|
|
|
ხილვა ტჳროსისა |
1 |
ტვიროსის განაჩენი. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც
სახლებია, აღარც მისასვლელი! ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას.
|
1 |
ვალალაებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდეს, და არღა მერმე მოვლენ
ქუეყანისაგან კიტიელთასა, მოიყვანნეს ტყუენი.
|
2 |
დადუმდით, ზღვისპირეთის მცხოვრებნო, და შენ, ვინც ივსებოდი ზღვათა დამლახველი
ციდონელი ვაჭრებით! |
2 |
ვისსა მსგავს იქმნნეს დამკჳდრებულნი ჭალაკსა ამას შინა? ვაჭარნი ფინიკიათა,
წიაღმვლელნი ზღჳსანი წყალსა ზედა მრავალსა, |
3 |
დიდი წყლებით მისდიოდა შიხორის მარცვალი ნილოსის ნამკალი
- მისი ჭირნახული, და იყო ხალხების ბაზარი. |
3 |
თესლი ვაჭართა მათ, ვითარცა სალეწავისა შემოღებულისა,
მფრდელნი ნათესავთა. |
4 |
გრცხვენოდეს, ციდონო! რადგან ზღვამ თქვა, ზღვის ძალა
ამბობს: სალმობაში არ ვყოფილვარ და არც მიშვია, ვაჟკაცები არ გამომიკვებავს
და ქალწულები არ გამიზრდია. |
4 |
რცხუენოდენ სიდონსა, - თქუა ზღუამან, - ხოლო ძალმან
ზღჳსამან თქუა: არა მელმოდა, არცა ვშობდ, არცა აღვზარდენ ჭაბუკნი, არცა
აღვამაღლენ ქალწულნი. |
5 |
როგორც კი მიაწევს ხმა ეგვიპტემდე, შეძრწუნდებიან ტიროსის
გამო. |
5 |
ხოლო ოდეს სასმენელ იქმნეს ეგჳპტისა, მიიხუნეს იგინი
სალმობამან ტჳროსისა ძლით. |
6 |
თარშიშში წადით, ივალალეთ, ზღვისპირეთის მცხოვრებნო! |
6 |
წარვედით კარქიდონად, ვალალაებდით დამკჳდრებულნი ჭალაკსა
ამას შინა. |
7 |
ეს არის თქვენი მოზეიმე ქალაქი, რომელსაც ძველ დღეებში
აქვს დასაბამი? საკუთარი ფეხით გადაიხვეწება შორეთში! |
7 |
არა იგი იყო გინებაჲ თქუენი პირველითგან პირველ მიცემად
მისდამდე. წარიყვანებდენ მას ფერჴნი მისნი შორიელად გარდასახლებად. |
8 |
ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, გვირგვინთა მიმნიჭებელს,
რომლის ვაჭრები მთავრები არიან და მისი სოვდაგრები - ქვეყნის დიდებულნი? |
8 |
ვინ განიზრახა ესენი ტჳროსსა ზედა? ანუ კნინებ არსა, ანუ
ვერ ძალუც? ვითარცა ვაჭარნი მისნი მთავარნი ქანანისანი და მფრდელნი მისნი
დიდებულ ქუეყანისანი. |
9 |
ცაბაოთ უფალმა გადაუწყვიტა ეს, რომ გაეცუდებინა ყოველი
მშვენების სიამაყე და დაემცირებინა ქვეყნის დიდებულნი. |
9 |
უფალმან საბაოთ განიზრახა განქარვებად გინება დიდებულთა
და უპატივო-ყოფად ყოველი დიდებული ქუეყანასა ზედა. |
10 |
გადაიარე ნილოსივით შენი მიწა, თარშიშის ასული, სხვა გასასვლელი აღარ არის!
|
10 |
იქმოდე ქუეყანასა შენსა, და რამეთუ ნავნი არა მერმეცა მოვლენ კარქიდონით.
|
11 |
ხელი მოუღერა ზღვას და შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა
ქანაანზე, დაექციათ მისი ციხე-სიმაგრენი. |
11 |
ხოლო ჴელი შენი არღა მერმე შემძლებელ არს ზღჳსა მიმართ
განმაძჳნებელი მეფეთა, უფალმან საბაოთ ამცნო ქანანისათჳს წარწყმედად ძალი
მისი. |
12 |
თქვა: ვეღარ იზეიმებ, ციდონის ქალწულო, დათრგუნულო,
ადექი, ქითიმში გადადი, მაგრამ იქაც არ გექნება საშველი. |
12 |
და თქუან: არღა მერმე არა შევსძინოთ გინებად და
მძლავრებად ქალწული, ასული სიდონისაჲ, არამედ აღჴდე ფერჴითა ზღუასა და
უკეთუ მიხვიდე კიტიელთამი, არცა მუნ იყოს განსუენება შენი. |
13 |
აჰა, ქალდეველთა ქვეყანა! ადრე არ იყო ეს ხალხი. აშურმა
დააფუძნა ის ველურთაგან. მიადგეს კოშკები და დაამხეს მისი სასახლეები,
ნანგრევებად აქციეს. |
13 |
და ქუეყანად ქალდეველთად ერი არღარა დაშთა; ასური
დაემკჳდრა და წარტყუენეს იგინი, რამეთუ ზღუდე მისი დაეცა. |
14 |
ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან იავარქმნილა თქვენი
სიმტკიცე! |
14 |
ვალალებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდა სიმაგრე
თქუენი. |
15 |
იმ დღიდან იქნება, რომ არავის ემახსოვრება ტვიროსი
სამოცდაათ წელიწადს ერთი მეფის ზეობის კვალობაზე. სამოცდაათი წლის ბოლოს
აუხდება ტიროსს მეძავის სიმღერა. |
15 |
და იყოს მას დღესა შინა, დატევებულ იქმნეს ტჳროსი წელთა
სამეოცდაათთა, ვითარცა ჟამსა მეფისა ერთისასა, ვითარცა ჟამსა კაცისასა. და
იყოს შემდგომად სამეოცდაათთა წელთასა, იყოს ტჳროსი, ვითარცა ჴმანელობა
მეძვისა. |
16 |
აიღე ქნარი, მოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო; დაუკარ
ტკბილად, ბევრი იმღერე, რომ გაგიხსენონ! |
16 |
მიიღე ქნარი, იშუებდ ქალაქი მეძავი დატევებული, კეთილად
მექნარეობდ, მრავლად ჴმანელობდ, რაჲთა საჴსენებელი შენი იქმნეს. |
17 |
სამოცდაათი წლის თავზე მოხედავს უფალი ტვიროსს და ისიც
დაიბრუნებს თავის გასამრჯელოს; დაიწყებს ბოზობას ქვეყნიერების ყველა
სამეფოსთან დედამიწის ზურგზე. |
17 |
და იყოს შემდგომად სამეოცდათთა წელთასა, მოხედვა-ყოს
უფალმან ტჳროსისა და კუალად მოეგოს პირველებრვე. და იყოს სავაჭრო ყოველთა
მეფობათა მკჳდროვნისათა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. |
18 |
მისი ნავაჭრი და გასამრჯელო უფლისათვის იქნება შეწირული.
არც დაუნჯდება, არც დაიბეჭდება, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება
მისი ნავაჭრი, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსონ. |
18 |
და იყოს ვაჭრობა მისი და სასყიდელი წმიდაჲ უფლისაჲ; არა
სამისოდ შეკრებულ იქმნეს, არამედ დამკჳდრებულთად წინაშე უფლისა. იერუსალიმს
შინა იყოს ყოველი ვაჭრობა მისი ჭამად და სუმად და გაძღომად დასანიშნავად
საჴსენებელისა წინაშე უფლისა. |