1 |
ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მორჩილო, და ისრაელ, ჩემო რჩეულო!
|
1 |
ხოლო აწ ისმინე, იაკობ, ყრმაო ჩემო, და ისრაილ, რომელი გამოგირჩიე.
|
2 |
ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც
შეგეწევა შენ: ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, და იეშურუნ, ჩემო რჩეულო. |
2 |
ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ და გამოგზილა შენ მუცლითგან: მერმე
შეგეწიო შენ, ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო, იაკობ, და შეყვარებულო ისრაილ, რომელი
გამოგირჩიე, |
3 |
რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ
მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას - შენს
შთამომავლებს. |
3 |
რამეთუ მე მივსცე წყალი წყურილსა შინა მავალთა შორის
ურწყულისა, დავდვა სული ჩემი თესლსა ზედა შენსა და კურთხევანი ჩემნი შვილთა
ზედა შენსა. |
4 |
აღმოცენდებიან როგორც ჯეჯილი მდელოთა შორის, როგორც
ტირიფები წყლისპირებზე. |
4 |
და აღმოჰჴდენ, ვითარცა საშუალ წყლისა თივაჲ, და, ვითარცა
ძეწნი, წარსადინელსა თანა წყლისასა. |
5 |
ერთი იტყვის: უფლისა ვარ, მეორე იაკობის სახელს
დაირქმევს; სხვა დაიწერს საკუთარ ხელზე - უფლისა და ისრაელის სახელით
იქნება წოდებული. |
5 |
ესრეთ თქუას: ღმრთისაჲ ვარ. და ესრეთ ჴმა-ყოს სახელსა
ზედა იაკობისსა და სხუამან ზედაწარწეროს ჴელითა თჳსითა: ღმრთისაჲ ვარ და
სახელსა ზედა ისრაილისსა ჴმა-ყოს. |
6 |
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი,
ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ
არის ღმერთი. |
6 |
ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მეფე ისრაჱლისა და მჴსნელი
მისი, ღმერთი საბაოთ: მე ვარ პირველი და მევე ამათსა შემდგომად, ჩემსა
გარეშე არა არს ღმერთი. |
7 |
ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს,
გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე;
გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი. |
7 |
ვინ ვარ მე? დადეგინ, უწოდენ და განემზადენ, ოდითგან
შევქმენ კაცი საუკუნესა და ზედმომავალნი მიგითხრნედ თქუენ. |
8 |
ნუ შიშობ, ნუ თრთი. განა თავიდანვე მე არ გამცნე, მე არ
გამოგიცხადე? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ
არის სხვა კლდე, არავინ ვიცი. |
8 |
ნუ განჰკჳრდებით, ნუცა დაიბურვით, არა დასაბამითგან
ყურად-იღეთ და მიგითხარ თქვენ? მოწამე თქუენ ხართ, უკეთუ არს ღმერთი თჳნიერ
ჩემსა? და არა იყვნეს |
9 |
კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი
ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ,
ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან. |
9 |
მწმასნელნი და მწერალნი ყოველნი ამაო მოქმედნი საწადელთა
მათთანი, რომელთა არა არგონ მათ და თქვენვე ხართ მოწამენი მათნი, რამეთუ
ვერა ხედვენ და ვერცა გულისხმა-ჰყოფენ, არამედ სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი. |
10 |
ვინ გამოსახა ღმერთი და ვინ ჩამოასხა ქანდაკი, არაფრის
მაქნისი? |
10 |
მწმასნელნი ღმერთთანი და მქანდაკებელნი ურგებსა, |
11 |
აჰა, შერცხვებიან მისი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც ადამის მოდგმისანი არიან;
შეიკრიბონ ყველანი, გამოცხადდნენ; ზარი დაეცეთ და შერცხვნენ ერთიანად.
|
11 |
და ყოველნი, სადათ იქმნეს, განჴმეს და ყრუნი კაცთაგან; შეკრბედ ყოველნი და
დადგედ ერთბამად. კდემულ იქმნენ და ჰრცხუენეს ყოველთა ერბამად,
|
12 |
რკინითხურო ჭედავს მას და ამუშავებს ნაკვერცხლებზე,
კვერავს ჩაქუჩებით, ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შივდება და ძალა
ეცლება; წყალს არ სვამს და ქანცი წყდება. |
12 |
რამეთუ აღმახუა ხურომან რკინა, ეჩჳთა შექმნა იგი. და
სხჳსა მიერ მოხუეწა იგი და შექმნა მკლავისა მიერ ძალისა თჳსისა, და
მოემშიოს და მოუძლურდეს და არა სუას წყალი. |
13 |
ხითხურო გაჭიმავს ძაფს და შემოხაზავს წვერმახით,
ამუშავებს ხელეჩოთი, ფარგლით შემოხაზავს მას და შექმნის მისგან კაცის
სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად. |
13 |
გამომრჩეველმან ხურომან ხისამან აღჰმართა იგი განზომით.
და სახოან-ყო იგი, მოწერით შექმნა იგი გამოყურვისა მიერ და შედგმულებისა
მიერ შენაწევრა იგი. და შექმნა იგი, ვითარცა მსგავსება მამაკაცისა, და,
ვითარცა შუენიერება კაცისა, დადგა იგი სახლსა შინა, |
14 |
კედრებს გაჩეხავს, შეარჩევს ძელქვას ან მუხას და
მოიმარაგებს ტყის ხეთა შორის; დარგავს კედარს და წვიმა გაზრდის. |
14 |
რომელმან მოჰკუეთნა თავისა თჳსისად ნაძუნი და მოიღო
ველისა რკოჲ და მუხაჲ და შეექცა მას. ხე მაღნარისაგან, რომელი დაჰნერგა
უფალმან და წჳმამან განაგრძელა, |
15 |
დასაწვავად იქცევა ადამიანისთვის: აიღებს მათგან და
თბება; ღუმელსაც ახურებს და პურს აცხობს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს
სცემს, აკეთებს კერპს და განერთხმის მის წინაშე. |
15 |
რაჲთა იყოს საგზებელ კაცთა. და მომღებელი მისგან განტფა
და აღმაგზებელთა შეაცხვნეს პურნი მათ ზედა, ხოლო ნეშტი შექმნეს ღმერთაებად
და თაყვანის-სცემენ მათ. |
16 |
მის ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევრით ხორცს ჭამს, მწვადს
წვავს და ძღება; თბება კიდეც და ამბობს: ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო! |
16 |
არა ნახევარი მისი დაწუა ცეცხლითა და შეაცხვნეს
ნაკუერცხალთა მისთა ზედა პურნი? და შემწუველმან მას ზედა ჴორცისამან ჭამა
და განძღა და განმტფარმან თქუა: მეჰამა, რამეთუ განვტეფ და ვიხილე ცეცხლი. |
17 |
მისი მონარჩენი კი ღმერთად აქცია, თავის კერპად, რომლის
წინაშე განრთხმულია, თაყვანს სცემს და ლოცულობს, ეუბნება: დამიფარე, რადგან
ღმერთი ხარ ჩემიო. |
17 |
ხოლო ნეშტი შექმნა ღმერთად ქანდაკებულად და
თაყვანის-სცემს მას და ილოცავს მისდამი მეტყუელი: განმარინე მე, რამეთუ
ღმერთი ჩემი ხარ შენ. |
18 |
არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ
თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები - რომ ვერაფერს მიხვდნენ. |
18 |
ვერა იგრძნეს ცნობად, რამეთუ დაშვრეს ხედავად თვალებითა
მათითა, და გულისხმის-ყოფად გულითა მათითა. |
19 |
გულისხმაში ვერ მოდიან, არც ჭკუა აქეთ და არც გონება, რომ
თქვან: ნახევარი ცეცხლში დავწვი, პურიც გამოვაცხვე ნაკვერცხლებზე, ხორცი
შევწვი და ვჭამე; დანარჩენი სიბილწედ უნდა ვაქციო, ხის ნატეხის წინაშე უნდა
განვერთხაო? |
19 |
და არა ისიტყუა სულმან მათმან, არცა აგრძნა ცნობამან,
ვითარმედ ნახევარი მისი დაწუა ცეცხლისა მიერ და შეაცხვნა ნაკუერცხალთა
მისთა ზედა პურნი და შემწუველმან ჴორცისამან ჭამა და ნეშტი მისი საძაგელად
შექმნა და თაყვანის-სცემენ მას. |
20 |
ნაცარს მწყემსავს, მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ
იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში? |
20 |
ცნედ, ვითარმედ ნაცარ არს გული მათი და სცთებიან. და
ვერვის ძალ-უც განრინება სულისა თჳსისა. იხილეთ, არა სთქუათ, ვითარმედ
სიცრუვე არს შორის მარჯუენისა ჩემისა. |
21 |
გაიხსენე ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მორჩილი ხარ! ჩემი გამოსახული ხარ, ჩემი
მორჩილი ხარ, ისრაელ, არ დამავიწყდები.
|
21 |
მოიჴსენენ ესენი, იაკობ და ისრაელ, რამეთუ ყრმა ჩემი ხარ შენ. აღგზილე შენ ყმად
ჩემდა. და შენ, ისრაჱლ, ნუ დაივიწყებ ჩემსა,
|
22 |
ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს
ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე. |
22 |
რამეთუ აჰა, აღვჴოცე, ვითარცა ღრუბელი, უშჯულოებანი შენნი
და, ვითარცა ნისლი, ცოდვანი შენნი. მოიქეცი ჩემდამო და გამოგიჴსნა მე შენ. |
23 |
გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ,
მიწის სიღრმეებო, სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყევ და ყოველო ხევ, რაც
მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა. |
23 |
იშუებდით ცანი, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ისრაჱლი და
ჰნესტუეთ საფუძველთა ქუეყანისათა. ჴმა-ყავთ მთათა მხიარულებაჲ, ბორცუთა და
ყოველთა ხეთა მათშორისთა, რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, და ისრაელი
იშუებდეს. |
24 |
ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი
გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა;
მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა, |
24 |
ესრეთ იტყვის უფალი, მჴსნელი შენი და გამომზელი შენი
მუცლითგან: მე ვარ უფალი, შემასრულებელი ყოველთა, გარდავართხ ცაჲ მარტომან
და დავამყარე ქვეყანა. |
25 |
რომელმაც ჩაშალა ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნები, გამოაჩინა
მკითხავთა სიბრიყვე, უკან დაახევინა ბრძენებს და მათი ცოდნა სიგიჟედ აქცია. |
25 |
ვინ სხუამან განქარვნა სასწაულნი მუცლითმეზღაპრეთანი და
მისნობანი გულითგამონი? მიმაქცეველმან ცნობილთამან მართლუკუნ და
განზრახვისა მათისა სულელმყოფელმან, |
26 |
რომელიც განამტკიცებს თავისი მორჩილის სიტყვას და თავის
მოციქულთა რჩევას განასრულებს, რომელიც ეუბნება იერუსალიმს: დასახლდები! და
იუდას ქალაქებს: აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ! |
26 |
და დამადგენელმან სიტყვასა ყრმისა მისისასა და
განზრახვასა ანგელოზთა მისთასა ჭეშმარიტმქმნელმან, მეტყუელმან
იერუსალიმისამან: მკჳდროან იქმენ! და ქალაქთა იუდეაჲსათამან: აღეშენენით და
ოჴერნი მისნი აღმობრწყინდით! |
27 |
რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს
მდინარეებს! |
27 |
მეტყუელმან უფსკრულისამან: მოოჴრდი! და მდინარეთა შენთა
განვაჴმობ, მეტყუელმან კჳროსისმან: ბრძნობდ! და ნებანი ჩემნი ყვნეს
მეტყუელმან ივრუსალიმისამან: აღეშენე! და სახლი წმიდაჲ ჩემი დავაფუძნო. |
28 |
რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს
შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი
საძირკველი! |
|
|