|
|
|
სიტყვა დამასკისა:
|
1 |
დამასკოს განაჩენი. აჰა, წაერთმევა დამასკოს ქალაქობა და ნანგრევების გროვად
იქცევა!
|
1 |
აჰა, დამასკოჲ აღებულ იქმნეს ქალაქთაგან და იყოს დაცემულებად |
2 |
გაუდაბურდება ყაროყერის ქალაქები, ცხვრის ფარათა საძოვრებად იქცევა, დაწვებიან და
ვერავინ დააფრთხობს მათ. |
2 |
დატევებული უკუნისამდე საწოლად სამწყსოთა და განსასუენებელად, და არა იყოს მდევარი. |
3 |
არაფერი დარჩება ეფრემის ციხე-სიმაგრისგან, დამასკოს
სამეფოსგან და არამის ნატამალისგან, ისრაელიანთა დიდებას გაჰყვებიან,
ამბობს ცაბაოთ უფალი. |
3 |
და არა მერმეცა იყოს მაგარ, მისალტოლველად მუნ ეფრემისსა
და არღა მერმე იყო მეფობა დამასკეს შინა და ნეშტი ასურთა, რამეთუ არა შენ
უმჯობეს ხარ ძეთა ისრაჱლისათასა და დიდებისა მათისა, - ამათ იტყჳს უფალი
საბაოთ: |
4 |
იმ დღეს დაილევა იაკობის დიდება და მისი მსუქანი ხორცი
დამჭლევდება. |
4 |
- იყოს მას დღესა შინა მოკლება დიდებისა იაკობისი და
სიპოხენი დიდებისა მისისანი შეირყინენ. |
5 |
იქნება ისე, თითქოს მომკელს აეღოს ყანა და მისი მკლავს
მოემკას თავთავები; იქნება ისე, როგორც რეფაიმის ველზე თავთავები იკრიფება. |
5 |
და იყოს, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ ძნასა მდვბარესა
მკლავსა ზედა თჳსსა და თესლი ჴუვილისა გამოქუცნის; და იყოს, ვითარსახედ
უკეთუ ვინ შეჰკრებნ ჴუვილთა ჴევნებსა შინა მყარსა. |
6 |
დარჩება ნამცვრევი, რამდენიც რჩება ზეთისხილის
ჩამობერტყვის შემდეგ: ორი, სამი მარცვალი წვერში, ოთხი, ხუთი მსხმოიარე
ტოტებზე! ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა. |
6 |
და დაშთის მას შინა ლელწამი, ანუ ვითარცა კუფხალნი
მოსთულებულისა ზეთისხილისანი ორნი, ანუ სამნი მწუერვალსა ზედა ზენაკიდესა,
ანუ ოთხნი, ანუ ხუთნი, რომელთა ზედა მისთა დაშთომილნი ზენაკიდეთა, - ამათ
იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: |
7 |
იმ დღეს მიიხედავს ადამიანი თავისი შემოქმედისკენ და
თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმიდას. |
7 |
მას დღესა შინა მოსავ იყოს კაცი შემოქმედისა მიმართ
თჳსისა, ხოლო თვალნი მისნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა ჰხედვიდენ. |
8 |
აღარ მიხედავს თავისი ნახელავი სამსხვერპლოებისკენ და
თავისი თითებით ნაკეთებ აშერებს და მზეებს აღარ მოიკითხავს. |
8 |
და არ მოსავ იყვნენ ბომონთა ზედა და საქმეთა ზედა ჴელთა
მათთასა, რომელნი ქმნეს თითთა მათთა, და არ მიხედვიდენ ხეთა, არცა
საძაგელთა მათთა. |
9 |
იმ დღეს უღრან და გაუვალ ტყეს დაემსგავსება მისი
გამაგრებული ქალაქები, ისრაელიანთაგან მიტოვებული, და გაუდაბურდება. |
9 |
მას დღესა იყვნენ ქალაქნი შენნი დატევებულებ, ვითარსახედ
დაუტევნეს ამორრეველთა და ეველთა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და იყვნენ
მოოჴრებულ |
10 |
რადგან დავიწყებული გყავს შენი ხსნის ღმერთი და კლდე შენი
სიმტკიცისა აღარ გახსოვს; რადგან გაგიშენებია ნეტარების ბაღები და უცხო
ვაზი ჩაგიყრია. |
10 |
მით, რამეთუ დაუტევე ღმერთი, მაცხოვარი შენი, და უფლისა
შემწისა შენისა არ მოიჴსენე. ამისთჳს დაჰნერგო სანერგე ურწმუნოჲ და თესლი
ურწმუნოჲ. |
11 |
იმ დღეს ააღორძინებს შენს დარგულს და იმ დილას ააყვავებ
შენს დათესილს, მაგრამ ალოობისას უკურნებელ მწუხარებას მოიმკი. |
11 |
ხოლო დღესა, რომელსა დანერგო, სცთე და, განთიად თუ სთესო,
ყუაოდის სამკალად. რომელსა დღესა მოიმკო, დაუმკჳდრო და ვითარცა მამამან
კაცისამან, დაუმკჳდრო ძეთა შენთა. |
12 |
ვაი, ხმაურს დიდძალი ხალხისა! ხმაურობენ ზღვის ხმაურით.
ვაი, ხალხების ღრიალს! ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით. |
12 |
ვაჲ სიმრავლესა ნათესავთა მრავალთასა, ვითარცა ზღუა
მღელვარე, ეგრეთ აღიძრნეთ და ჩრდილომან ნათესავთა მრავალთამან, ვითარცა
წყალმან, იოხროს. |
13 |
ხალხები ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით; დააფრთხობს
მათ და შორს გაიქცევიან, გაიხვეტებიან, ქარისაგან, როგორც მთაზე თივის
ბულული და ბზის მტვერი ქარბორბალასგან. |
13 |
ვითარცა წყალი მრავალი, ნათესავნი მრავალნი, ვითარცა
ოხრაჲ წყლისა მრავლისა იძულებით ყვანებულისა. და გაჴადნეს იგინი და შორად
წარდევნნეს იგინი, ვითარცა მტუერი ბზისა განმფიწლველთასა პირისპირ ქარისა
და ვითარცა ქარტლსა ურმისთვალისასა მომღებელი ნიავქარი. |
14 |
დადგება მწუხრი და, აჰა, დაეცემა შიშისზარი და
განთიადამდე ვეღარ გაძლებს. ასეთია ჩვენი მტარვალების ხვედრი და ჩვენი
მძარცველების წერა. |
14 |
მიმწუხრი იყოს გოდება პირველ ვიდრე ცისკრამდე და არა
მერმე იყოს ესე ნაწილი წარმტყუენველთა თქვენთა და სამკჳდრებელი თქვენთა
დამამკჳდრებულთა. |