1 |
განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ:
|
1 |
ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, ძჳნად ბაბილონისა.
|
2 |
ხმელ გორზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ
მთავართა კარიბჭით. |
2 |
მთასა ზედა ევლოანსა აღიღეთ სასწაული, აღიმაღლეთ ჴმაჲ თქუენი, ნუ გეშინინყე.
ნუგეშინის-ეცით ჴელითა, აღაღეთ მთავართა. |
3 |
მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს ძლიერთ
ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ. |
3 |
მე დავაწესო, განწმენდილნი არიან, და მე შევკრიბნე იგინი;
გმირნი მოვლენ დაცხრობად რისხვისა ჩემისა, მოხარულნი ერთბამად და
მაგინებელნი. |
4 |
მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან, ერთად
თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული; ცაბაოთ უფალი თავად ათვალიერებს
საომრად გამზადებულ ლაშქარს. |
4 |
ჴმაჲ ნათესავთა მრავალთა მთათა ზედა მსგავსი ნათესავთა
მრავალთა, ჴმა მეფეთა და ნათესავთა შეკრებულთა. უფალმან საბაოთ უბრძანა
ნათესავსა საჭურველით მბრძოლისა |
5 |
შორი ქვეყნებიდან, ცის კიდიდან მოდიან, უფალი და მისი
რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად. |
5 |
მოსლვა ქუეყანისაგან შორიელისა მწუერვალისაგან
საფუძველისა ცისასა უფალმან და საჭურველით მბრძოლთა მისთა განხრწნად
ყოვლისა მკჳდროვნისა და ცოდვილთა წარწყმედად მისგან. |
6 |
მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც
რბევა ყოვლადძლიერისგან. |
6 |
ვალალაებდით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ და შემუსრვა
ღმრთისა მიერ მოიწიოს. |
7 |
ამიტომაც დაუძლურდა ყოველი მკლავი და ყოველი კაცის გული
შემდრკალია. |
7 |
ამისთჳს ყოველი ჴელი დაიჴსნას და ყოველი სული კაცისა
შეშინდეს. |
8 |
შიშისზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს,
მშობიარე ქალივით იტანჯებიან, გაოგნებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს, სახეზე
ცეცხლი ეკიდებათ. |
8 |
და შეშფოთნენ მოციქულნი და სალმობამან შეიპყრნეს იგინი,
ვითარცა დედაკაცისა მშობიერისამან. და ძჳრხილულ იქმნენ მოყუასი მოყუსისა
მიმართ, და განჰკრთენ და პირი მათი, ვითარცა ალი, შეცვალონ. |
9 |
აჰა, დადგა უფლის დღე - დღე სასტიკი, დღე რისხვისა და
გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი
პირისაგან. |
9 |
რამეთუ, აჰა, დღე უფლისაჲ მოვალს უკურნებელი
გულისწყრომისა და რისხვისა, დადებად მკჳდროანი სრული ოჴრად, და ცოდვილთა
წარწყმედად მისგან, |
10 |
რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან,
დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს. |
10 |
რამეთუ ვარსკულავთა ცისათა და ორიონმან და ყოველმან
სამკაულმან ცისამან არ მოსცენ ნათელი მათი, და დაბნელდეს მზისა
აღმომავალისა და მთოვარემან არ მოსცეს ნათელი თვისი. |
11 |
მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ - მათ
დანაშაულს; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს
დავამდაბლებ. |
11 |
და ვამცნო სოფლისა ყოვლისა ძჳრნი და უთნოთა ცოდვანი
მათნი, და წარვწყმიდო გინება უშჯულოთა და გინება ამპარტავანთა დავამდაბლო. |
12 |
დავაფასებ კაცს ხალას ოქროზე მეტად და ადამიანს - ოფირის ზოდზე მეტად.
|
12 |
და იყვნენ დატევებულნი პატიოსან უფროს, ვიდრე ოქროჲ სოფირული უცეცხლო, და კაცი
უფროს პატიოსან იყოს, ვიდრე ქვა სოფირული,
|
13 |
ამიტომაც შევაზანზარებ ცას და შეირყევა დედამიწა თავისი
ადგილიდან ცაბაოთ უფლის გულისწყრომისას და მისი რისხვის ანთების დღეს. |
13 |
რამეთუ ცაჲ გულმწყრალ იქმნას. და ქუეყანა შეირყიოს
საფუძველთათგან მისთათ გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა საბაოთისა,
დღესა შინა, რომელსაცა მოიწიოს რისხვა მისი. |
14 |
შეიქნებიან დევნილი ქურციკებივით და უმწყემსოდ დარჩენილ
ფარასავით; ყველა თავის ხალხს მიაშურებს, ყველა თავის ქვეყნისკენ გაიქცევა. |
14 |
და იყვნენ დაშთომილნი, ვითარცა ქურციკი მლტოლვარვ და
ვითარცა ცხოვარი ცთომილი და არა იყოს შემკრებელ, ვიდრემდის კაცისა ერისა
მიმართ თჳსისა მიქცევად და კაცისა სოფლისა მიმართ თჳსისა დევნად, |
15 |
ვისაც მიასწრებენ, განგმირავენ, ვისაც დაიჭერენ, მახვილით
დასცემენ. |
15 |
რამეთუ, რომელიცა შევიცვა, იძლიოს და, რომელნი შეკრებულნი
არიან, მახჳლითა დაეცნენ. |
16 |
მათი ჩვილები მათ თვალწინ გაიჭეჭყებიან, მათი სახლები
გაიძარცვება, მათი ცოლები გაუპატიურდებიან. |
16 |
და შვილნი მათნი წინაშე მათსა განხეთქნენ და ცოლნი მათნი
მიიყვანნენ და სახლნი მათნი წარიტყუენნენ. |
17 |
აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად
აგდებენ და ოქრო არ ახარებთ. |
17 |
აჰა, აღვადგენ თქუენ ზედა მიდთა, რომელნი ვეცხლსა არ
შეჰრაცხენ, არცა ოქროსა ჴსენება აქუსყე. |
18 |
მათი მშვილდები ყმაწვილკაცებს შემუსრავს; მუცლის ნაყოფს
არ შეიწყალენენ, ბავშვებს არ შეიბრალებს მათი თვალი. |
18 |
მშჳლდვანი ჭაბუკთანი შემუსრნენ და შვილნი თქუენნი არ
შეიწყალნენ, არცა ძეთა შენთა ზედა ერიდნენ თუალნი მათნი. |
19 |
ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების
სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას. |
19 |
და იყოს ბაბილონი, რომელი იწოდების დიდებულ მეფისაგან
ქალდეველთასა, ვითარსახედ დააქცინა უფალმან სოდომაჲ და გომორრაჲ. |
20 |
არასოდეს გაკაცრიელდება და არ გაშენდება უკუნისამდე;
არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ. |
20 |
არდამკჳდრებულ იქმნეს საუკუნესა ჟამსა, არცა არ შევიდენ
მისდამი მრავალთა მიერ ნათესავთა, არცა არ განვლონ იგი არაბთა, არცა
მწყემსთა არ განისუენონ მას შინა. |
21 |
უდაბნოს მხეცები გაიჩენენ იქ ბუნაგს და მიკიოტებით
აივსება მათი სახლები, სირაქლემები დასახლდებიან იქ და ალქაჯები გათელავენ
იქაურობას. |
21 |
და განისუენებდენ მუნ მჴეცნი და აღივსნენ სახლნი ჴმითა,
და განისუენებდენ მუნ სირინოსნი და ეშმაკებნი როკვიდენ მუნ. |
22 |
ტურები მოჰყვებიან კივილს გაოხრებულ სასახლეებში და
ველური ძაღლები აყმუვლდებიან მის საზეიმო დარბაზებში; მოაწევს მისი ჟამი და
მისი დღეები აღარ გაგრძელდება. |
22 |
და ვირკინტავროსნი დაემკვიდრნენ მუნ და ბუდე შექმნან
გრძღაბთა ექინთა სახლთა შინა მისთა. |