1 |
ჩაებღაუჭება შვიდი დედაკაცი ერთ მამაკაცს იმ დღეს და ეტყვის: ჩვენ ჩვენს პურს
შევჭამთ და ჩვენი საკუთარი სამოსელით შევიმოსებით, ოღონდ შენი სახელი დაგვეწეროს,
აგვხადე სირცხვილი.
|
1 |
და შეიპყრან შჳდთა დედათა ერთი მამაცი მეტყუელთა: პური ჩუენი ვშჭამოთ და
სამოსელნი ჩვენნი შევიმოსნეთ, ოდენ სახელი იწოდენ ჩუენ ზედა, მომისპე ყუედრება
ჩვენი.
|
2 |
იმ დღეს იქცევა უფლის მორჩი მშვენებად და პატივად, და
მიწის ნაყოფი ღირსებად და დიდებად ისრაელის ნატამალისთვის. |
2 |
ხოლო მას დღესა ზედგამობრწყინდეს ღმერთი განზრახვისა მიერ
დიდებისა თანა ქვეყანასა ზედა, ამაღლებად და დიდებად ნეშტსა ისრაილისასა. |
3 |
სიონს შემონახული და იერუსალიმში დარჩენილი წმიდად იქნება
წოდებული ყველა, ვინც განწესებულია იერუსალიმში სასიცოცხლოდ, |
3 |
და იყოს დატევებული სიონს და დაშთომილი იერუსალიმს შინა,
წმიდად იწოდებოდიან ყოველნი დაწერილნი ცხოვრებად იერუსალიმს შინა, |
4 |
როცა ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და
გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით. |
4 |
რამეთუ განჰრცხის უფალი მწიკულსა ძეთა და ასულთა
სიონისათასა და სისხლსა იერუსალიმისასა განსწმედს, საშუალისაგან მისისა
სულითა განკითხვისათა და სულითა დაწუვისათა. |
5 |
მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ
საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით,
რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება. |
5 |
და მოვიდეს და იყოს ყოველი ადგილი მთისა სიონისაჲსა და
ყოველნი გარემონი მისნი, აგრილობდეს ღრუბელი დღისი და ვითარცა კუამლითა და
ნათლითა ცეცხლისა მგზებარისათა - ღამე, დიდებითა დაფაროს ყოველი. |
6 |
კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანებაში და თავშესაფრად და
საყუდრად ავდარსა და წვიმაში. |
6 |
და იყოს საჩრდილობელად სიცხისაგან, დასაფარველისა შორის
და დაფარულსა შინა სიფიცხისაგან და წჳმისა. |