1 |
ზღვის უდაბნოს განაჩენი. სამხრეთში ამტყდარი გრიგალები, ის მოდის უდაბნოდან,
საშინელი ქვეყნიდან.
|
1 |
ხილვაჲ უდაბნოსა ზღვისა, ვითარცა ნიავქარი უდაბნოსა განვიდეს უდაბნოდ მომავალისა
ქვეყანისაგან საშინელისა, ხოლო საშინელ არს ჩუენებაჲ.
|
2 |
სასტიკი ხილვა გამომეცხადა: დამარბეველი არბევს და მძარცველი ძარცვავს. შეიმართე,
ელამო, შემოადექ, მიდიავ! ბოლო მოვუღე ყოველ კვნესას. |
2 |
და ფიცხლად მომეთხრა მე: შეურაცხისმყოფელი შეურაცხ-ჰყოფს, უშჯულოქმნილი უშჯულოებს
ჩემდამო. ელამიტელნი და მოციქულნი სპარსთანი - ჩემდამო მოვლენ. აწ სულთ-ვითქუნე და
ნუგეშინის-ვიცე ჩემ ზედა. |
3 |
ამიტომ მიცახცახებს ნაწლავები, მშობიარის ტკივილებმა
შემიპყრო, კრუნჩხვისაგან არაფერი მესმის, შეშფოთებისგან ვერაფერს ვხედავ. |
3 |
ამისთჳს აღივსნეს წელნი ჩემნი დაჴსნისა მიერ და სალმობათა
შემიპყრეს მე, ვითარცა მშობიერი. ვჰმძლავრე არასმენად, ვისწრაფე არახედვად. |
4 |
გული მითრთის, მზარავს შიში, სიამის საღამო ძრწოლად
გადამექცა. |
4 |
გული ჩემი შეცთომილ არს, უშჯულოება ჩემი დაანთქამს. სული
ჩემი განჰკრთა შიშად. |
5 |
ტაბლა გაშლილია, დაგებულია საგებელი; ჭამენ და სვამენ.
აღდექით, მთავარნო, გაპოხეთ ფარები! |
5 |
განამზადეთ ტაბლაჲ, განამსტურეთ სამსტუროჲ. სუთ, ჭამეთ.
აღდგომილთა მთავართა განმზადეთ ფარები. |
6 |
რადგან ასე მითხრა უფალმა: მიდი, დააყენე დარაჯი.
გამოაცხადოს, რასაც დაინახავს! |
6 |
რამეთუ ესრეთ თქვა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე, თავი შენი
დაადგინე მსტოარად და, რომელიცა იხილო, მიუთხარ. |
7 |
ხედავს ეტლიონს, დაწყვილებულ ცხენოსნებს, სახედართა
ეტლიონს, აქლემების ეტლიონს. აკვირდება, გულისყურით აკვირდება. |
7 |
და ვიხილენ მჴედარნი საჴედართა ორთა: მჴედარი ვირისა და
მჴედარი აქლემისა. ისმინე სასმენელი მრავალი და მიხადე ურიას სამსტუროდ
უფლისა, და თქვა: |
8 |
იყვირა მჭვრეტელმა; საყარაულო კოშკზე ვდგავარ, უფალო,
დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები. |
8 |
დავდეგ სრულსა შინა დღესა საჴუმილავსა ზედა ჩემსა და
ბანაკისა ზედა ჩემისა დავდეგ მე სრულსა ღამესა. |
9 |
აჰა, მოდის ეტლიონი, დაწყვილებული ცხენოსნები! კვლავ
თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი და ყველა კერპი მისი ღმერთებისა მიწას
დაენარცხა. |
9 |
და აჰა, იგი მოვალს მჴედარი ორბისა. და მიმგებელმან თქვა:
დაეცა ბაბილონი და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი და ჴელითქმნულნი მისნი
შეიმუსრნეს ქვეყანად მიმართ. |
10 |
ჩემო გალეწილო და განიავებულო, რაც ცაბაოთ უფლისგან,
ისრაელის ღვთისგან, გავიგონე, ის გამოგიცხადეთ. |
10 |
ისმინეთ დაშთომილთა და სალმობიერთა ისმინეთ, რომელნი
მესმნეს უფლისა საბაოთისაგან, რომელნი ღმერთმან ისრაელისამან მომითხრნა
ჩვენ. |
11 |
დუმას განაჩენი. მე მომძახიან სეყირიდან: ყარაულო, ღამის
რომელია? ყარაულო, ღამის რომელია? |
11 |
სიტყუა იდუმეასა: ჩემდამო ჴმობდ სიერით გამო: სცევდ
არდაბაგთა, რასა ჰვალალაებ მცველი ღამითგან? ვთქუ: |
12 |
ამბობს ყარაული: დილა დგება და ღამეა მაინც. თუ კითხვა
გინდათ, იკითხეთ; გაბრუნდით და ისევ მოდით! |
12 |
მცველი მოვიდა განთიად და ღამეცა. უკეთუ ეძიებთ,
მოიქეცით, მოვედით და ჩემ თანა დაემკვიდრენით მაღნარსა შინა. |
13 |
არაბთა განაჩენი. არაბთა ტყეში გაათიეთ ღამე, დედანის
ქარავნებო! |
13 |
სიტყვა არაბიასათჳს მაღნარსა: მაღნარსა შინა მწუხრი
დაიძინონ გზასა ზედა დედანისსა, შემთხუევასა შინა. |
14 |
წყალი მიაგებეთ მწყურვალებს, თემას ქვეყნის მკვიდრნო,
პურით დახვდით ლტოლვილებს. |
14 |
წყურიელსა წყალი მოართვით, დამკჳდრებულთა სოფლისა შორის
თემანისსა, პური მიაგებეთ მლტოლვარეთა, |
15 |
რადგან მახვილებს გაექცნენ, გალესილ მახვილებს, მოჭიმულ
მშვილდს და ბრძოლის სასტიკებას. |
15 |
სიმრავლისათჳს მლტოლვარეთასა და სიმრავლისათჳს ცთომილთასა
და სიმრავლისათჳს მახჳლისა და სიმრავლისათჳს მორთხმულთა მშვილდვათაჲსა და
სიმრავლისათჳს დაცემულთასა ბრძოლასა შინა, |
16 |
რადგან ასე მითხრა უფალმა: ერთ წელიწადში, ქარავნობის
ვადაში, ბოლო მოეღება კედარის მთელ დიდებას. |
16 |
რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან: მერმეცა წელიწადი,
ვითარცა წელიწადი მოსასყიდლისა, მოაკლდეს დიდება ძეთა კედარისა, |
17 |
მცირეღა იქნება მამაც კედარელ მშვილდოსანთა დანარჩომი,
რადგან უფალს, ისრაელის ღმერთს აქვს ნაბრძანები. |
17 |
და ნეშტი მშჳლდვათა რისხვისა ძლიერთა ძეთა კედარისათა
იყოს მცირე, რამეთუ უფალმან ღმერთმან ისრაელისამან ესრეთ ზრახა. |