1 |
ეგვიპტის განაჩენი. აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში.
შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები.
|
1 |
ხილვა ეგჳპტისა, აჰა, უფალი ზის ღრუბელსა ზედა სუბუქსა და მოვალს ეგჳპტედ. და
შეიძრნენ ჴელითქმნულნი ეგჳპტისანი პირისაგან მისისა და გულნი მათნი იძლინენ მათ
შორის.
|
2 |
ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს,
ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს. |
2 |
და ზედაღდგენ მეგჳპტელნი მეგჳპტელთა ზედა და ებრძოლოს კაცი ძმასა თჳსსა და კაცი
მოყვასსა თჳსსა, ქალაქი ქალაქსა ზედა და შჯული შჯულსა ზედა. |
3 |
დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში და ჩავფუშავ მის
თათბირს; კერპებს, მჩხიბავებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს დაუწყებენ ძებნას
სამკითხაოდ. |
3 |
და შეშფოთდეს სული მეგჳპტელთა მათ შორის და განზრახვა
მათი განვაქარვო და ჰკითხვიდენ ღმერთთა მათთა და ქანდაკებულთა მათთა და
ქუეყანითმჴმობელთა და მუცლითმეზღაპრეთა, |
4 |
ჩავაგდებ ეგვიპტელებს სასტიკი ბატონის ხელში და მტარვალი
მეფე იხელმწიფებს მათზე, ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი. |
4 |
და მივსცე ეგჳპტე ჴელთა კაცთა უფალთა ფიცხელთასა და
მეფენი ფიცხელნი ეუფლნენ მათ, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ მეფე: |
5 |
წყალი დაწყდება ზღვაში, ნილოსი დაიწრიტება და დაშრება, |
5 |
და სუმიდენ მეგჳპტელნი წყალსა ზღჳსკიდისასა, ხოლო მდინარე
მოაკლდეს და განჴმეს. |
6 |
მდინარეები ამყრალდება, დაიკლებს და დაშრება ეგვიპტის
არხები, დაჭკნება ლელი და ლერწამი. |
6 |
და მოაკლდენ მდინარენი და მთხრებლნი მდინარისანი და
განჴმეს ყოველი შესაკრებელი წყლისა და ყოველი ძირი ლელწმისა და ჭილისა და
მდელოჲ. |
7 |
გადაშიშვლდება მდინარეთა ნაპირები და მდინარეთა
შესართავები, გადახმება ჭალებში ნათესი, განქარდება და გაცამტვერდება. |
7 |
ნედლი ყოველი გარემოს მდინარისა და ყოველი დათესული
მდინარისა ძლით განჴმეს ქარისმხრწნელობითა. |
8 |
დაღონდებიან მეთევზეები, აკვნესდებიან მდინარეში ანკესის
მსროლელნი და წყლებზე ბადეთა გამშლელნი დაიწყებენ გოდებას. |
8 |
და სულთ-ითქმიდენ მეთევზურნი და სულთ-ითქმიდენ ყოველნი
შთამგდებელნი სამჭედურისანი მდინარედ, და შთამყრელნი ბადეთანი და
მესათხევლენი იგლოვდენ. |
9 |
შერცხვებიან ვარცხნილი სელის მკეთებელნი და მაქმანების
მქსოველნი. |
9 |
და სირცხჳლმან შეიპყრნეს მოქმედნი სელისა ღებულისანი და
მოქმედნი ბისსონსა. |
10 |
დაილეწება მისი დაზგები, ქირის მუშები დამწუხრდებიან. |
10 |
და იყვნენ მოქმედნი ამათნი სალმობასა შინა და ყოველნი
მოქმედნი სასუმელთანი შეწუხნენ და სტკიოდიან გულნი. |
11 |
შეიშალნენ ცოყანის მთავრები, გაცუდდა ფარაონის ბრძენი
მრჩევლების თათბირი. როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა შვილი ვარ მე,
აღმოსავლეთის მეფეთა შვილიო? |
11 |
და სულელ იქმნეს მთავარნი ტანეოჲსსა, ბრძენნი
თანამზრახვალნი მეფისანი, და იყოს განზრახვა მათი სულელ, ვითარ ეტყჳთ
მეფესა ძენი გულისხმისმყოფელთანი: ჩუენ ძენი მეფეთა დასაბამითგანთანი? |
12 |
სად არიან შენი ბრძენები, რომ გამცნონ და გაგაგებინონ, რა
გადაუწყვიტა ცაბაოთ უფალმა ეგვიპტეს? |
12 |
სადა არიან აწ ბრძენნი შენნი? და მიგითხრან შენ და თქვან:
რასა განიზრახავს უფალი საბაოთ ეგჳპტესა ზედა? |
13 |
გაბრიყვდნენ ცოყანის მთავრები, მოტყუვდნენ ნოფის
მთავრები. შეაცდინეს ეგვიპტე მისი ტომების თავკაცებმა. |
13 |
მოაკლდეს მთავარნი ტანეოჲსნი და ამაღლდეს მთავარნი
მემფისანი და აცთუნებენ ეგჳპტესა ტომობათაებრ. |
14 |
რეტი დაასხა მათ უფალმა და აატორტმანეს ეგვიპტე ყველა საქმეში, როგორც რწყევისას
ტორტმანებს მთვრალი.
|
14 |
რამეთუ უფალმან განუზავა მათ სული ცთომილებისა და შეაცთუნა ეგჳპტე ყოველთა შინა
საქმეთა მათთა, ვითარც შესცთების მთრვალი და მთხევარი ერთბამად.
|
15 |
არაფერი ექნება ეგვიპტეს გასაკეთებელი, რისი გაკეთებაც
თავსა და კუდს, შტოსა და ღეროს შეეძლება. |
15 |
და არა იყო მეგჳპტელთათჳს საქმე, რომელმან ყო თავი და
ბოლო, დაწყებაჲ და დასასრული. |
16 |
იმ დღეს დიაცებივით იქნებიან ეგვიპტელები, შეშინდებიან და
დაფრთხებიან ცაბაოთ უფლის ხელის მოქნევისგან, მათზე რომ მოიქნევს ხელს. |
16 |
მას დღესა იყვნენ მეგჳპტელნი, ვითარცა დედანი ძრწოლასა
შინა და შიშსა პირისაგან უფლისა საბაოთისა, რომელი მან ზედადასდვას მათ. |
17 |
შიშისზარად ექცევა ეგვიპტეს იუდას მიწა; ყველას, მის
გამხსენებელს, შეაძრწუნებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, მასზე რომ განაჩინა. |
17 |
და იყოს სოფელი იუდეანთა მეგჳპტელთათჳს საშიშად;
ყოველმან, რომელმანცა მათგანმან სახელ-სდვას, შეშინდენ განზრახვისათჳს,
რომელი უფალსა ღმერთსა საბაოთს განუზრახავს მას ზედა. |
18 |
იმ დღეს ხუთი ქალაქი იქნება ეგვიპტეში, ქანაანურად
მოლაპარაკე და ცაბაოთ უფლის დამფიცებელი; ერთს დაერქმევა მზის ქალაქი. |
18 |
მას დღესა იყვნენ ქალაქნი ხუთნი ეგჳპტეს შინა მზრახვალნი
ენითა ქანანურითა და მფუცავნი სახელსა უფლისა საბაოთისსა - ქალაქი ასედეკ
ეწოდოს ერთსა ქალაქსა, |
19 |
იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის
შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან. |
19 |
მას დღესა იყოს საკურთხეველი უფლისაჲ სოფელსა
მეგჳპტელთასა და ძეგლი საზღვარსა მისსა თანა. |
20 |
იქნება ეს ცაბაოთ უფლის ნიშად და სასწაულად ეგვიპტის
ქვეყანაში, რადგან შეღაღადეს უფალს დამთრგუნველთა გამო და მოუვლენს უფალი
მაცხოვარს და პატრონს და იხსნის მათ. |
20 |
და იყოს სასწაული საუკუნოდ უფლისა სოფელსა ეგჳპტისასა,
რამეთუ ღაღადებდენ უფლისა მიმართ მაჭირვებელთა მათთათჳს, და მოუვლინოს მათ
უფალმან კაცი, რომელმან აცხოვნნეს იგინი, სასჯელით აცხოვნნეს იგინი. |
21 |
გამოეცხადება უფალი ეგვიპტელებს და შეიცნობენ ეგვიპტელები
უფალს იმ დღეს; შესწირავენ მსხვერპლსა და ძღვენს, აღუთქვამენ აღთქმებს და
აღასრულებენ კიდეც. |
21 |
და საცნაურ იყოს უფალი ეგჳპტელთა და იცნან ეგჳპტელთა
უფალი მას დღესა შინა და შეწირონ მსხუერპლი, ძღუენსა და აღუთქმიდენ
აღთქმათა უფალსა და აღუსრულებდენ. |
22 |
დაჰკრავს უფალი ეგვიპტეს, დაჰკრავს და განკურნავს კიდეც;
მიიქცევიან უფლისაკენ, შეიწყნარებს მათ და განკურნავს. |
22 |
და დასცეს უფალმან მეგჳპტელთა წყლულებაჲ და განკურნნეს
იგინი. და მოიქცენ უფლისა მიმართ და შეისმინოს მათი და განკურნნეს იგინი
კურნებითა. |
23 |
იმ დღეს გზა გავა ეგვიპტიდან აშურამდე და ივლის აშური
ეგვიპტეში და ეგვიპტე აშურში; დაემონება ეგვიპტე უფალს აშურთან ერთად. |
23 |
მას დღესა იყოს გზა ეგჳპტით ასსურასტანელთა მიმართ და
შევიდენ ასსურასტანელნი ეგჳპტედ და მეგჳპტელნი წარვიდენ ასსურასტანელთა
მიმართ და ჰმონებდენ მეგჳპტელნი ასსურასტანელთა. |
24 |
იმ დღეს მესამე იქნება ისრაელი ეგვიპტესთან და აშურთან
ერთად; კურთხევა იქნება ქვეყნის შუაგულში, |
24 |
მას დღესა იყოს მესამედი ისრაილისა მეგჳპტელთა შორის და
ასსურასტანელთა შორის კურთხეულ ქვეყანასა შინა, |
25 |
რადგან ბრძანებს კურთხევას ცაბაოთ უფალი: კურთხეულ იყოს
ჩემი ერი ეგვიპტე, ჩემ ხელთა ქმნილება აშური და ჩემი სამკვიდრო ისრაელი. |
25 |
რომელსა აკურთხა უფალმან საბაოთ მეტყუელმან: კურთხეულ არს
ერი ჩუენი ეგჳპტეს შინა და ასსურასტანელთა შორის და სამკჳდრებელი ჩემი
ისრაილ. |