლის კლდეკარს, გებაყში გაათევს ღამეს, რამა
შეძრწუნდება, საულის გიბყა გაიფანტება. |
29 |
და წარვლოს ღელედ და მოვიდეს გაბაონდ, დაისადგუროს.
შიშმან შეიპყრას რამაჲ, ქალაქი საულისი. |
30 |
აყიჟინდი შენს ხმაზე, გალიმის ასულო! გესმოდეს, ლაიშა,
ბედშავო ყანათოთო! |
30 |
ივლტოდის ასული იერუსალიმისა, კიმანებდ ჴმითა შენითა,
ესმეს ლაისასა, ესმეს ანათოთსა! |
31 |
მადმენა გაიქცა, გებიმელებმა თავს უშველეს. |
31 |
განჰკრთა მადევინა, და დამკჳდრებულნი გივეიმისანი.
ივედრების |
32 |
კიდევ ერთი დღით ნობში დაყოვნდება, ხელს მოუღერებს სიონის
ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს. |
32 |
დღეს გზასა ზედა დადგრომად ჴელითა, ივედრების მთაჲ, ასული
სიონისაჲ, და ბორცუნი იერუსალჱმსშინანი. |
33 |
აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, ზარდაცემით ლეწავს რტოებს;
ტანმაღალნი გაიჩეხებიან და აღზევებულნი დაემხობიან. |
33 |
და აჰა, მეფე, უფალი საბაოთ, თანაღაშფოთებს დიდებულთა
ძალისა მიერ, და მაღალნი გინებითა შეიმუსრნენ. |
34 |
გაკაფავს რკინით ტყის უღრანს და დაეცემა ლიბანი ძლიერის
ხელით. |
34 |
და დამდაბლდენ და დაეცნენ მაღალნი მახვილითა, ხოლო ლიბანი
მაღალთა თანა დაეცეს. |