
| 
|
ესაია წინასწარმეტყველი
თავი მეთორმეტე
ახალი ქართულით |
ძველი ქართულით |
1 |
შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და
მანუგეშე.
|
1 |
და სთქუა მას დღესა შინა: გაკურთხევ შენ, უფალო, მით, რამეთუ განმირისხენ მე, და
გარემიიქციე გულისწყრომა შენი ჩემგან და შემიწყალე მე.
|
2 |
აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა,
უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი. |
2 |
აჰა, ღმერთი ჩემი, მაცხოვარი უფალი. და მოსავ ვიყო მისდამი და ვცხოვნდე მის მიერ.
და არ შევიშინო მით, რამეთუ დიდებაჲ ჩემი და ქებაჲ ჩემი არს უფალი და მეყო მე
მაცხოვარ. |
3 |
სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან. |
3 |
აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხორებისათა. |
4 |
იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს,
აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი. |
4 |
სთქუა მას დღესა შინა: უგალობდით უფალსა, ჴმა-ყავთ სახელი
მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულნი მისნი, მოიჴსენეთ, რამეთუ
ამაღლდა სახელი მისი. |
5 |
უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას
მოედო ეს ამბავი. |
5 |
საგალობელ-ყავთ სახელი უფლისაჲ, რამეთუ მაღალნი ქმნნა.
მიუთხრენით ესენი შორის ყოვლისა ქუეყანისა. |
6 |
იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ
შუაგულში ისრაელის წმიდა! |
6 |
იხარებდით და იშუებდით დამკჳდრებულნი სიონს, რამეთუ
ამაღლდა წმიდაჲ ისრაჱლისა, საშუალ მისსა. |
|
|

|
|