1 |
აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ.
|
1 |
რამეთუ, აჰა, მეფე მართალი მეფობდეს, და მთავარნი მშჯავრისა თანა მთავრობდენ.
|
2 |
თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის
ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე. |
2 |
და იყოს კაცი მფარავი სიტყვათა თჳსთა. და დაიფაროს, ვითარცა წყლისა მიერ მქანრისა.
და გამოჩნდეს სიონს შინა, ვითარცა მდინარე მქანარი, დიდებული შორის ქუეყანასა
წყურიელსა, |
3 |
არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მსმენელთა ყურები
გამახვილდება. |
3 |
და არღა მერმე იყვნენ მოსავ კაცთა მიმართ, არამედ ყურნი
მათნი მისცნენ მორჩილებად მათდა. |
4 |
თავქარიანთა გული ეზიარება ცოდნას და ჩლიფიანთა ენა
ნათლად ამეტყველდება. |
4 |
და გულმან უძლურთამან მოიხილოს მორჩილებად, და ენათა
ბრგუნვილთა მალიად ისწავონ ზრახვა მშჳდობისა. |
5 |
აღარ დაერქმევა უგვანს ღირსეული და გაიძვერას აღარ ეთქმის
პატიოსანი. ძუნწს ხელგაშლილად არ მოიხსენებენ. |
5 |
და არღა მერმე არა ჰრქუან სულელსა: მთავრობდ. და არღა
მერმე არა ჰრქუან მსახურთა შენთა: დუმენ, |
6 |
რადგან უგვანი უგვანად ლაპარაკობს და მისი გული ბოროტს
იზრახავს, რათა უკეთურება ჩაიდინოს და უფალზე მრუდედ ილაპარაკოს, ცარიელზე
დატოვოს მშიერი და მწყურვალს სასმელი წაართვას. |
6 |
რამეთუ სულელმან სულელნი თქუნეს, და გულმან მისმან ამაონი
განიგონნეს სრულ-ყოფად უშჯულოებითთა და თქუმად ღმრთისა მიმართ
შეცთომილებისა, განთესვად სულთა მშიერთა და სულთა წყურიელთა ცალიერყოფად, |
7 |
ძუნწს ბოროტი აქვს იარაღი, მზაკვრობას იზრახავს, რომ
ბედშავი ცრუ სიტყვებით დაღუპოს, მართალსაც რომ ამბობდეს გლახაკი. |
7 |
რამეთუ განზრახვა ბოროტთა უშჯულოთა განიზრახავს განხრწნად
მდაბალთა სიტყუათა მიერ ცრუთა და განქარვებად სიტყვათა მდაბალთა საშჯელსა
შინა. |
8 |
ღირსეული კი ღირსეულს იზრახავს და ღირსებაზე დგას. |
8 |
ხოლო კეთილმსახურთა გულისხმიერნი განიზრახნეს და
განზრახვა იგი ჰგიეს. |
9 |
უზრუნველო ქალებო, წამოდექით, უსმინეთ ჩემს ხმას!
უდარდელო ასულნო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი! |
9 |
დედანი მდიდარნი აღდეგით და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ასულთა
სასოებით ისმინეთ სიტყუანი ჩემნი. |
10 |
ერთი წელიც და შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან ბოლო
მოეღება რთველს, მოსავლის აღების ჟამი არ დადგება. |
10 |
დღეთა წვლიწდისათა ჴსენება-ყავთ სალმობით სასოებისა თანა:
განკაფულ არს მსთულებელი, დაცხრომილ არს, თესლი არღარა მოვიდეს მერმე. |
11 |
გეშინოდეთ, უზრუნველნო, შფოთავდეთ, უდარდელნო! განიძარცვეთ, გაშიშვლდით და წელი
მოისარტყლეთ.
|
11 |
განჰკრთით, შეწუხენით მოსავნი, განიძარცუენით, შიშეულ იქმნენით, გარემოისხთ ძაძა
წელთა თქუენთა.
|
12 |
მკერდს იცემდეთ სანატრელი ყანების გამო, ნაყოფიერ ვენახთა
გამო. |
12 |
და ძუძუთა ზედა იტყებდით, აგარაკისათჳს გულისსათქმელისა
და ვენაჴისა ნაყოფისა, |
13 |
ჩემი ხალხის მიწის გამო, სადაც ძეძვი და ეკალი გაიხარებს;
ვაგლახ, ყველა მხიარული სახლის გამო, მოზეიმე ქალაქთა გამო! |
13 |
ქუეყანასა ზედა ერისა ჩემისა ეკალნი და თივა აღმოსცენდეს,
და ყოველთაგან სახლთა სიხარული აღებულ იქმნეს, ქალაქი მდიდარი, |
14 |
რადგან დარბაზები დაცარიელდება და ხმაურიან ქალაქს
მიატოვებენ; ბორცვი და გოდოლი გამოქვაბულად იქცევა უკუნისამდე, კანჯართა
საჯირითოდ, ჯოგების საძოვრად. |
14 |
სახლნი დატევებულნი, სიმდიდრე ქალაქისა დაუტეონ, სახლნი
გულისსათქმელნი, და იყვნენ დაბნებნი ქუაბებ ვიდრე უკუნისამდე, სიხარულ
ვირთა ველურთა, სასაძოვრე მწყემსთა. |
15 |
ვიდრე არ გადმოვა ჩვენზე ზეგარდმო სული და უდაბნო
წალკოტად არ გადაიქცევა და წალკოტი მაღნარად არ შეირაცხება. |
15 |
ვიდრემდისცა მოვიდეს თქუენ ზედა სული მაღლისაგან, და იყოს
უდაბნო ქერმელი და ქერმელი მაღნარად შეირაცხოს. |
16 |
მაშინ დაივანებს უდაბნოში სამართალი და სიმართლე
დამკვიდრდება წალკოტში. |
16 |
და განისუენებდეს უდაბნოს შინა მშჯავრი და სიმართლემან
შორის კარმელისა დაიმკჳდროს. |
17 |
მაშინ სამართალი შეიქმს მშვიდობას და შვება და მყუდროება
იქნება სამართლის ნაყოფი უკუნისამდე. |
17 |
და იყუნენ საქმენი სიმართლისანი მშჳდობით, დაიპყრას
სიმართლემან განსუენება და მოსავებ იყვნენ ვიდრე საუკუნოსამდე. |
18 |
დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო
სავანეებში და უზრუნველ სადგომებში. |
18 |
და დაიმკჳდროს ერმან მისმან ქალაქსა შინა მშჳდობისასა, და
მკჳდრ იქმნეს სასოებით და განისუენებდენ სიმდიდრისა თანა. |
19 |
მოვა სეტყვა და ტყე დაბლა ჩამოიწევს და ქალაქი ბარად
გაივაკებს. |
19 |
ხოლო სეტყუა გარდამო-თუ-ვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს და
იყვნენ მკჳდრ ქმნილნი მაღნართა შინა მინდობილ, ვითარცა ველობსა ზედა. |
20 |
ბედნიერები ხართ, ვინც ყველგან თესავთ, სადაც წყალია, და
ნებაზე უშვებთ ხარს და სახედარს! |
20 |
ნეტარ არიან მთესველნი ყოველსა ზედა წყალსა, სადა ჴარი და
ვირი თრგუნავს. |