1 |
სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდაზე და იერუსალიმზე.
|
1 |
სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა.
|
2 |
უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა
სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ
დაიწყებს დენას. |
2 |
ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთაჲ უფლისაჲ და
სახლი ღმრთისაჲ მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედაჲთ
ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი. |
3 |
დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის
მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ,
რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან. |
3 |
და მოუჴდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით,
აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა. და მომითხრას ჩვენ გზაჲ
თჳსი, და ვიდოდით მას შინა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა
უფლისაჲ იერუსალჱმით. |
4 |
სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს
უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან -
ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს. |
4 |
და შჯიდეს შორის ნათესავთასა და ამხილოს ერსა მრავალსა,
და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად.
და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე
ბრძოლასა. |
5 |
ჰოი, იაკობის სახლო! მოდით და უფლის ნათელში ვიაროთ! |
5 |
და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა
უფლისასა, |
6 |
მაგრამ შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი, რადგან
აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო
თესლთა შვილებთან გადასკვნილან. |
6 |
რამეთუ დაუტევა ერი თჳსი, სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო
ვითარცა დასაბამსა სოფელი მათი მისნობითა, ვითარცა უცხოტომთაჲ და შვილნი
მრავალნი უცხოტომნი იყვნეს მათდა, |
7 |
ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს
მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ
ეტლებს. |
7 |
რამეთუ აღივსო სოფელი მათი ვერცხლითა და ოქროჲთა, და არა
იყო რიცხჳ საუნჯეთა მათთა და აღივსო ქვეყანა მათი ცხენებითა, და არა იყო
რიცხჳ ეტლებისა მათისაჲ. |
8 |
ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან საკუთარ
ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა. |
8 |
და აღივსო ქვეყანაჲ საძაგელებათაგან საქმეთა ჴელთა
მათთასა და თაყვანის-სცეს, რომელნი ქმნნეს თითთა მათთა. |
9 |
დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ
მათ. |
9 |
და მოდრკა კაცი და დამდაბლდა მამაკაცი, და არა ულხინო
მათ. |
10 |
კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას! |
10 |
და აწ შევედით კლდეთა მიმართ და დაიმალენით ქვეყანასა
შინა პირისაგან შიშისა უფლისაჲსა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს
აღდგეს მოსრვად ქვეყანისა, |
11 |
დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება
დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს! |
11 |
რამეთუ თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ. და დამდაბლდეს სიმაღლე კაცთა და
ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა, |
12 |
რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და
დამდაბლდება.
|
12 |
რამეთუ დღე უფლისა საბაოთისა მოიწიოს ყოველსა ზედა მაგინებელსა და ამპარტავანსა
და ყოველსა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, და დამდაბლდენ,
|
13 |
ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ
მუხას, |
13 |
და ყოველსა ზედა ნაძუსა ლიბანისსა, მაღალთა და განსაცხრომელთა და ყოველსა ზედა ხესა
რკოჲსასა ბასანურსა, |
14 |
ყველა მაღალ მთასა და ყველა აზიდულ მწვერვალს, |
14 |
და ყოველსა ზედა მთასა მაღალსა, და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა, |
15 |
ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს, |
15 |
და ყოველსა ზედა ზღუდესა მაღალსა, და ყოველსა ზედა გოდოლსა მაღალსა, |
16 |
ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას. |
16 |
და ყოველსა ზედა ნავსა ზღჳსასა, და ყოველსა ზედა ხილვასა ნავთა შუენიერებისასა. |
17 |
დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება
დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს. |
17 |
და დამდაბლდეს ყოველი კაცი და დაეცეს სიმაღლე კაცთაჲ და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას
დღესა შინა. |
18 |
და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება. |
18 |
და ჴელითქმნულნი ყოველნი დამალნენ |
19 |
შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება
ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად
შეიმართება. |
19 |
შემხუმელთა ქუაბებისა მიმართ და დანახეთქებისა კლდეთასა და ნაპრალთა მიმართ
ქუეყანისათა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს
სრვად ქვეყანისა, |
20 |
იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის
ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა. |
20 |
რამეთუ მას დღესა გამოიხუნეს კაცმან საძაგელნი თვისნი ოქროსანი და ვეცხლისანი,
რომელნი ქმნნეს თაყვანის-საცემელად ამაოთა და მღამიობთა, |
21 |
რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს
უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად
შეიმართება. |
21 |
შესლვად ნაპრალებსა მყარისა კლდისასა, და ჴურელებსა კლდეთასა პირისაგან შიშისა
უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა. |
22 |
ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული,
რადგან რაღა ღირსება აქვს მას? |
22 |
და დასცხრენით კაცისაგან, რომლისა სამშჳნველი მისი ცხჳრთა შინა მისთა არს, რამეთუ
რაჲსა შერაცხილ იქმნა მათდა? |