1 |
მოაბის განაჩენი. იმ ღამით, როცა გაძარცვეს ყარი, გაცამტვერდა მოაბი, რადგან იმ
ღამით გაძარცვეს კირი, გაცამტვერდა მოაბი.
|
1 |
სიტყვა ძჳნად მოაბელასი - ღამე წარწყმდეს მოაბელა, რამეთუ ღამე წარწყმდეს ზღუდე
მოაბელისი.
|
2 |
ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი;
ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს. |
2 |
დაწუხენით თავთა ზედა თქუენთა, რამეთუ წარწყმდა დებონი, სადა ბომონი თქუენი
აღეშენა. მუნ აღვედით ტირილად ნადავავსა ზედა და მიდავასა მოაბელაჲსსა ვალალაებდით,
ყოველსა ზედა თავსა სიმტიერე, ყოველნი მკლავნი შეკუეთილებ. |
3 |
ქუჩებში ჯვალო არტყიათ, ბანებზე და მოედნებზე ყველა
გოდებს, ცრემლად იღვრებიან. |
3 |
უბანთა ზედა მისთა გარემოირტყთ ძაძები და იტყებდით
ერდოებსა ზედა მისსა, და ურაკპარაკთა შორის მისთა. ყოველნი ვალალაებდით
ტირილით. |
4 |
კივის ხეშბონი და ელყალე, იაჰაცას წვდება მათი ხმა;
ამიტომ აყვირდნენ მოაბის მებრძოლები, შეშფოთებულია მისი სული. |
4 |
რამეთუ ღაღად-ყო ესსევონმან და ელეალამან, ვიდრე იასსამდე
ისმა ღაღადება მათი. ამისთჳს წელნი მოაბელისნი ჴმობენ, სულმან მისმან ცნას. |
5 |
ჩემი გული კვნესის მოაბზე, მისი დევნილნი ცოღარში
აფარებენ თავს, ყეგლათ-შელიშიაში; რადგან მოთქმა-მოთქმით მიჰყვებიან
ლუხითის აღმართს, რადგან განწირული ხმით კივიან ხორონაიმის გზაზე. |
5 |
გული მოაბელაჲსი ჴმობს თავსა შორის თჳსსა, ვიდრე
სიგორამდე, რამეთუ დიაკეული არს სმნიერი, ხოლო აღსავალსა ზედა ლუითისასა
მტირალნი აღვიდენ შორის გზასა არონიიმისასა. ჴმობს შემუსრვაჲ და საარება და
შერყევაჲ. |
6 |
რადგან გაოხრდა ნიმრიმის წყლები, რადგან დაჭკნა ბალახი,
განადგურდა მდელო, მწვანე აღარ არის. |
6 |
წყალი ნევრიმისა ოჴერ იყოს, და თივა მისი ყოველი
მოაკლდეს, რამეთუ თივა ნედლი არა იყოს. |
7 |
ამიტომ ტირიფთა ხევიც კი წაიღებს მათ ნარჩენებს და
მარაგს. |
7 |
ნუ ეგრეთცა ეგულების განრომა, რამეთუ დავასხნე ჴევნებსა
ზედა არაბნი და მიიღონ იგი, |
8 |
დაუარა მოთქმამ მოაბის საზღვრებს, გოდება მისწვდა ეგლაიმს
და გოდება მისწვდა ბეერ-ელიმს. |
8 |
რამეთუ შეერთო ჴმობა საზღვრისა მოაბელისი თაილიიმსა და
ვალალაები მისი ვიდრე ჯურღმულამდე ელიმისა, |
9 |
რადგან სისხლით აივსო დიმონის წყლები, რადგან ამას არ
ვაკმარებ დიმონს, ლომებს მივუსევ მოაბის ნარჩომს და მიწის ნატამალს! |
9 |
რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე
მოშლისა ზედა არაბნი და აღვიღო თესლი მოაბისა და არიელისა და ნეშტი
ადამაჲსა განვავლინო, ვითარცა ქუეწარმძრომელნი ქუეყანასა ზედა. |