1 |
ჩაიღუნა ბელი, მოიკაკვა ნებო; მათი კერპები მხეცებს და პირუტყვებს აჰკიდეს. მძიმეა
თქვენი სატარებელი, როგორც დაქანცული ცხოველის ტვირთი!
|
1 |
დაეცა ბილ, შეიმუსრა დაგონ. იქმნეს ქანდაკებულნი მათნი მჴეცად და საცხოვრად
აღიხუნენ იგინი შეკრულნი, ვითარცა ტჳრთი მაშურალისა და მშიერისა,
|
2 |
მოიკაკვნენ, ჩაიღუნენ ერთიანად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თავადაც ტყვეობაში
წავიდნენ. |
2 |
დაჴსნილისა, ვერშემძლებელისა ერთბამად, რომელნი ვერ შემძლებელ იქმნენ განრინებად
ბრძოლისაგან, ხოლო იგინი თჳთ ტყუედ წარიხუნენ. |
3 |
მისმინე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო
ნარჩომო, ჩემო აყვანილო მუცლიდანვე, საშოდანვე ჩემო ნატარებო: |
3 |
ისმინეთ ჩემი, სახლო იაკობისაო და ყოველო ნეშტო
ისრაჱლისაო, აღღებულთა მუცლითგან და განსწავლულთა სიყრმითგან |
4 |
შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ,
მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ. |
4 |
ვიდრე სიბერემდე: მე ვარ და ვიდრემდის და-ცა-ჰბერდეთ,
მევე ვარ, მიგითავსებ თქუენ. მე ვყავ და მე ულხინო, მე აღგამაღლნე და
გაცხოვნნე თქუენ. |
5 |
ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ? ვის გამიტოლებთ, რომ
ვემსგავსო? |
5 |
ვის მამსგავსეთ მე? იხილეთ, მოიჴელოვნეთ ცთომილთა |
6 |
ქისიდან ჰყრიან ოქროს და ვერცხლს სასწორზე წონიან;
ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ. მერე ქედს უხრიან
და თაყვანს სცემენ. |
6 |
და შემკრებელთა ოქროსათა პავასიკისაგან ვეცხლსა სასწორისა
მიერ, და აღსწონნეთ სასწორითა, და მომმიზდებელთა ოქროსმჭედლისათა შექმნნეს
ჴელითქმნულნი და მოდრეკით თაყვანის-სცემენ მას. |
7 |
მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის
ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს,
გასაჭირში ვერ ეშველება. |
7 |
აღიღებენ მას მჴართა ზედა და ვლენან. და უკეთუ დადვან იგი
მჴართა ზედა, ეგოს და არა შეიძრას, და ვინცავინ ჴმა-ყოს მისდამი, არ
შეისმინოს, ძჳრთაგან ვერ იჴსნის იგი. |
8 |
ეს გაიხსენეთ და გამაგრდით, გულთან მიიტანეთ, ცოდვილნო! |
8 |
მოიჴსენენით ესენი და სულთ-ითქუენით, შეინანეთ, ცთომილნი,
მოიქეცით გულითა. |
9 |
გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი
ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი. |
9 |
და გეჴსენნედ პირველნი საუკუნითგანნი, რამეთუ მე ვარ
ღმერთი და არა სხვა თჳნიერ ჩემსა. |
10 |
დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ
მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ. |
10 |
მიმთხრობელი პირველად უკუანასკნელთა წინავე ქმნისა
მათისა, და ერთბამად შესრულდა და ვთქუ: ყოველი განზრახვა ჩემი დამტკიცდეს
და ყოველნი, რაოდენნი განმიზრახვან, ვყვნე. |
11 |
გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან ონავარ ფრინველს, შორი
ქვეყნიდან - ჩემი განზრახულის აღმსრულებელს; ვთქვი და დიაღაც მოვახდენ;
დავსახე და დიაღაც გავაკეთებ. |
11 |
მწოდებელნი აღმოსავალთათა მფრინველსა, და ქუეყანისაგან
შორიელისა, რომელთათჳს განმზრახველი: და ვიტყოდეცა, და მოვიყვანე, და
აღვაგე და ვყავ, მოვიყვანე იგი და წარვმართე გზა მისი. |
12 |
მისმინეთ მე, გულგაკერპებულნო, სიმართლეს განშორებულნო! |
12 |
ისმინეთ ჩემი, რომელთა წარგიწყმედიეს გული შორიელთა
სიმართლისაგან. |
13 |
მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის, და ჩემეული ხსნა
არ დააყოვნებს. მე მივცემ ხსნას სიონს, და ისრაელს - ჩემს დიდებას! |
13 |
მივაახლე სიმართლე ჩემი, და არღარა განშორდეს ჭეშმარიტება
და მაცხოვარება ჩემმიერი არ მივამყოვრო, მივეც შორის სიონისა მაცხოვარება
ისრაელისა სადიდებელად. |