1 |
ვაი არიელს, არიელს, ქალაქს, დავითი სადაც დაბანაკდა! მიუმატე წელიწადს წელიწადი,
ერთმანეთს მიჰყვეს დღესასწაულები.
|
1 |
ვაჲ ქალაქსა არიილსა, რომელსა დავით ებრძოლა, შეკრიბენით ხუარბალნი წელიწდისანი
წელიწადსა ზედა, რამეთუ შჭამოთ მოაბსა თანა,
|
2 |
შევაჭირვებ არიელს, ატყდება ვაი და ვიში და არიელად შეიქნება ჩემთვის. |
2 |
რამეთუ ვაჭირვო არიილსა. და იყოს ძალი მისი და სიმდიდრე ჩემდა. |
3 |
ბანაკად შემოგადგები ირგვლივ და კოშკებს შემოგავლებ,
გოდოლებს აღვმართავ შენს წინააღმდეგ. |
3 |
და მოვადგე შენ ზედა, ვითარცა დავით, და განვაწყო შენთჳს
პატნეზი. და დავადგინე შენთჳს გოდოლნი. |
4 |
ჩაიფლობი, მიწიდან დაიწყებ ლაპარაკს და ჩაიხშობა შენი
ნათქვამი, ლანდივით ამოვა შენი ხმა მიწიდან და მტვერიდან აჩურჩულდება შენი
ნათქვამი. |
4 |
და დამდაბლდენ სიტყუანი შენნი ქუეყანად და დაჴდენ
სიტყუანი შენნი ქუეყანად მიმართ, და იყოს, ვითარცა მჴმობელნი ქვეყანით
გამო, ჴმა შენი და იატაკისა მიმართ ჴმა შენი მოუძლურდეს. |
5 |
მტვრის კორიანტელივით იქნება შენი ურიცხვი მტერი და
განიავებულ ბზესავით - ურიცხვი მტარვალი. მოხდება უცბად ანაზდეულად. |
5 |
და იყოს, ვითარცა მტუერი ურმისთვალისაგან, სიმდიდრე
უთნოთა და ვითარცა ბრე მიმოღებული. |
6 |
ცაბაოთ უფალი გამოგეცხადება გრგვინვით და მიწისძვრით და
მაღალი ხმით, ქარიშხლით და გრიგალით და შემჭმელი ცეცხლის ალით. |
6 |
და იყოს, ვითარცა წერტილი, მეყსა შინა უფლისა მიერ
საბაოთისა, რამეთუ ზედმოხედვა იყოს ქუხილისა თანა და ძრვის, და ჴმისა
დიდისა ნიავქარი მომავალი და ალი ცეცხლისა შემჭამელი. |
7 |
სიზმარივით, ღამეულ ჩვენებასავით იქნება არიელზე
გალაშქრებული დიდძალი ხალხი და ყველა, ვინც თავს ესხმის მას და მის
ციხე-სიმაგრეებს, ვინც მას აჭირვებს. |
7 |
და იყოს, ვითარცა ზმანებული ძილსა შინა, სიმდიდრე ყოველთა
წარმართთა, რავდენთა ილაშქრეს იერუსალიმსა ზედა და ყოველთა გალაშქრებულთა
ისრაილსა ზედა, და ყოველნი შეკრებულნი მის ზედა და მაჭირვებელნი მისნი. |
8 |
როგორც მშიერს ესიზმრება, თითქოს ჭამდეს, გაეღვიძება და,
აჰა, ცარიელი აქვს მუცელი; როგორც მწყურვალს ესიზმრება, თითქოს სვამდეს,
გაეღვიძება და, აჰა, ღონემიხდილია და სწყურია მის სულს. ასე იქნება დიდძალი
ხალხი, რომელიც თავს ესხმის სიონის მთას. |
8 |
და იყვნენ, ვითარცა ძილსა შინა მსუმელნი და მჭამელნი, და
აღ-რადგიან, ამაო იყვის სიზმარი მათი და ვითარსახედ იზმანებს წყურიელი
ვითარცა მსუმელი, და აღ-რა-დგის, მერმე სწყურინვე, ხოლო სული მისი ცალიერად
ესვიდა, ეგრეთ იყოს სიმდიდრე ყოველთა წარმართთა, რავდენთა განილაშქრეს
იერუსალიმსა ზედა და მთასა სიონსა. |
9 |
თავი გაიშტერეთ და გაშტერდით! თავი დაიბრმავეთ და
დაბრმავდით! მთვრალები არიან, მაგრამ არა ღვინით, ბარბაცებენ, მაგრამ არა
თაფლუჭით. |
9 |
დაიჴსნენით და განჰკერთით და მებრუე იქმნენით არა
თაფლუჭისაგან, არცა ღჳნისაგან, |
10 |
რადგან გადმოღვარა თქვენზე უფალმა ძილქუშის სული და
დაგიხუჭათ თვალები, წინასწარმეტყველნო, და დაგიფარათ თავები, მისნებო. |
10 |
რამეთუ გუასვა ჩუენ უფალმან სული ლმობიერებისა. და
დაუწუხნეს თვალნი მათნი და წინაწარმეტყუელთა მათთანი და მთავართა მათთანი,
რომელნი ხედვენ ფარულთა. |
11 |
იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა როგორც დაბეჭდილი წიგნის
სიტყვები, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი
ამბობს: არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია წიგნი. |
11 |
და იყვნენ თქვენდა ყოველნი ესე სიტყუანი, ეითარცა
სიტყუანი წიგნისა ამის დაბეჭდულისანი, რომელნი-იგი მისციან კაცსა
ზედმიწევნულსა წერილთასა და ჰრქუან: აღმოიკითხე ესე! და ჰქვის: ვერ ძალ-მიც
აღმოკითხვად, რამეთუ დაბეჭდულ არს. |
12 |
ეძლევა წიგნი წიგნის უცოდინარს და ეუბნებიან: წაიკითხე,
ის კი ამბობს; არ ვიგი წიგნი. |
12 |
და მიეცეს წიგნი ესე ჴელთა კაცისა არ ზედმიწევნულისა
წერილთასასა და ჰრქვან მას: წარიკითხე ესე! და თქუას: არ ზედმიწევნულ ვარ
წერილთა. |
13 |
თქვა
უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი
შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება,
|
13 |
და თქუა უფალმან: მახს მე ერი ესე, გაგებითა პატივ-მცემენ მე, ხოლო გული მათი
შორს განყენებულ არს ჩემგან, და ამაოდ თნობენ ჩემდამო მასწავლელნი ნამცნებთა
კაცთასა და მოძღუარებათა.
|
14 |
ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე,
გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა
გონიერება უჩინო იქნება. |
14 |
ამისთჳს, აჰა, მე შევსძინო გარდაცვალვბა ერისა ამის და
გარდავცვალნე იგინი, და წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისჴმის-ყოფა
გულისჴმიერთა დავფარო. |
15 |
ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს
და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი,
ვინ არის ჩვენი მცნობელი? |
15 |
ვაჲ, რომელნი ღრმასა განზრახვასა ჰყოფენ და არა უფლისა
მიერ. ვაჲ, რომელნი ფარულსა განზრახვასა ჰყოფენ და არიან ბნელსა შინა
საქმენი მათნი, და იტყჳან: ვინ გჳლხინა ჩვენ? და ვინ გჳცნნეს ჩვენ, ანუ
რომელთა ჩვენ ვჰყოფთ? |
16 |
თქვე უკუღმართებო! თუ შერაცხილა თიხა მექოთნის სწორად? თუ
უთქვამს შექმნილს შემქმნელისთვის, ან შეგიქმნივარო? თუ უთქვამს ნასახს
დამსახველისთვის, გაგება არ გაქვსო? |
16 |
არა ვითარცა თიჴა მეკეცისა შეირაცხოსა? ნუ ჰრქვასა
აღზელილმან აღმზელელსა: არა შენ აღმზილე მე? ანუ შექმნულმან შემოქმედსა:
არა გულისჴმიერად შემქმენ მე. |
17 |
ცოტაც, სულ ცოტაც და გადაიქცევა ლიბანი ხოდაბუნად და
ხოდაბუნი მაღნარად შეირაცხება. |
17 |
არღა მერმე მცირედ ჟამისა, და გარდაიცვალოს ლიბანი,
ვითარცა მთა ქერმელი, და მთა ქერმელი მაღნარად შეირაცხოს. |
18 |
გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა
თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ. |
18 |
და ისმენდენ მას დღესა შინა ყურნი სიტყვათა წიგნისათა და
ბნელისშინანი და ნისლისშინანი თვალნი ბრმათანი ხედვიდენ. |
19 |
ბედშავს მოემატება სიხარული უფალში და ღარიბი-ღატაკნი
ისრაელის წმიდაში გაიხარებენ. |
19 |
და იშუებდენ გლახაკნი უფლისა მიერ მხიარულებით, და
განწირულნი კაცთაგანნი სიხარულით. |
20 |
რადგან აღარ იქნება მტარვალი და ბოლო მოეღება მაგინებელს,
ამოწყდებიან ერთიანად ბოროტ საქმეზე მღვიძარენი; |
20 |
მოაკლდა უშჯულოჲ და წარწყმდა ამპარტავანი და მოისრნეს,
რომელნი უშჯულოებდეს უკეთურებასა ზედა, |
21 |
რომლებიც სიტყვით აცთუნებენ ადამიანს, მახეს უგებენ
კარიბჭესთან მომჩივანს და არაფრის გულისთვის აძევებენ მართალს. |
21 |
და რომელნი მცოდველ-ჰყოფენ კაცთა სიტყვისა მიერ, ხოლო
ყოველთა მამხილებელთა ბჭეთა ზედა საბრჴესა დაუდებენ, და გუერდქცეულყვეს
უსამართლოთა მიერ მართალი. |
22 |
ამიტომ ასე ეუბნება უფალი იაკობის სახლს, აბრაამის
გამომსყიდველი: ამიერიდან არ იქნება შერცხვენილი იაკობი, ამიერიდან არ
გაუფითრდება სახე. |
22 |
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი სახლსა ზედა იაკობისსა, რომელი
განისაზღვრა აბრაჰამისგან: არსირცხჳლეულ იქმნეს აწ იაკობი, არცა პირი
გარდაცვალოს აწ ისრაჱლმან, |
23 |
რადგან როცა დაინახავს თავის მონაგარს, ჩემს ხელთა
ქმნილებას, თავის წიაღში, წმიდაყოფენ ჩემს სახელს, წმიდაყოფენ იაკობის
წმიდას და ისრაელის ღვთის შიში ექნებათ. |
23 |
არამედ ოდეს იხილნენ შვილთა მათთა საქმენი ჩემნი ჩემთჳს,
წმიდაყონ სახელი ჩემი, და წმიდა-ყონ წმიდაჲ იგი იაკობისი, და ღმერთსა
ისრაელისასა ეშიშვოდიან. |
24 |
ჭკუადაბნეულნი გონს მოეგებიან და ჭირვეულნი
დაიმოძღვრებიან. |
24 |
და ცნან სულითა ცთომილთა გულისხმის-ყოფა, ხოლო მდრტჳნავთა
ისწაონ მორჩილება და ენათა ბრგვნილთა ისწავონ თქუმად მშჳდობა. |