1 |
გაუგზავნეთ კრავი ქვეყნის მპყრობელს სელაყიდან სიონის ასულის მთაზე უდაბნოს წიაღ!
|
1 |
ნუ კლდე ოხრებისა არსა მთა ასული სიონისა?
|
2 |
ბუდემოშლილი, დევნილი ფრინველივით იქნებიან მოაბის ასულნი არნონის ფონებთან. |
2 |
რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლილი ასული მოაბისა? |
3 |
მიეცი რჩევა, ქმენი სამართალი, გადმოაფარე შენი ჩრდილი
შუადღისას, როგორც ღამით; დაიფარე ლტოლვილი, ნუ გასცემ დევნილს. |
3 |
ხოლო ამისა შემდგომად არონოსათჳს უმრავლესთა განიზრახევდ:
ყავთ საფარველი გოდებისა მათისა სამარადისოდ სამხრისა, შორის სიბნელედ
ივლტიან. |
4 |
შეგეხიზნონ ჩემი ლტოლვილი მოაბელები, შეიფარე
ყაჩაღებისგან, ვიდრე არ შეწყდება მძლავრობა, ვიდრე ბოლო არ მოეღება
ყაჩაღობას, ვიდრე დამთრგუნველი არ გადაშენდება ამ ქვეყნიდან, |
4 |
განჰკრთეს, ნუ შესწუხნები, მსხემ გექმნებიან შენ
ლტოლვილნი მოაბისანი. იყვნენ საფარველ თქვენდა პირისაგან მდევარისა, რამეთუ
წარჴდა თანამბრძოლები შენი და მთავარი წარწყმდა, რომელი თრგუნვიდა
ქუეყანასა ზედა. |
5 |
და წყალობით დამყარდება ტახტი და რწმენით დაჯდება მასზე
დავითის კარავში მსაჯული, მსჯავრის მძებნელი და მოსწრაფე სამართლის ქმნაში. |
5 |
და განემართოს წყალობით საყდარი და დაჯდეს მას ზედა
ჭეშმარიტებისა თანა კარავსა შინა დავითისსა განმკითხველი და გამომეძიებელი
მშჯავრსა და მოსწრაფე სიმართლესა ზედა. |
6 |
გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი
ქედმაღლობა, მისი მედიდურობა, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი. |
6 |
გუესმა გინება მოაბისა, მაგინებელი ფრიად. ამპარტავანება
მისი აღვიღე და გინება მისი და ბორგა მისი, არა ესრეთ მისნობა შენი, |
7 |
ამიტომ ივალალოს მოაბმა, ყველამ ივალალოს მოაბზე. იგლოვეთ
კირ-ხარესეთის ტყლაპები, განადგურებულნო! |
7 |
არა ესრეთ, - ვალალაებს მოაბ, - რამეთუ მოაბელას თანა
ყოველნი ვალალაებენ დამკჳდრებულთა სელეკისათა წურთასა, და არა ჰრცხუენეს. |
8 |
რადგან გადახმა ხეშბონის ყანები, სიბმას ვენახები; ხალხთა
მბრძანებლებმა აკაფეს მისი რჩეული ვაზი, იაყზერამდე, უდაბნოში რომ
მიიკლაკნებოდა, მისი გაშლილი რტოები ზღვის გაღმა რომ უწვდენდა. |
8 |
ველთა ესებონისათა, იგლოოს ვენაჴმან სევამაჲსმან,
შთამნთქმელთა წარმართთა დათრგუნენით ვენაჴნი მისნი, ვიდრე იაზირამდე არა
შეიყვანეთ, შესცთეთ უდაბნოს, მოვლინებულნი მის მიერ დაშთომილ იქმნეს,
რამეთუ წიაღჴდეს ზღუასა. |
9 |
ამიტომ დავიტირებ იაყზერის ტირილით სიბმას ვენახს, ჩემი
ცრემლებით მოგრწყავთ, ხეშბონო და ელყალე, რადგან თქვენს რთველში და მკაში
ჩამწყდარია ჰედადის ძახილი. |
9 |
ამისთჳს ვსტიროდი, ვითარცა ტირილსა იაზირისსა, ვენაჴსა
სევამაჲისსა. ხევნარნი შენნი დაამჴუნა ესსებონ და ელეალი, რამეთუ სამკალსა
ზედა და სასთულებელსა ზედა შენსა მწყობრი დამთრგუნველთა დაეცა და ყოველი
დაეცეს. |
10 |
ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და ვენახებში აღარ
გაისმება სიმღერა და გუგუნი, საწნახლებში ღვინოს აღარ წურავენ; შევწყვიტე
ჰედადის ძახილი. |
10 |
და აღებულ იქმნეს შუებაჲ და სიხარული ვენაჴთაგან და
ვენაჴთა შინა შენთა არა იშუებდენ და არ დაიწნიხონ ღვინო საწნეხელთა შინა,
რამეთუ დასცხრა ბრძანება. |
11 |
ამიტომაც ქნარივით თრთის ჩემი შიგნეული მოაბზე და ჩემი
გული - კირ-ხარესზე. |
11 |
ამისთჳს მუცელი ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ქნარი ჴმისაჲ
სცემდეს, და შინაგანნი ჩემნი, ვითარცა ზდუდე, რომელი განაახლე. |
12 |
აჰა, გამოჩნდება დაქანცული მოაბი გორაკზე და შევა თავის
საწმიდარში სალოცავად, მაგრამ არაფერი ეშველება. |
12 |
და იყო ვიდრე შერცხჳნებული შენ, რამეთუ დაშურა მოაბაჲ
ბომონთა მისთა ზედა და შევიდეს ჴელითქმნულთა მიმართ მისთა ზედა, რაჲთა
ილოცოს და ვერ შეუძლონ განრინებად მისსა. |
13 |
ეს არის სიტყვა, რომელიც რა ხანია წარმოთქვა უფალმა
მოაბზე. |
13 |
ესე სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან მოაბსა ზედა, ოდეს-იგი
თქუა, და აწცა თქუა უფალმან მეტყუელმან: |
14 |
ახლა კი ასე ამბობს უფალი: სამ წელიწადში, ქირავნობის
ვადაში, დამცირდება მოაბის დიდება, თუმცა დიდია სიმრავლე მათი და მცირედიღა
იქნება ნარჩომი, არად ჩასაგდები. |
14 |
სამთა წელთა შინა მოსასყიდლისათა უპატივო იქმნას დიდებაჲ
მოაბისა ყოველსა შინა სიმდიდრესა მრავალსა, და დატევებულ იქმნეს
შემცირებული და არა პატივცემული. |