1 |
ხილვის ხეობის განაჩენი. რა დაგემართათ, ყველანი რომ ბანზე გამოშლილხართ?
|
1 |
სიტყუა ჴევისა სიონისა: რაჲ იქმნა შენდა აწ, რამეთუ აღხუედით ყოველნი ერდოებთა
ამაოთა? |
2 |
გნიასით სავსევ, აჩოჩქოლებულო ქალაქო, შფოთიანო ქალაქო! შენი განგმირულნი მახვილით
არ განგმირულან და ბრძოლაში არ დახოცილან. |
2 |
აღივსო ქალაქი მღაღადებელთაგან, ქალაქი მოზახული, წყლულნი შენნი არა წყლულნი
მახჳლისანი, არცა მკუდარნი შენნი მკუდარნი ბრძოლისანი. |
3 |
შენი მთავრები, ყველანი ერთად, მშვილდს გაექცნენ, ყველა
შენი მოძიებული შებორკილია, ყველა შორს გაქცეული შებორკილია! |
3 |
ყოველნი მთავარნი შენნი წარივლტნეს ერთბამად მშჳლდისა
მიერ, და წარსხმულნი ფიცხლად შეკრულნი არიან, და შემძლებელნი შენ შორის
შორად წარივლტოდეს. |
4 |
ამიტომ ვთქვი: დამეხსენით, ტირილით გავმწარდები! არ
მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო. |
4 |
ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ
განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა
ჩემისასა, |
5 |
რადგან ზრიალის, დგრიალის და ფორიაქის დღე ხილვის ხეობაში
მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგანაა; გალავანს ანგრევს და კივილი მთას სწვდება. |
5 |
რამეთუ დღე შფოთებისა და წარწყმედისა და დათრგუნვილებისა
და შეცთომილებისა უფლისა მიერ საბაოთისსა; შორის ჴევსა სიონისასა სცთებიან
მცირითგან ვიდრე დიდადმდე, სცთებიან მთათა ზედა. |
6 |
ელამს კაპარჭი მოაქვს, ეტლოსნები და მხედრები მოდიან, და
კიროსმა ფარი გააშიშვლა. |
6 |
ხოლო ელამიტელთა მოიღეს ფარები ამჴედრებულთა ცხენთა ზედა
და შესაკრებელთა განწყობილისა. |
7 |
შენი რჩეული ყანები ეტლებმა აგივსეს და ცხენოსნები
კარიბჭეს მიაწყდნენ. |
7 |
და იყვნენ, რჩეულნი ჴევნებნი შენნი აღივსნენ ეტლებითა,
ხოლო ცხენთა აღმოყორნენ ბჭენი შენნი. |
8 |
აეხადა საფარველი იუდას და შენ მოიკითხე იმ დღეს
საჭურველი მაღნარის სახლში. |
8 |
და გამოაჩინენ ბჭენი იუდასნი და მიჰხედვიდენ მას დღესა
რჩეულთა მიმართ სახლთა ქალაქისათა. |
9 |
ნახეთ, რომ ბევრია ნაპრალი დავითის ქალაქში და ქვემო
ტბორში წყალი დააგუბეთ. |
9 |
და გამოაცხადებდენ დაფარულთა სახლებისა მწუერვალისა
დავითისთა და ვიხილე, რამეთუ უმრავლესნი არიან და გარემიაქციეს წყალი
ძუელისა საბანელისა ქალაქისა შორის. |
10 |
აღრიცხული გაქვთ სახლები იერუსალიმში და ანგრევთ სახლებს
გალავნის გასამაგრებლად. |
10 |
და სახლნი იერუსალიმისისი აღრიცხუენით. და დავარღჳვნე
სიმაგრედ ზღუდედ ქალაქისათა. |
11 |
მოაწყვეთ წყალსატევი ორ კედელს შორის ძველი ტბორის
წყლისათვის, მაგრამ არად აგდებთ მის შემქმნელს, არ უყურებთ მას, ვინც
დასახა იგი დიდი ხნის წინათ. |
11 |
და ჰქმენით თავისა თჳსისა წყალი საშუალ ორთა ზღუდეთასა
უშინაგანეს ძუელისა საბანელისა. და არა მიხედენით პირველითგანვე მოქმედისა
მიმართ მისისა, და მომგებელი მისი შორით არა იხილეთ. |
12 |
იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და
გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე. |
12 |
და მოუწოდა უფალმან საბაოთ მას დღესა შინა ტირილსა და
ტყებასა და აღპარსვასა და მორტყმასა ძაძისასა, |
13 |
მაგრამ, აჰა, ლხინი და სიხარულია, ხარების ჟლეტა და
ცხვრების ხოცვა, ხორცის ჭამა და ღვინის სმა. ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც
დავიხოცებითო. |
13 |
ხოლო მათ ყვეს შუება და მხიარულება და მკლველთა
ზუარაკებთასა და დამწყუედელთა ცხოვართასა, რაჲთა ჭამონ ჴორცი და სუან ღჳნო
მეტყუელთა: ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით. |
14 |
გამოეცხადა ჩემს ყურს ცაბაოთ უფლისაგან: არ გეპატიებათ ეს დანაშაული სიკვდილამდე,
თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა.
|
14 |
და აღსაბურველებულ არიან ესენი ყურთა შორის უფლისა ღმრთისა საბაოთისთა და არ
მიგეტეოს თქუენ ცოდვა ესე, ვიდრემდისცა მოჰკუდეთ, - თქუა უფალმან ღმერთმან
ძალთამან.
|
15 |
ასე თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა: ადექი, მიდი მაგ
კარისკაცთან, შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს; |
15 |
ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ვიდოდე, შევედ პასტოფორიონად სომანისის მიმართ
მეუნჯისა და არქუ მას: |
16 |
აქ რა გესაქმება, აქ ვინა გყავს, აქ რომ ითხრი სამარეს?
მაღალზე გაუჭრია საფლავი, კლდეში გამოუკვეთავს განსასვენებელი. |
16 |
რაჲ შენდა აქა? და რაჲ არს შენი აქა? რამეთუ გამოჰკუეთე
აქა თავისა შენისა საფლავი და ჰყავ თავისა შენისა მაღალი სამარე და დასწერე
თავისა შენისა კარავი კლდესა შორის. |
17 |
აჰა, დაგამხობს უფალი ძლიერი დამხობით და დაგჭმუჭნის, |
17 |
აჰა, აწ უფალი საბაოთ გამოავლენს კაცსა აღსპოლვად შენდა
და მიგიღოს შესამოსელი შენი და კიდარი შენი. |
18 |
როგორც გორგალს გორგლად დაგგორგლავს, ბურთივით გაგაგორებს
ვრცელ მიწაზე. იქ მოკვდები და იქ იქნება შენი დიდების ეტლები - შენი
ბატონის სახლის თავსლაფი! |
18 |
და გჳრგჳნი შენი დიდებული და განგაგდოს შენ სოფლად დიდად
და განუზომელად, და მუნ მოჰკუდე, და დასვა საჭურველი შენი რჩეული
შეურაცხქმნილად და სახლი მთავრისა შენისა დასათრგუნველად. |
19 |
გადაგაყენებ შენი სამსახურიდან და გადავარდები შენი
ადგილიდან. |
19 |
და მოგსპოს შენ განმგეობისაგან შენისა და დგომისაგან
შენისა დაგამჴუას შენ. |
20 |
იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მორჩილს ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს. |
20 |
და იყოს მას დღესა შინა, უწოდო ყრმასა ჩემსა ელიაკიმსა
ქელკისსა, |
21 |
და შენი შესამოსელით შეგმოსავ, შენს სარტყელს შემოვარტყამ
და ხელში ჩავაბარებ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის
მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის. |
21 |
და შევჰმოსო მას შესამოსელი შენი და გჳრგჳნი შენი მივსცე
მას, და მპყრობლობა და გასაგებელი შენი მივსცე ჴელთა მისთა; და იყოს,
ვითარცა მამა იერუსალიმს შინა დამკჳდრებულთა შორის და კაცთა იუდასთა. |
22 |
მხარზე გადავკიდებ დავითის სახლის გასაღებს და მის
გაღებულს ვერავინ დაკეტავს; დაკეტავს და ვერავინ გააღებს. |
22 |
და მივსცე მას კლიტე სახლისა დავითისა, მჴართა ზედა მისთა
მიიღოს, და არა იყოს მჴდომ მისა, და დაკლიტოს და არა იყოს გამღებელ მისა;
და განაღოს და არა ვინ იყოს დამკლეტელ მისა. და მივსცე მას დიდებაჲ
დავითისი, და მთავრობდეს და არა იყოს მაცილობელ. |
23 |
სამსჭვალივით ჩავარჭობ მყარ ადგილზე და მამამისის სახლის
დიდების ტახტად შეიქნება. |
23 |
და დავადგინო იგი მთავრად ადგილსა შორის სარწმუნოსა და
იყოს საყდრად დიდებისა სახლისა მამისა მისისა. |
24 |
მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელს დიდებას -
მოდგმას და მონაშენს, ყველა მცირე ჭურჭელს თასიდან ყოველ ქოთნამდე. |
24 |
და იყოს მოსავ მისადმი ყოველი დიდებული სახლსა შინა
მამისა მისისასა მცირითგან ვიდრე დიდამდე, ყოველი ჭურჭელი მცირე
ჭურჭლისაგან აგანოთთაჲსა, და იყვნენ დამოკიდებულ მისსა. |
25 |
იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოირყევა მყარ ადგილზე
ჩარჭობილი სამსჭვალი, გადატყდება და ჩამოვარდება, და მოსწყდება ტვირთი, ზედ
რომ აწევს, რადგან უფალმა ბრძანა. |
25 |
მას დღესა შინა, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ, - აღიძრას
კაცი დამტკიცებული ადგილსა სარწმუნოსა და დაეცეს და მოისპოს, და მოესრულოს
დიდებაჲ მყოფი მის ზედა, რამეთუ უფალი იტყოდა. |