1 |
უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ
მოიმოქმედე საკვირველებანი - ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო.
|
1 |
უფალო ღმერთო ჩემო, გადიდო შენ. საგალობელ-ვყო სახელი შენი, რამეთუ ჰქმნენ
საკჳრველნი საქმენი, განზრახვა დასაწყისისა ჭეშმარიტი,
|
2 |
რადგან ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი - ნანგრევებად, უცხოთა სასახლე
აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება. |
2 |
იყავნ, უფალო, რამეთუ დასხენ ქალაქნი მიწად, ქალაქნი ძლიერნი დაცემად საფარველნი
მათნი, ქალაქი უთნოთაჲ საუკუნოდ არ აღეშენოს. |
3 |
ამიტომ მოწიწებით გახსენებენ ძლიერი ხალხები, მტარვალთა
ქალაქებს შიში ექნებათ შენი. |
3 |
ამისთჳს გაკურთხოს შენ ერმან გლახაკმან, და ქალაქნი კაცთა
მიმძლავრებულთა მოშიშთა შენთანი გაკურთხევდენ შენ, |
4 |
რადგან შენა ხარ საპყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე
მათ გასაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანებაში; რადგან
მტარვალთა სუნთქვა კედელს მიხლილი ქარიშხალია, |
4 |
რამეთუ ექმენ ყოველსა ქალაქსა მდაბალსა შემწე და
შეურვებულთა ნაკლულევანებისათჳს საფარველ. კაცთაგან უკეთურთა იჴსნი მათ, |
5 |
როგორც ხვატი უდაბნოში. უცხოთა ხმაურს შენ აცხრობ; როგორც
ხვატი ღრუბლის ჩრდილში, ასე ითრგუნება მტარვალთა სიმღერა. |
5 |
საფარველი წყურიელთა და სული კაცთა მიმძლავრებულთა,
ვითარცა კაცნი სულკნინნი წყურიელნი სიონს შინა, რამეთუ იჴსნის მათ კაცთაგან
უთნოთა, რომელთაცა მიმცენ ჩუენ. სიცხე საფარველსა შორის ღრუბლისასა, ნერგი
ძლიერი დაამდაბლოს. |
6 |
გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს
მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით,
ძველი, დაწმენდილი ღვინით. |
6 |
და უყოს უფალმან საბაოთ მთასა ამას ზედა ყოველთა
ნათესავთა სასუმელი ჴმანელობათა, სასუმელი თხლეთა; სუმიდენ მხიარულებით,
სუმიდენ ღჳნოსა, იცხებდენ მირონთა, |
7 |
გააუქმებს ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და
საბურველს, ხალხებს რომ ბურავთ. |
7 |
და მოეცნენ მთასა ამას შორის განცემასა; მიეც ესე ყოველთა
წარმართთა, რამეთუ ზრახვა ესე ყოველთა მიმართ წარმართთა |
8 |
შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი
ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან,
რადგან უფალმა ბრძანა. |
8 |
შთანთქნა სიკუდილმან და შეუძლო და კუალად ღმერთმან მოსპო
ყოველი ცრემლი ყოვლისაგან პირისა; ყუედრება ერისა მისისა მოსპო ყოვლისაგან
ქუეყანისა, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ. |
9 |
იტყვიან იმ დღეს: აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას
ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ
მისმიერი ხსნით! |
9 |
და თქუა უფალმან მას დღესა: აჰა, უფალი, ღმერთი ჩვენი,
რომლისა მიმართ მოსავ ვართ. და მხიარულ ვართ მაცხოვარებისა ჩუენისა ზედა,
რამეთუ ესე არს უფალი, რომლისა არს მოლოდება. ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ
მაცხოვარებასა ჩუენსა. |
10 |
რადგან დაადგრება უფლის ხელი ამ მთას და გაითელება მოაბი
თავის ადგილზე, როგორც ჩალა ითელება სანეხვეზე. |
10 |
და ვიშუებთ, რამეთუ განსუენება მოსცეს ღმერთმან მთისა
ამის ზედა; და დაითრგუნოს მოაბელაჲ ადგილსა შინა თჳსსა, ვითარსახედ
დასთრგუნვენ კალოსა ურემთა ზედა. |
11 |
ხელებს გაშლის მის შუაგულში, როგორც მოცურავე შლის
საცურაოდ ხელებს, მაგრამ დასცემს უფალი მის სიამაყეს მისი ხელის ხრიკებთან
ერთად. |
11 |
და აღიხუნეს ჴელნი თჳსნი, ვითარ განჰმარტებს მბანელი
საცურავად. ვითარსახედ მანცა დაამდაბლა წარსაწყმედელად, ეგრეთ დამდაბლდეს
და დაამდაბლოს გინება მისი, რომელთა ზედა მიყვნა ჴელნი. |
12 |
ჩამოაქცევს, დაამხობს შენი გალავნის მაღალ ბურჯებს,
მიწასთან გაასწორებს. |
12 |
და სიმაღლე მისალტოლველისა სახლისა შენისასა დაამდაბლოს
და შთავიდეს ვიდრე იატაკადმდე, ვიდრე მტუერამდე. |