1 |
ისმინე ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო, იუდას წყლებიდან გამოსულნო,
უფლის სახელის მოფიცარნო, ისრაელის ღმერთს რომ ახსენებთ, თუმცა არა ჭეშმარიტებით და
არა სიმართლით!
|
1 |
ისმინენით ესენი სახლმან იაკობისმან, წოდებულთა სახელსა ზედა ისრაილისასა და
წელისაგან იუდასსა გამოსრულთა, რომელნი ჰფუცავთ სახელსა უფლისა ღმრთისა
ისრაილისასა, მომჴსენებელნი არა ჭეშმარიტებით, არცა სიმართლით
|
2 |
რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებიან და ისრაელის ღმერთს ემყარებიან - ცაბაოთ
უფალია მისი სახელი. |
2 |
და მოსავნი სახელსა ქალაქისა წმიდისასა, და ღმრთისა მიმართ ისრაილისასა
დამტკიცებულნი, უფალი საბაოთ, სახელი მისი. |
3 |
თავიდანვე გავაცხადე წინანდელნი, ჩემი ძირიდან არის
გამოსული. მე გამოვიტანე სააშკარაოზე; ანაზდად ვმოქმედებდი და სრულდებოდა. |
3 |
პირველნი მერმე მიუთხრენ, და პირისაგან გამოვიდა და
სასმენელ იქმნა, მეყსა შინა ვყავ და ზედ მოიწია. |
4 |
რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს
კისერზე და სპილენძის შუბლი. |
4 |
უწყი მე, ვითარმედ ფიცხელ ხარ, და ძარღუ რკინისა - ქედი
შენი და შუბლი შენი - რვალისა. |
5 |
მე გამცნე შენ თავიდანვე, გამოგიცხადე, ვიდრე
ასრულდებოდა, რომ არ გეთქვა; ჩემმა კერპმა აასრულა ეს, ჩემს ბუთსა და
ქანდაკს ჰქონდა ნაბრძანებიო. |
5 |
და მიგითხრა შენ ძუელადნი, პირველ მოსლვამდე შენ ზედა
სასმენელ გიყავ, ნუ სადა სთქვან: კერპთა ჩემთა ყვეს ესე, არამედ რომელთა
არა სთქვა: გამოქანდაკებულთა და გამომდნობელთა მამცნეს მე. |
6 |
შენ მოგისმენია; ახლა იხილეთ ეს ყველაფერი. ნუთუ არ
აღიარებთ? ამიერიდან გიცხადებ ახალ ამბებს, დაფარულთ, რომლებიც არ იცოდი. |
6 |
ისმინენით ყოველნი და თქუენ არა სცნენით, არამედ სასმენელ
შენდა ვყვენ ახალნი ამიერითგან, რომელთა ეგულვების ქმნა. |
7 |
ახლა ასრულდნენ ისინი და არა წინათ; დღემდე არაფერი
გსმენიათ მათზე, რომ არ თქვათ: აჰა, ხომ ვიცოდიო. |
7 |
და არა სთქვა: აწ იქმნების და არა ძუელად და არა პირველთა
დღეთა ისმინენ იგინი, ნუ იტყჳ: ჰე, უწყნი იგინი. |
8 |
არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონია
გახსნილი; რადგან ვიცოდი, რომ ღალატს ჩაიდენდი და შემცოდე გერქვა დედის
მუცლიდანვე. |
8 |
არცა სცან, არცა უწყოდე, არცა დასაბამითგან განახუენ
ყურნი შენნი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შეურაცხ-მყოფელი შეურაცხ-ჰყოფ და
უშჯულოდ მერმე მუცლითგანვე გეწოდოს. |
9 |
ჩემი სახელის გულისათვის ვაყოვნებ რისხკას და ჩემი
დიდებისათვის გარიდებ მას, რომ არ მოგსპო. |
9 |
სახელისათჳს ჩემისა გიჩვენო შენ გულისწყრომაჲ ჩემი და
დიდებულნი ჩემნი მოვაწინე შენ ზედა, რაჲთა არა მოგასრულო შენ. |
10 |
აჰა, გამოგადნე, მაგრამ ვერცხლი არ გამოვიდა; სიმწრის
ქურაში გამოგცადე. |
10 |
აჰა, განყიდე შენ ვეცხლისათჳს, ხოლო განგარინო შენ
საჴუმილისაგან სიგლახაკისა. |
11 |
ჩემი თავისთვის, ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამას, რადგან
როგორ შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ. |
11 |
თჳთ ჩემთჳს გიყო შენ, რამეთუ სახელი ჩემი შემწიკულებულ არს და დიდებაჲ ჩემი
სხვასა არა მივსცე.
|
12 |
მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ
უკანასკნელიც.
|
12 |
ისმინე ჩემი, იაკობ და ისრაილ, რომელსა მე გიწოდ. მე ვარ
პირველი და მე ვარ უკუნისამდე. |
13 |
ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა
ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან. |
13 |
და ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ და მარჯუენემან
ჩემმან დაამყარა ცაჲ, უწოდო მე მათ და დადგენ ერთბამად. |
14 |
შეიკრიბენით ყველანი და ისმინეთ: ვინ გამოაცხადა მათ
შორის ეს ამბები? უფალმა შეიყვარა იგი. აასრულებს თავის ნება-სურვილს
ბაბილონზე და ქალდეველებზე შემართავს მკლავს. |
14 |
და შეკრბენ ერთბამად ყოველნი და ისმინონ, ვინ მიუთხრნა
მათ ესენი? სიყვარულითა შენითა ვყავ ნება შენი ბაბილონსა ზედა აღებად თესლი
ქალდეველთა. |
15 |
მე, მე ვიყავი, რომ ვილაპარაკე; მოვუწოდე კიდეც,
მოვიყვანე და გზა წარვუმართე. |
15 |
მე ვთქუ და მე უწოდე; მოვიყვანე იგი და წარვჰმართე გზა
მისი. |
16 |
მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: საიდუმლოდ არც თავიდანვე
მილაპარაკნია; რაც რომ ეს მოხდა, მე იქა ვარ. ახლა კი უფალმა ღმერთმა და
მისმა სულმა მომავლინა. |
16 |
მოიყვანენით და ისმინენით ესენი. არა დასაბამითგან
დაფარულად ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქუეყანისა ბნელისასა. ოდეს იქმნა,
მუნ ვიყავ. და აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი. |
17 |
ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ
უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი
წარმმართველი. |
17 |
ესრეთ იტყჳს უფალი მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილისა: მე
ვარ ღმერთი შენი, გიჩუენე შენ პოვნად შენდა გზაჲ, რომელსა შინა ხჳდოდი მას
ზედა. |
18 |
ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით
იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე. |
18 |
და უკუეთუმცა გესმნნეს მცნებანი ჩემნი, ქმნილ იყომცა,
ვითარცა მდინარე, მშჳდობაჲ შენი, და სიმართლე შენი, ვითარცა ღელვანი
ზღჳსანი. |
19 |
ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით -
შენი წიაღის ნაშიერი. არ ამოიკვეთებოდა მისი სახელი, არ გაქრებოდა ჩემს
წინაშე. |
19 |
და იქმნამცა, ვითარცა ქჳშა, თესლი შენი და ნაშობნი შენნი,
ვითარცა მიწა ქუეყანისა. არცა აწ არა მოისრას, არცა წარწყმდეს სახელი შენი
წინაშე ჩემსა. |
20 |
გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული
ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა
უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი! |
20 |
გამოვედ ბაბილონით, მლტოლვარე ქალდეველთაგან. ჴმაჲ
სიხარულისა მიუთხართ და სასმენელ იქმენინ. ესე მიუთხართ ვიდრე დასასრულამდე
ქუეყანისა და სასმენელ იქმენინ ესე. იტყოდეთ, ვითარმედ: იჴსნა უფალმან მონა
თჳსი, იაკობი. |
21 |
არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან
უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა. |
21 |
და უკეთუ სწყუროდის, უდაბნოთა მოიყვანნეს იგინი. წყალი
კლდისაგან გამოიყვანოს მათდა. განიპოს კლდე და დიოდის წყალი. და სუმიდეს
ერი ჩემი, არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი. |
22 |
არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის. |
|
|