1 |
ვაი, ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ
ყვავილს, ღვინით დაძლეულთა პოხიერი მინდვრების თავზე!
|
1 |
ვაჲ გჳრგჳნსა გინებისასა, მიზდურნი ეფრემისნი, ყუავილი დამოვრდომილი დიდებისა
თხემსა ზედა მთისა ზრქელისასა, მთრვალნი თჳნიერ ღჳნისა.
|
2 |
აჰა, უფლის ძლიერი და მაგარი, როგორც სეტყვის თქეში, დამქანცველი ქარიშხალი, როგორც
წყალდიდობის ნიაღვარი, მიწას დაანარცხებს თავისი ხელით. |
2 |
აჰა, ძლიერი და ფიცხელი უფლისა მიერ, გულისწყრომაჲ უფლისაჲ და რისხვა, ვითარცა
სეტყუა გარდამომავალი, არმქონებელი სართულსა, იძულებით გარდამომავალი. ვითარცა
წყლისა ფრიადისა სიმრავლემან წარმღებმან სოფლისამან, შორის ქუეყანისა ყვის
განსუენება ჴელთა და ფერჴთა. |
3 |
ფეხით გაითელება ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინი! |
3 |
და დაითრგუნოს გჳრგჳნი გინებისა, მიზდურნი ეფრემისნი. |
4 |
მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი სახიერი
მინდვრების თავზე იქნება როგორც ნაადრევი ხილი, ზაფხულამდე მოუწევნელი,
რომელსაც თვალს მოჰკრავს თუ არა მნახველი, ხელთ იგდებს და იმწამსვე
ყლაპავს. |
4 |
და იყოს ყუავილი დამოვრდომილი სასოებისა დიდებისა მისისა
მწუერვალსა ზედა მთისა მაღლისასა, ვითარ წინამორბედი ლეღჳსა, რომლისა
მხილველმან მისმან პირველ ჴელითა თჳსითა პყრობამდე ინების შთანთქმა მისი. |
5 |
იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება დიდების გვირგვინი და
ბრწყინვალე ჯიღა თავისი ერის ნარჩომისათვის. |
5 |
მას დღესა ეყოს უფალი საბაოთ გჳრგჳნ სასოებისა, შეთხზულ
დიდებისა დაშთომილსა ერისასა ეგჳპტეს შინა. |
6 |
და სამართლის სულად სამსჯავროში მჯდომელისთვის, ძლიერებად
- მომხდურთა უკუმქცეველისათვის კარიბჭიდან. |
6 |
და დაშთეს სულითა საშჯელისათა, საშჯელისა მიერ და ძალისა
მაყენებელი მოკლვად, |
7 |
მაგრამ ესენიც ბარბაცებენ ღვინისაგან და ირხევიან
თაფლუჭისგან; მღვდელი და ქადაგი ბარბაცებენ თაყლუჭისგან, ჩანთქმული ღვინით,
ირხევიან თაფლუჭისგან, ბარბაცებენ ხილვების დროს, მერყეობენ სამართლის
განკითხვისას. |
7 |
რამეთუ ესენი ღჳნითა შეცთომილნი არიან, შესცთეს თაფლუჭისა
მიერ, მღდელი და წინასწარმეტყუელი განჰკრთეს ღჳნისა მიერ, შეირყინეს
მთრვალობისაგან თაფლუჭისასა, შესცთეს, ესე იგი არს - განკრთეს. |
8 |
რადგან ყოველი სუფრა სავსეა ნარწყევით, სუფთა ადგილი აღარ
დარჩა. |
8 |
განზრახვასა ამას სადმე წყევასა ჭამდენ, რამეთუ ესე
განზრახვა ანგაჰრებისათჳს არს. |
9 |
ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი?
- რძეს მოწყვეტილთ, ძუძუანასხლეტთ? |
9 |
ვის მიუთხრენით ძჳრნი და ვის მიუთხარით ჰამბავი
განსძღებულთა სძისაგან, განყენებულთა ძუძუსაგან? |
10 |
რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი
წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ; |
10 |
ჭირი ჭირსა ზედა შეიწყნარე, სასოებასა ზედა სასოებაჲ.
მერმე მცირედღა შემწიკულება ბაგეთა. |
11 |
რადგან ლუღლუღა ბაგეებით და უცხოთა ენით დაელაპარაკება ამ ხალხს.
|
11 |
ენისა მიერ სხვისა, რამეთუ ეზრახებოდიან ერსა ამას
|
12 |
მან უთხრა მათ: აჰა, საშვებელი, მიეცით შვება მაშვრალს!
აჰა, განსვენება! მაგრამ მოსმენა არ უნდოდათ. |
12 |
მეტყუელნი მათნი: ესე განსუენებაჲ მსუმელისა, და ესე
შემუსრვა, და არა ინებეს სმენად. |
13 |
მაშინ უფლის სიტყვად იქცევა მათთვის რჩევა რჩევაზე, რჩევა
რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ, რომ იარონ და გულაღმა
გადაყირავდნენ, დაილეწონ, მახეში მოექცნენ და შეპყრობილ იქნენ. |
13 |
და იყოს მათდა სიტყუა იგი უფლისაჲ: ჭირი ჭირთა ზედა
შეიწყნარეთ, სასოებაჲსა ზედა სასოება. მცირედღა მერმე მცირედ, რაჲთა
წარვიდენ და დაეცნენ მართლუკუნ და შეიმუსრნენ, დაზღვეულ იქმნენ და
წარწყმდენ. |
14 |
ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მაგინებელნო, ამ ხალხის
მბრძანებელნო იერუსალიმში! |
14 |
ამისთჳს ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ კაცთა შეიწრებულთა და
მთავართა ერისა ამისთა იერუსალჱმს შინა, |
15 |
რადგან ამბობთ: აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და
კავშირი შევკარით შავეთთან; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, ვერ
მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - საფარველად. |
15 |
რამეთუ სთქუთ: ვყავთ აღთქუმა ჯოჯეხეთისა თანა და
სიკუდილისა თანა ზავნი, გრიგალი მოღებული უკეთუ მოვიდეს, არა თქუენ ზედა
მოვიდეს, დავდევით ტყუილით სასოება ჩუენი, და ტყუილითა დავეფარნეთ? |
16 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე
საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე
დანდობილი, არ აჩქარდება. |
16 |
ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: აჰა, ესერა,
დავსდებ საფუძველთა სიონისათა, ლოდსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა
თავსაკიდურსა პატიოსანსა საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი,
არასადა ჰრცხუანეს. |
17 |
დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა
წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს. |
17 |
დავდვა სასჯელი სასოებად, ხოლო მოწყალება სასწორით,
რომელნი ესვენ ამაოდ ტყუვილსა, არა თანაწარგუჴდეს ჩუენ გრიგალი. |
18 |
გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი
შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი
შეიქნებით. |
18 |
ნუუკუე მიგჳღოსცა ჩუენ აღთქმა იგი სიკუდილისა და სასოება
ჩუენი, არა ჯოჯოხეთსა თანა დაადგრეს; გრიგალმან მომავალმან უკეთუ წარვლოს,
იყოს იგი დასათრგუნველად. |
19 |
როგორც კი ჩამოივლის, შეგიპყრობთ თქვენ; რადგან ყოველ
დილით ჩამოივლის, დღისით და ღამით. მისი ამბის გაგონებაც კი ზარდამცემი
იქნება. |
19 |
ოდეს წარვლოს, აღგიხუნეს თქუენ, განთიად წარჴდეს დღე და
ღამესა შინა იყოს სასოება ბოროტი; ისწავეთ სმენად, შეიწრებულნო, |
20 |
რადგან მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და ვიწრო
იქნება საბანი გადასახურავად. |
20 |
ვერ ძალ-გჳც ბრძოლად, ხოლო ჩუენ უძლურებთ შეკრებად
ჩუენდა. |
21 |
რადგან აღიმართება უფალი როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის როგორც გიბყონის ველზე
თავისი საქმის, უცხო საქმის აღსასრულებლად და თავისი ქმედების, საოცარი ქმედების
ჩასადენად.
|
21 |
ვითარცა მთა უთნოთა, და აღდგეს უფალი და იყოს ჴევსა შინა გაბაონისასა.
გულისწყრომისა თანა ყვნეს საქმენი მისნი, სიმწარისა საქმე, ხოლო გულისწყრომა მისი
უცხომან იჴუმიოს. და სიმწარე მისი გაუცხოებულმან.
|
22 |
ახლა მოეშვით შეგინებას, რომ არ მოგიჭიროთ თქვენმა
საკვრელებმა, რადგან გავიგე რომ გადაწყვეტილია მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგან
მთელი ქვეყნის განადგურება. |
22 |
და თქუენ ნუ იხარებთ, ნუცა განძლიერდებიან საკრველნი
თქუენნი მით, რამეთუ შესრულებულნი და შემოკლებულნი საქმენი მესმნეს
უფლისაგან საბაოთისა, რომელნი ყვნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა. |
23 |
ყურადიღეთ და ისმინეთ ჩემი ხმა, გაიგონეთ და შეისმინეთ
ჩემი სიტყვა: |
23 |
ყურად იღეთ და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, მოიხილეთ და
ისმინენით სიტყუანი ჩემნი. |
24 |
განა სულმუდამ ხნავს მხვნელი დასათესად? განა სულმუდამ
აბრუნებს და ფარცხავს თავის მიწას? |
24 |
ნუ სრულსა დღესა ჰგულავს მჴნველსა ჴნევაჲ, ანუ
წინგამზადება თესლისა პირველ ქვეყანის მოქმნისა. |
25 |
განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მიმოფანტავს სოინჯს და
თესავს კვლიავს, ჩადებს ხორბალს ხნულში და ქერს თავის ადგილზე და ასლს
ყანის კიდეებზე? |
25 |
არა ოდეს მოაწრფელის პირი მისი, მაშინ დასთესის მცირედ
სონიჯი, ანუ ძირაკი. და კუალად დასთესის იფქლი და ქრთილი და ფეტჳ და ასლი
საზღვართა შინა შენთა. |
26 |
ესა აქვს წესად დადებულთ, მისმა ღმერთმა დამოძღვრა იგი. |
26 |
და განისწავლო მშჯავრითა ღმრთისა შენისათა და განიშუა, |
27 |
რადგან კევრით არ ლეწავენ სოინჯს და ურმის ბორბალს არ
ატარებენ კვლიავზე, რადგან სოინჯი კეტით იცეხვება და ჯოხით - კვლიავი. |
27 |
რამეთუ არა სიფიცხით განიბერტყების სონიჯი, არცა თუალი
ურმისა მოავლის ძირაკსა ზედა, არამედ კუერთხითა განიბერტყების სონიჯი, |
28 |
პური ილეწება, მაგრამ ბოლომდე არ ინაყება; გრიალებენ
ურმის ბორბალი და ცხენები, მაგრამ არ ნაყავენ მას. |
28 |
ხოლო ძირაკი პურისა თანა იჭამოს, რამეთუ არა უკუე
განგირისხნე თქუენ, არცა ჴმამან სიმწარისა ჩემისამან დაგთრგუნნეს თქუენ. |
29 |
ესეც ცაბაოთ უფლისგან მოდის; საკვირველია მისი რჩევა და
სიბრძნე მისი - დიდებული. |
29 |
და ესე უფლისაგან საბაოთისა განვიდა ნიშები. ზრახეთ და
აღამაღლეთ ამაო ნუგეშინის-ცემა. |