1 |
ახლოს მოდით, ერებო, რომ გაიგონოთ! ყურადღებით იყავით, ხალხებო! გაიგონოს მიწამ და
მისმა სავსებამ, ქვეყანამ და ყოველმა მისმა აღმონაცენმა!
|
1 |
შემოკრიბენით ნათესავნი და ისმინეთ, მთავარნო! ისმინეთ ქუეყანამან და
დამკჳდრებულთა მას შინა, მკჳდროანმან და ერმან მისშორისმან.
|
2 |
რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელს მათ მხედრობაზე; შერისხა
ისინი, დასახოცად გასწირა. |
2 |
მით, რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა წარმართთა და რისხვა რიცხუსა ზედა
მათსა წარწყმედად მათდა და მიცემად მათდა მოსასრველად, |
3 |
მათი დახოცილები გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს
აუშვებენ და მთები დალბებიან მათი სისხლისგან. |
3 |
ხოლო წყლულნი მათნი დაცჳვენ და მკუდარნი. და აღვიდეს
საყნოსი მათი, და დასოვლდენ მთანი სისხლისაგან მათისა. |
4 |
დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება,
ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი -
ლეღვის ხეს. |
4 |
და დადნენ ყოველნი ძალნი ცისანი, და წარიგრაგნოს ცაჲ,
ვითარცა წიგნი. და ყოველნი ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი
ვენაჴისაგან და ვითარცა დაცჳვიან ფურცელნი ლეღჳსაგან. |
5 |
რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის
ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად. |
5 |
დაითრო ჴრმალი ჩემი შორის ცისა, აჰა, იდუმეასა ზედა
გარდამოვიდეს და ერსა ზედა წარწყმედისასა მშჯავრისა თანა. |
6 |
უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა
და თიკანთა სისხლით, კერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა
აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე. |
6 |
მახჳლი უფლისაჲ აღივსო სისხლითა, განზრქა ცმელისაგან
კრავთასა და ცმელისაგან ვაცთა და ვერძთასა, რამეთუ მსხუერპლი უფლისაჲ
ბოსორს და დაკლვა დიდი იდუმეას შინა. |
7 |
კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან
ერთად, დაითრობა სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი. |
7 |
და დაეცნენ მდიდარნი და ვერძნი და კურონი, და დაითროს
ქუეყანა სისხლისა მიერ და განძღეს მიწა ცმელითა მათითა. |
8 |
რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი
სიონის სარჩელისთვის. |
8 |
რამეთუ დღე სასჯელისა არს უფლისა და წელიწადი
კუალად-გებისა საშჯელისა სიონისა წარმოდგა. |
9 |
მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად,
მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება. |
9 |
და გარდაიქცენ ჴევნებნი მისნი ფისად და ქუეყანა მისი
წუნწუბას. და იყოს ქუეყანა მისი, ვითარცა ფისი მგზებარე |
10 |
არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს
კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი
სამარადისოდ. |
10 |
ღამე და დღე, და არ დაშრტეს საუკუნესა ჟამსა. და აღვიდეს
კუამლი მისი ზემო ნათესავთამი და ჟამსა შინა მრავალსა მოოჴრდეს. |
11 |
ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი
დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს. |
11 |
დაემკჳდრნენ მას შინა მფრინველნი, და გრძღაბნი, და ძერანი
და ყორანნი, და დადებულ იქმნეს მის ზედა საბელი ქუეყანისსაზომელი ოჴრებისა,
და ვირკენტავროსნი დაემკჳდრნენ მის შორის. |
12 |
მისი აზნაურნი სამეფოს ვერ გამოაცხადებენ იქ; მისი
მთავარნი გადაშენდებიან. |
12 |
მთავარნი მისნი არა იყვნენ, რამეთუ მეფენი მათნი და
მთავარნი და დიდებულნი მისნი იყვნენ წარსაწყმედელად. |
13 |
მის დარბაზებში ეკალი ამოვა, ქაცვი და ძეძვი - მის
ციხე-სიმაგრეებში, ტურების სადგომად იქცევა და სირაქლემათა საცხოვრებლად. |
13 |
და აღმოსცენდენ ქალაქთა შინა მათთა საეკლენი ხენი და
სიმაგრეთა შორის მისთა. და იყოს საყოფელ სირინოსთა, და ეზოებ სირაქლემთა, |
14 |
ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს
დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი და იპოვის სადგურს. |
14 |
და შეემთხჳნენ ეშმაკნი ვირკენტავროსთა, და ჴმობდეს
მოყვასი მოყვსისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირკენტავროსნი, რამეთუ პოვეს
თავთა თჳსთა განსუენებაჲ. |
15 |
აქ მოიკალათებს გველი, დაყრის კვერცხეხს, გამოჩეკავს და
თავის ჩრდილში მოუყრის თავს; აქ მოიყრიან თავს ძერები სათითაოდ. |
15 |
მუნ დაიბუდა გრძღაბმან, და დაჰმარხნა ქუეყანამან ყრმანი
მისნი კრძალულებით. მუნ შეიმთხჳნეს ირემნი და იხილნეს პირნი ურთიერთასნი, |
16 |
მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ
დააკლდება, სათითაოდ საძებარნი არ იქნებიან, რადგან თავად მისმა ბაგემ
ბრძანა და მისმა სულმა თავი მოუყარა. |
16 |
რიცხუეულად წარვლეს და ერთი მათგანი არ წარწყმდა.
მოყუასმან მოყუასი არა გამოიძიეს, რამეთუ უფალმან ამცნო მათ და სულმან
მისმან შეკრიბნა იგინი. |
17 |
მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი;
საუკუნოდ დაიმკკიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე იქ იცხოვრებენ. |
17 |
და მან დააგდოს მათ ზედა წილი, და ჴელმან მისმან
განნაწილნა ძოვნად საუკუნედმდე ჟამად, დაიმკჳდრნედ ნათესავთამდე
ნათესავთასა, განისუენებდენ მის ზედა. |