1 |
მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება.
|
1 |
იხარებდ, უდაბნო წყურიელი. და იშუებდინ უდაბნოჲ და ყუაოდენ, ვითარცა შროშანნი.
|
2 |
აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას,
ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის
სიდიადეს. |
2 |
და აღყუავნენ და იშუებდენ მდინარენი იორდანისანი, და დიდებაჲ ლიბანისა მოეცეს მას
და პატივი კარმელისა, და ერმან ჩემმან იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ და სიმაღლე ღმრთისაჲ. |
3 |
გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები
გაიმაგრეთ! |
3 |
გაძლიერდით ჴელნი დაჴსნილნი და მუჴლნი განრღუეულნი. |
4 |
უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა,
ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ. |
4 |
ნუგეშინის-ეცით სულმოკლეთა გონებითა: განძლიერდით, ნუ
გეშინინ. აჰა, ღმერთი ჩუენი საშჯელსა ნაცვლად მიაგებს, და ნაცვალ-აგოს. თჳთ
მოვიდეს და მაცხოვნეს ჩუენ. |
5 |
მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი
გაეხსნებათ. |
5 |
მაშინ აღეხუნეს თუალნი ბრმათანი. და ყურთა ყრუთასა
ესმოდის. |
6 |
მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა
იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე - ნიაღვრები. |
6 |
მაშინ ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი, და ცხად იყოს ენაჲ
ძლით მზრახვალი, რამეთუ გამოეცა უდაბნოს შინა წყალი და ჴევი შორის
ქუეყანასა წყურიელსა. |
7 |
დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები
წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით
გადამწვანდება. |
7 |
და ურწყული იყოს მწურნებად, და ქუეყანასა შინა წყურიელსა
წყარო წყლისა იყო. მუნ სიხარული მფრინველთა, საყოფელი სამწყსოთა და
მწყურნები ლელწმისა, და არა წარჰჴდეს მუნ არაწმიდაჲ. |
8 |
შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური
იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ. |
8 |
იყოს მუნ გზა წმიდაჲ და გზად წმიდად ეწოდოს. არა წარვიდეს
მიერ არაწმიდაჲ, არცა იყოს მუნ გზა არაწმიდა. ხოლო განთესულნი ვიდოდიან მას
ზედა. არა შესცთეს. |
9 |
არ გამოჩნდება იქ ლომი და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას,
არ გაჭაჭანდება იქ; მხოლოდ გამოხსნილნი ივლიან. |
9 |
და არა იყოს მუნ ლომი, არცა მჴეცთა ბოროტთაგანი, არა
აღვიდეს მის ზედა, არცა იპოოს მუნ, არამედ ვიდოდიან მას ზედა გამოჴსნილნი
და შეკრებულნი უფლისა მიერ. |
10 |
უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით
მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული
ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ. |
10 |
მოიქცენ და მოვიდენ სიონად სიხარულისა თანა და სიხარული
საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა, ქება და მხიარულება და შუება ეწიოს მათ.
წარჴდა სალმობა და მწუხარება და სულთქმა. |