1 |
მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა,
დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი.
|
1 |
ისმინეთ ჭალაკთა და მოიხილეთ წარმართა, მრავლით ჟამითგან დეგით, - იტყჳს უფალი,
- მუცლითგან დედისაისათ გიწოდა შენ სახელი ჩემი.
|
2 |
გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული
ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა. |
2 |
და დადვა პირი ჩემი, ვითარცა მახჳლი მკუეთი, და საფარველსა ქუეშე ჴელისა მისისასა
დამფარა მე. დამდვა მე, ვითარცა ისარი რჩეული, და კაპარჭსა შინა მისსა დამფარა მე. |
3 |
მითხრა: ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს
დიდებას. |
3 |
და მრქუა მე: მონაჲ ჩემი ხარ, ისრაილ, და შენ შორის
ვიდიდო. |
4 |
მე კი ვამბობდი: ამაოდ დავშვერ, ფუჭად და უსაზმნოდ
დავხარჯე ძალა. ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან
- ჩემი საზღაური! |
4 |
და მე ვთქუ: ცუდად დავშუერ, ამაოთა მიმართ და არარათა
მიმართ მივეც ძალი ჩემი, ამისთჳს საშჯელი ჩემი უფლისა მიერ და შრომა ჩემი
წინაშე ღმრთისა ჩემისა. |
5 |
ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის
მორჩილად, რომ თავისკენ მიაქციოს იაკობი და ისრაელი თავისთან შეკრიბოს,
რათა ვიდიდო უფლის თვალში და ჩემი ღმერთი იყოს ძალი ჩემი. |
5 |
და აწ ესრეთ იტყჳს უფალი, აღმზელელი ჩემი, მუცლითგან
მონად თავისა თჳსისა: შესაკრებელი იაკობისი, და ისრაილ მის თანა შევკრიბო,
და ვიდიდო მე წინაშე უფლისა. და ღმერთი ჩემი იყოს ძალ ჩემდა. |
6 |
თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა
აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი,
რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს. |
6 |
და თქუა ჩემდამო: დიდ არს შენდა ესე წოდებაჲ შენი მონად
ჩემდა დადგენად ტომთა იაკობისთა და განთესულებასა ისრაილისასა მოქცევაჲ.
აჰა, დაგდევ შენ აღთქუმად ნათესავთა, ნათლად წარმართთა, ყოფად მაცხოვარებად
ვიდრე უკუანასკნელამდე ქუეყანისა. |
7 |
ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა,
დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: მეფენი
დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც
მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია. |
7 |
ესრეთ იტყჳს უფალი, მჴსნელი ღმერთი ისრაილისა: წმიდა-ყავთ, რომელი ბიწიან-ჰყოფს
სულსა მისსა, მოძაგებული წარმართთა მიერ მონათა მთავართასა, მეფეთა იხილონ იგი და
აღდგენ მთავარნი და თაყუანი-სცემდენ უფალსა, რამეთუ სარწმუნო არს წმიდა ისრაილისა,
და გამოგირჩიე შენ.
|
8 |
ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის
დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად,
უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად, |
8 |
ესრეთ იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი,
და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად
წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამჳდრებად სამკჳდრებელთა უშენთა. |
9 |
გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში
მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ
საძოვარი. |
9 |
მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და
ბნელისშინანი გამოჩნდით, შორის ყოველთა გზათა ძოვდენ და შორის ყოველთა
ალაგთა საძოვარი მათი. |
10 |
არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ
ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის
სათავეებთან მიიყვანს. |
10 |
არ მოემშიოს, არცა მოეწყუროს, არცა დასცნეს იგინი
სიცხემან, არცა ავნოს მზემან, არამედ, რომელსა ეწყალიან იგინი,
ნუგეშინის-სცემენ მათ. წყაროებისა მიმართ წყალთაჲსა მიიყვანნეს იგინი. |
11 |
ყოველ მთას ჩემსას გზად გადავაქცევ და ჩემი შარაგზები
მაღლა აიწევა. |
11 |
და დავდვა ყოველი მთაჲ ბზად და ყოველი ალაგი საძოვრად
მათდა. |
12 |
აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი - ჩრდილოეთიდან და
დასავლეთიდან, ესენი კი - სინიმის ქვეყნიდან! |
12 |
აჰა, ესენი შორით მოვლენ, ესენი ჩრდილოსაგან და ზღჳსა,
ხოლო სხვანი ქუეყანისაგან სპარსთასა. |
13 |
გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ
მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი. |
13 |
იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა, დამოადინეთ მთათა
შუებაჲ და ბორცუთა სიმართლე, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და
მდაბალთა ერისა მისისათა ნუგეშინის-სცა. |
14 |
თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო.
|
14 |
თქვა სიონმან: დამიტევა მე უფალმან და უფალმან დამივიწყა მე.
|
15 |
განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი
მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ. |
15 |
ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თჳსისა, ანუ არ
შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს
დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ, - იტყჳს უფალი, - |
16 |
აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული, შენი კედლები
მუდამ ჩემს წინაა. |
16 |
აჰა, ჴელითა ჩემითა გამოვხატენ ზღუდენი შენნი და წინაშე
ჩემსა ხარ მარადის. |
17 |
აჩქარდებიან შენი მშენებელნი; შენი დამაქცევარნი და
მაოხრებელნი კი წავლენ შენგან. |
17 |
და მალიად აღიშენო მის წილ, რომელ დაირღუე და
მომაოჴრებელნი შენნი განვიდენ შენგან. |
18 |
თვალი მოატარე ირგვლივ და იხილე: ყველანი შეკრებილან,
შენთან მოდიან! როგორც მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალი, ასე შეიმოსავ
სამკაულად ყველას და მოირთვები მათით, როგორც პატარძალი. |
18 |
აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი და იხილენ ყოველნი: აჰა,
შეკრბეს და მოვიდეს შენდამო. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ
ყოველნი იგი გარეშეიმოსნეს და მოიბლარდნნეს იგინი, ვითარცა სამკაული
სძლისა. |
19 |
რადგან შენს ნაოხარში და უკაცრიელ ადგილებში, შენს
აკლებულ მიწაზე, ახლა ნამდვილად ვიწროდ იქნები მის მცხოვრებთა გამო. შენი
ჩამყლაპავნი კი გაგშორდებიან. |
19 |
რამეთუ ოჴერნი შენნი. განხრწნილნი და დაცემულნი, აწ
შეიწრდენ დამკჳდრებულთა მიერ. და განგეშორნეს შენგან შთამთქმელნი შენნი, |
20 |
კიდეც გეტყვიან ყურში კვლავ შეძენილი შენი შვილები:
მევიწროება ადგილი. მიმიშვი, რომ ვიცხოვრო! |
20 |
რამეთუ თქვან ყურთა მიმართ შენთა ძეთა შენთა, რომელნი
წარსწყმიდენ იწრო არს ჩემდა ადგილი, მექმენ მე ადგილ, რომელთა დავიმკჳდრო. |
21 |
იტყვი გულში; ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ შვილმკვდარი
ვიყავი, ბერწი, განდევნილი და მოწანწალე. ვინ გამიზარდა? მარტო რომ ვიყავი
დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ? |
21 |
და თქუ გულსა შინა შენსა: ვინ მიშვნა მე ესენი? რამეთუ მე
უშვილო ვარ და ქურივ, მწირ და მოკლებულ, ხოლო ესენი ვინ აღმიზარდნა მე?
რამეთუ მე დავშთი მარტოჲ. ხოლო ესენი ჩემდა სადა იყვნეს? |
22 |
ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხალხებისკენ გავიწვდი ხელს
და ერებს აღვუმართავ ჩემს დროშას; უბით წამოიყვანენ შენს ვაჟებს და შენი
ასულეხი მხრებზე ეყოლებათ აყვანილი. |
22 |
ესრეთ იტყჳს უფალი უფალი: აჰა, აღვიღებ ჴელსა ჩემსა
წარმართთა მიმართ და ჭალაკთა მიმართ აღვიღო სასწაული, და მოჰყვანდენ ძენი
წიაღთა მიერ, ხოლო ასულნი შენნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მოაქუნდენ. |
23 |
მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან, მათი დედოფლები კი -
შენი ძიძები; პირქვე დამხობით გცემენ თაყვანს და შენ ფეხთა მტვერს
დაუწყებენ ლოკვას, რათა გაიგონ, რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს
მოიმედეს. |
23 |
და იყვნენ მეფენი მძუძე შენდა. ხოლო მმთავრობნი მზარდულ
შენდა. პირსა ზედა ქუეყანისასა თაყვანის-გცემდენ შენ და მიწასა ფერჴთა
შენთასა ლოშნიდენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, და არა ჰრცხუენეს,
რომელთა დამითმონ მე. |
24 |
თუ წართმევია ოდესმე ძლიერს ნადავლი ან თუ წასვლია ტყვე
გამარჯვებულს? |
24 |
ნუ მი-მე-ვინ-იღისა გმირისაგან ნატყუენავი? უკეთუ
წარმოსტყუენოს ვინმე უსამართლოდ, განერესა? |
25 |
ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: რომც წაერთვას ტყვე ძლიერს
და ნადავლი წაუვიდეს ძალმომრეს, გამოგესარჩლები შენს მოსარჩლესთან და შენს
შვილებს გადავარჩენ. |
25 |
ესრეთ იტყჳს უფალი: უკუეთუ ვინ წარტყუენოს გმირი, მიიღონ
ნატყუენავი, ხოლო მიმღებელი ძლიერისაგან განერესა? ხოლო მე საშჯელი შენი
ვსაჯო, და მე ძენი შენნი ვიჴსნნე. |
26 |
საკუთარ ხორცს შევაჭმევ მჩაგვრელებს და, როგორც მაჭრით,
ისე დათვრებიან საკუთარა სისხლით. მაშინ გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე
ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი. |
26 |
და ჭამდენ მაჭირვებელნი შენნი ჴორცთა მათთა. და სუმიდენ,
ვითარცა ღჳნოსა ახალსა, სისხლსა მათსა, და დაითრვნენ. და მგრძნობელ იქმნეს
ყოველი ჴორცი, ვითარმედ მე ვარ უფალი, მჴსნელი შენი, და შემწე ძალისა
იაკობისი. |