1 |
იდუმეთ ჩემს წინაშე, ზღვისპირელნო! ხალხებმა განიახლონ ძალი, რომ ახლოს მოდგნენ და
მაშინ ილაპარაკონ! ერთად მოვახლოვდეთ მსჯავრისათვის.
|
1 |
განახლდებოდეთ ჩემდა ჭალაკნი, რამეთუ მთავართა იცვალონ ძალი. მიეახლნედ და
იტყოდენ, ერთბამად მაშინ მშჯავრსა მიუთხრობედ.
|
2 |
ვინ აღძრა აღმოსავლეთით იგი, ვისაც გამარჯვება ხვდება ყოველ ნაბიჯზე? მის წინაშე
მიიყვანა ხალხები და მეფეები დაუმორჩილა. მან გაუცამტვერა მახვილი, ჩალასავით
დაულეწა მშვილდი. |
2 |
ვინ აღადგინა აღმოსავალთაგან სიმართლე? უწოდა მას? ფერჴისფერჴ მისსა ვიდოდის,
მისცეს წინაშე მრავალთა ნათესავთასა და მეფენი განაცჳბრნეს და მისცნეს ქუეყანად
მახჳლნი მათნი და, ვითარცა ქარქუეტნი, განყრილნი მშჳლდნი მათნი. |
3 |
დაედევნება მათ, მშვიდობით ჩაივლის გზაზე, სადაც ფეხი
არავის დაუდგამს. |
3 |
და დევნა-უყოს მათ და განვლოს მშჳდობით გზა ფერჴთა მისთა. |
4 |
ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა
დასაბამით. მე ვარ უფალი - პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი. |
4 |
ვინ იმოქმედნა და ყვნა ესენი? უწოდა მას მწოდებელმან
მისმან დასაბამითგან ნათესავთათ, მე ღმერთი პირველი და მომავალთა შინა მევე
ვარ. |
5 |
დაინახეს ზღვისპირელებმა და შეეშინდათ, ქვეყნის კიდეები
შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოვიდნენ. |
5 |
იხილეს წარმართთა და შეეშინა კიდეთა ქუეყანისათა,
მოეახლნეს და მოვიდეს ერთბამად. |
6 |
ერთმანეთს ეშველებიან, ერთი მეორეს ეუბნებიან: გამაგრდი! |
6 |
თითოეულნი მშჯელი მოყუასსა და ძმასა თჳსსა შეწევნად, და
თქუეს: |
7 |
მოქანდაკე ამხნევებს ჩამომსხმელს, უროთი მბეგველი -
გვერდზე მცემელს; ეტყვის ნაწიბურზე, კარგიაო, და ამაგრებს ლურსმნებით, რომ
არ ირყეოდეს. |
7 |
განძლიერდა კაცი ხუროჲ და მჭედელი, მცემელი კუერისა,
ერთბამად ჭედდეს, ოდესმე უკუე თქჳს: შებრძვინვა კეთილ არს, განაძლიერნეს
იგინი სამსჭუალთა მიერ. დაჰსხმენ მათ და არა შეიძრნენ, |
8 |
შენ კი, ისრაელ, ჩემო მორჩილო, იაკობ, რომელიც ამოგარჩიე,
ჩემი საყვარელი აბრაამის თესლო, |
8 |
ხოლო შენ, ისრაილ, ყრმა ჩემი ხარ. იაკობ, რომელი
გამოვირჩიე, თესლი აბრაჰამისი, რომელი შევიყვარე, |
9 |
რომელიც წამოგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი შორი
კუთხეებიდან გამოგიხმე, გითხარი: ჩემი მორჩილი ხარ შენ, ამოგარჩიე და არ
უკუგაგდებ-მეთქი. |
9 |
რომელსა შევეწიე, კიდეთაგან ქუეყანისათა და სამსტუროთაგან
მისთა გიწოდე შენ და გარქუ: შენ ყრმა ჩემი ხარ, გამოგირჩიე შენ, და არ
დაგიტეო შენ. |
10 |
ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან
შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი
მარჯვენით-მეთქი. |
10 |
ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ. ნუ შესცთები, რამეთუ მე
ვარ ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, და შეგეწიე შენ, და მოგიკრძალე
შენ მარჯუენითა მართლითა ჩემითა. |
11 |
აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და
დაიღუპებიან-მეთქი შენი მოდავენი.
|
11 |
აჰა, ჰრცხუენეს და ჰკდემეს ყოველთა წინააღმდგომთა შენთა, რამეთუ იყვნენ, ვითარცა
არმყოფნი, და წარწყმდენ ყოველნი წინმოსაჯულნი შენნი.
|
12 |
ძებნას დაუწყებ მათ და ვერ იპოვნი, შენს მოშუღარ ხალხს; არარად იქცევიან შენს
წინააღმდეგ ომის ამტეხნი.
|
12 |
იძინე იგინი და ვერ ჰპოვნე კაცნი უცნობელქმნილნი შენდამი,
რამეთუ იყვნენ, ვითარცა არმყოფნი, და არა იყვნენ წინააღმდგომ მბრძოლნი
შენნი, |
13 |
რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის
განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი. |
13 |
რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, მპყრობელი მარჯუენისა შენისა,
რომელმან გარქუ შენ: ნუ გეშინინ, რამეთუ შეგეწიო შენ. |
14 |
ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე
შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა. |
14 |
ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, იაკობ, შემცირებულო ისრაილ. მე
შეგეწიე შენ, - იტყჳს ღმერთი, მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილ. |
15 |
აჰა, გაქცევ გალესილ, ახალთახალ, დაკბილულ კევრად;
გალეწავ მთებს და დააქუცმაცებ, ბზესავით გახდი მთაგრეხილებს. |
15 |
აჰა, გყავ შენ, ვითარცა თვალნი ურმისანი, მლეწველნი
ახალთანი ხერხისსახედ, და განჰლეწო მთაჲ და დააწულილნე ბორცუნი და, ვითარცა
მტუერი, დასხნე. |
16 |
გაანიავებ და ქარი წაიღებს მათ, ქარიშხალი გაფანტავს; შენ
კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში განდიდდები. |
16 |
და განჰფიწლნე, და ქარმან აღიხუნეს იგინი და ნიავმან
განაბნიეს იგინი, ხოლო შენ იშუებდე წმიდათა შორის ისრაილისათა. |
17 |
ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა
გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ
არ მივატოვებ. |
17 |
და იხარებდენ გლახაკნი ნაკლულევანნი, რამეთუ ეძიებდენ
წყალსა, და არა იყოს; ენა მათი წყურილისაგან განჴმა. მე, უფალმან ღმერთმან,
მე შევისმინო, ღმერთმან ისრაილისამან, და არ დაუტევენ იგინი, |
18 |
გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში;
უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას - წყაროსთვალად. |
18 |
არამედ აღვახუნე მთათა ზედა მდინარენი და საშუალ ველთასა
წყარონი, შევქმნა უდაბნო მწყურნებად და ქუეყანა წყურიელი წყლისსადინელთა
შორის. |
19 |
დავრგავ უდაბნოში ნაძვს, ურთხელს, მურტსა და ზეთისხილს;
აღვმართავ ტრამალზე ალვას ნეკერჩახლთან და ბზასთან ერთად. |
19 |
დავდვა ურწყულსა ქუეყანასა ნაძჳ, და ბზაჲ მჳრსინი და
კჳპაროსი და ვერხჳ, |
20 |
რათა დაინახონ და გაიგონ, მიხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ
უფლის ხელმა მოიმოქმედა და ისრაელის წმიდამ შექმნა ეს. |
20 |
რაჲთა იხილონ და ცნან და გულისხმა-ყონ და ზედმიიწინენ
ერთბამად, ვითარმედ ჴელმან უფლისამან ქმნნა ესენი, და წმიდამან
ისრაჱლისამან აჩუენნა. |
21 |
წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს
იაკობის მეუფე.
|
21 |
მოახლებულ არს საშჯელი თქუენი, - იტყჳს უფალი ღმერთი, მოეახლნეს განზრახვანი
თქუენნი, - იტყჳს მეფე იაკობისი.
|
22 |
მოდგნენ და გაგვიცხადონ მოწევნადი. გამოგვიცხადეთ
დასაბამი, რომ განვჭვრიტოთ და მივხვდეთ მის დასასრულს, ანდა მომავალი
გვამცნეთ. |
22 |
მოგეახლნედ და მიგითხრნედ თქუენ, რომელნი შეგემთხჳნენ
თქუენ, ანუ პირველნი რანი იყვნეს, თქუთ, და ზედმივაწიოთ გონებაჲ და ვცნათ,
რანი უკუანასკნელნი და ზედმომავალნი? |
23 |
გამოგვიცხადეთ მოსახდენი და მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ.
ქმენით კეთილი, გინდა ბოროტი, რომ ვუყურებდეთ და ვხედავდეთ თქვენთან ერთად. |
23 |
მითხრენით ჩვენ, მიუთხრენით ზედმომავალნი უკანასკნელისა
ზე და ვცნათ, ვითარმედ ღმერთნი ხართ, ქველის-მყოფლობდით და მეძჳრეობდით, და
დაგჳკჳრდეს და ვიხილოთ ერთბამად, ვითარმედ ვინა ხართ თქუენ, |
24 |
აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა;
სისაძაგლეს ირჩევენ თქვენით. |
24 |
და ვინა საქმიერობანი თქუენნი? ქუეყანისაგან საძაგელნი
გამოგირჩინა თქუენ. |
25 |
ჩრდილოეთიდან აღვძარი და მოვიდა; მზის აღმოსავლიდან
უხმობს ჩემს სახელს და მოდის; მთავრები თითქოს თიხაა და მეთუნესავით
დაჯეგავს აყალოს. |
25 |
ხოლო მე აღვადგინო ბღუარით გამო და მზისაღმოსავალთათ
გამო, იწოდნენ სახელითა ჩემითა, მოვიდოდედ მთავარნი და, ვითარცა თიჴა
მეკეცისა, და, ვითარცა მეკეცე დამრთგუნველი თიჴისა, ეგრეთ დაითრგუნნეთ, |
26 |
ვინ გამოაცხადა დასაბამით, რომ გვცოდნოდა? ადრიდანვე, რომ
გვეთქვა: ის მართალია? მაგრამ არავის გამოუცხადებია, არავის უცნობებია,
არავის გაუგია თქვენი ნათქვამი. |
26 |
რამეთუ ვინ მიუთხრობს დასაბამისათა? რაჲთა ვცნნეთ და
წინასწარღა ეიტყოდით, ვითარმედ: ჭეშმარიტ არს. არა არს პირველ მეტყუელი,
არცა მსმენელი თქუენთა სიტყვათა. |
27 |
მე პირველმა სიონს: აჰა, აჰა, ისინი-მეთქი! და
იერუსალიმს: მახარობელს მოგცემ-მეთქი! |
27 |
დასაბამი სიონსა მივსცე და იერუსალჱმსა ნუგეშინის-ვსცე
გზასა ზედა, |
28 |
გავიხედე და არავინ იყო, არ იყო მრჩეველი მათ შორის, რომ
შევკითხოდი და პასუხი გაეცათ. |
28 |
რამეთუ წარმართთაგან, აჰა, არც ერთი, და კერპთაგან მათთა
არა იყო მიმთხრობი. და უკუეთუ ვჰკითხო მათ: ვინ ხართ? არა მომიგონ მე, |
29 |
აჰა, არარანი არიან ყველანი, ფუჭია მათი საქმეები, მათი
კერპები ქარია და სიცარიელე. |
29 |
რამეთუ არიან მოქმედნი თქუენნი და ამაოდ შემაცთუნებელნი
თქუენნი. |