1 |
იმ წელს მოადგა აშდოდს აშურის მეფის, სარგონის გამოგზავნილი დართანი, ბრძოლა
გაუმართა აშდოდს და აიღო იგი.
|
1 |
წელსა, რომელსა შევიდა ტანათან აზოტედ, მო-რა-ივლინა არნაჲს მიერ, მეფისა
ასსურასტანელთასა და ებრძოლა აზოტესა და გამოიღო იგი.
|
2 |
მაშინ გამოუცხადა უფალმა სიტყვა ესაიას, ამოცის ძეს, და უთხრა: წადი, შეიხსენი
ჯვალო წელიდან და ხამლები გაიძვრე ფეხზე. ასეც მოიქცა: ტანშიშველმა და ფეხშიშველმა
დაიწყო სიარული. |
2 |
მაშინ თქუა უფალმან ესაიას მიმართ, ძისა ამოსისა, მეტყუელმან: ვიდოდე და მოიძარცვე
ძაძაჲ წელთაგან შენთა, და სანდალნი შენნი მოიხსნენ ფერჴთაგან შენთა. და ქმნა ეგრეთ
ესაია, მავალმან შიშველმან და უჴამლიერომან. |
3 |
თქვა უფალმა: როგორც ჩემი მორჩილი ესაია დადიოდა
ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ასე იქნება ნიშად და სასწაულად
ეგვიპტისთვის და ქუშისთვის. |
3 |
და თქვა უფალმან: ვითარსახედ ვალს მონა ჩემი, ესაია,
შიშუელი და უჴამლიერო, სამ წელ იყოს სასწაულებად და ნიშებად მეგჳპტელთა და
ეთიოპიელთა. |
4 |
ასე წაასხამს აშურის მეფე ეგვიპტის ტყვეებს და ქუშის
ლტოლვილებს - ჭაბუკებს და მოხუცებულთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ,
უკანალგატიტვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად. |
4 |
ვითარმედ ესრეთ გულისხმა-ყონ და მიიყვანნეს მეფემან
ასსურასტანელთამან ტყუედ მეგჳპტელნი და ვთიოპიელნი, ჭაბუკნი და
მოხუცებულნი, შიშველნი და უჴამლიერონი და გამომაცხადებელნი სირცხჳლსა
ეგჳპტისასა. |
5 |
შეეშინდებათ და შერცხვებათ ქუშის გამო, მათი იმედისა, და
ეგვიპტის გამო, მათი მშვენებისა. |
5 |
და სირცხჳლეულ იქმნენ ძლეულნი მეგჳპტელნი ეთიოპელთა ზედა, რომელთა მიმართ იყვნეს
მოსავ მეგჳპტელნი, რომელნი იყვნეს დიდება მათდა.
|
6 |
იტყვის ამ ზღვისპირეთის მცხოვრები იმ დღეს: აჰა, რის
იმედზე ვყოფილვართ, შეწევნას რომ ვითხოვდით იქ აშურის მეფისგან თავის
დასახსნელად! როგორ გადავრჩებით? |
6 |
და თქვან დამკჳდრებულთა ჭალაკსა ამას შინა მას დღესა
შინა: აჰა, ჩუენ ვიყვენით მოსავ მათდა მიმართ შესაწევნელად. და იგინი ვერ
შემძლებელ არიან განრომად მეფისაგან ასსურასტანელთასა, და ვითარ ჩუენ
განვერნეთ? |